ჩემი კომპიუტერის უკიდეგანო სივრცეებში ქექვისას, შემთხვევით წავაწყდი “ფოლდერს”, რომლის არსებობაც მივიწყებული მქონდა. იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ მაინტერესებს კოსმოსი და ყველაფერი მის გარშემო, გადავწყვიტე დამეწერა ეს “პოსტი”, იმ “ფოლდერში” მყოფი სურათების დახმარებით (რომლებზეც ძირითადად პლანეტები და ვარსკვლავებია ერთმანეთთან შედარებული ზომების მიხედვით). რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის სამოყვარულო დონის ინფორმაცია, ასე ვთქვათ ზედაპირული ცოდნა და არანაირი პრეტენზია არ აქვს, რომ იყოს რაიმე სახის მეცნიერული ნამუშევარი :), თუმცა მიუხედავად ამისა მგონი საინტერესოა ყველასთვის, იმათთვის ვინც საერთოდ ვერ ერკვევა ამ საკითხებში და იმათთვისაც ვინც ჩემსავით მოყვარულია.
მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო, პირდაპირ დავიწყოთ სურათებით და მათი განხილვით.
დავიწყოთ პირველი სურათით, სადაც წარმოდგენილია ჩვენი მზის სისტემის პირველი 4, ეგრეთწოდებული “მძიმე” პლანეტა, მთვარე და რამდენიმე ჯუჯა პლანეტა, მათ შორის პლუტონიც (მოგეხსენებათ მას პლანეტობა 2006 წელს “ჩამოერთვა”).
მზის სისტემის პირველ ოთხი პლანეტა შედგება ძირითადად ლითონებისგან, სწორედ ამიტომ არიან ისინი მზესთან უფრო ახლოს განლაგებული, ვიდრე ე.წ. “გაზის გიგანტები”.
ვენერა სინამდვილეში წითელი ფერის არის, ფილმებში კი თეთრად იმიტომ არის ნაჩვენები, რომ მას გარს საკმაოდ სქელი ღრუბლები აკრავს. ტემპერატურა მის ზედაპირზე 470 გრადუსს აღწევს ცელსიუსით. “ვენერა” ყველა სხვა პლანეტებისგან განსხვავებული მიმართულებით ბრუნავს თავისი ღერძის გარშემო, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს გამოწვეულია დიდი ასტეროიდის შეჯახებით, რომელმაც პლანეტას ღერძის გარშემო ბრუნვის მიმართულება შეაცვლევინა.
მზე, დაახლოებით 5 მილიარდი წლის შემდეგ, როდესაც მთელ თავის “საწვავს” ამოწურავს და აფეთქდება, “თეთრ ჯუჯად” გადაიქცევა.
გადავიდეთ მეორე სურათზე სადაც “სცენაზე გამოდიან” ე.წ. “გაზის გიგანტები”: იუპიტერი, სატურნი, ნეპტუნი და ურანი.
ეს პლანეტები უმეტესად (80 პროცენტზე მეტი) წყალბადისგან შედგებიან. მათ მკვრივი ზედაპირი არ გააჩნიათ, ამიტომაც მოიხსენიებიან ისინი გაზურ გიგანტებად. სწორედ იუპიტერის დამსახურებაა ის, რომ დედამიწას არ ეცემა კომეტები და ასტეროიდები, რადგან თავისი გრავიტაციის გამო სწორედ ის იზიდავს მათ და არ უშვებს ჩვენსკენ.
მესამე სურათი: მზე.
მზე არის “წითელი ჯუჯის” კატეგორიის ვარსკვლავი, რომელიც მიუხედავად თავისი “ჯუჯობისა” მაინც 109–ჯერ დიდია დედამიწაზე. მზე არის ჩვენი მზის სისტემის ფორმირებისა და დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენა–არსებობის მიზეზი. საერთოდ სამყაროს შექმნის შემდგომ პერიოდში, სწორედ ვარსკვლავებში (მათ ბირთვში) მიმდინარე პროცესების შედეგად წარმოიქმნა იმ ნივთიერებების უმეტესობა, რომელიც დღეს ჩვენ გვხვდება ხილულ სამყაროში. ასე რომ თავისუფლად შეგვიძლია ვარსკვლავებს ვუწოდოთ დიდი საწარმოები, რომლებმაც შექმნეს ორგანული ნოვთიერებები. მარტო ჩვენ გალაქტიკაში დაახლოებით 400 მილიარდი ვარსკვლავია, ანუ 400 მილიარდი მზე, რომელთაც ყველას შესაძლოა თავისი პლანეტები ჰქონდეს…
თუმცა მიუხედავად იმისა რომ ვარსკვლავები არიან სიცოცხლის წარმოშობის პირველი მიზეზი, ისინი ასევე მისი განადგურების მიზეზიც შესაძლოა გახდნენ. ვარსკვლავი აფეთქების შედეგად იმხელა ენერგიას და რადიაციას გამოყოფს, რაც საკმარისია დედამიწაზე ყველანაირი ცოცხალი არსების გასანადგურბლად. მზის კატეგორიის ვარსკვლავების სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 10 მილიარდი წლით განისაზღვრება, იქიდან 5 ჩვენმა მზემ უკვე გალია, კიდევ 5 მილიარდის შემდეგ კი მზე, კვდომის პროცესში გადაიქცევა “წითელ გიგანტად”, მისი ზომა გაიზრდება, ის შთანთქავს მერკურის და ვენერას, მაქსიმალურად მოუახლოვდება დედამიწას, სადაც ტემპერატურა ისე მოიმატებს, რომ ვერანაირი ცოცხალი არსება ვერ იარსებებს მსგავს პირობებში, ამის შემდეგ კი მოხდება აფეთქება, მთელი ნარჩენი ენერგია გაიფრქვევა კოსმოსში, ხოლო მზე გადაიქცევა “თეთრ ჯუჯად” და ასეთ მდგომარეობაში მილიარდობით წლები დარჩება.
მზის ბირთვიდან გამოტყორცნილი ენერგია კი უკვალოდ არ დაიკარგება და ის ხელს შეუწყობს შემდგომში ახალი ვარსკვლავის ფორმირებას.
სურათი 4: ბრწყინვალე ვარსკვლავები
“სირიუსი” არის ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავი, მისი გამოსხივება იმდენად მკვეთრია რომ თავისუფლად შეიძლება შეუიარარებელი თვალით დანახვა. “არქტურუსი” ბრწყინვალებით 4–ე ადგილზე იმყოფება, რაც საკმაოდ აადვილებს ცაზე მის პოვნას. თუ მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალით გსურთ, უბრალოდ “დიდი დათვის” თანავარსვკლავედის პირველ სამ ვარკვლავს (ე.წ. “კოვზის ხელის მოსაკიდს”) გააყოლეთ თვალი და გაყევით მაგ ხაზს.
სურათი 5: წითელი სუპერგიგანტები
“ბეთელჰეიზი” და “ანტარესი” განეკუთვნებიან “წითელი სუპერგიგანტების” კატეგორიას. ამ ვარსკვლავების სიცოცხლის ციკლი, მათი დიდი მასიდან გამომდინარე არც თუ ისე დიდია, სულ რამოდენიმე მილიონი წელიწადი, რის შემდეგაც ხდება მათი აფეთქება, ეგრეთ წოდებული ” სუპერნოვა” ანუ “ზეახალი ვარსკვლავი”. აფეთქების შედეგად ვარსკვლავის ბირთვიდან გამოიტყორცნება უსაზგვრო რაოდენობის ენერია, რომლის სიჩქარეც დაახლებით 20000 კმ/წ არის. აფეთქების ცენტრში, ვარსკვლავის ადგილას რჩება პატარა ციური სხეული, “პულსარი”, რომელიც შეუჩერებლად მოძრაობს თავისი ღერძის გარშემო წარმოუდგენელი სიჩქარით: 1100 ბრუნი წამში.
თუმცა შესაძლოა პულსარის მაგივრად დარჩეს სხვა რამ… ამაზე ცოტა მოგვიენებით, როცა “ჰიპერგიგანტებს” მივადგებით.
“სუპერნოვა” ანუ “ზეახალი ვარსკვლავი” შთამბეჭდავი და ლამაზი სანახაობაა, რომელიც სამწუხაროდ კაცობრიობას საკუთარი თვალით ჯერ არ დაუნახავს, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვუყუროთ სუპერნოვას შედეგებს, ვარსკვლავის აფეთქების შედეგად გამოდევნილი ენერგია და ნივთიერებები, ლამაზ, დიდ და შთამბეჭდავ ნისლეულს ქმნიან, ხოლო ქარის არარსებობის პირობებში, ეს ნისლეული საუკუნეების მანძილზე არ გაიფანტება. “ზეახალი ვარსკვლავის” ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია “კიბორჩხალისებრი ნისლეული” ინგლისურად : “crab nebula”.
N:6 ჰიპერგიგანტები
“პისტოლეტის ვარსკვლავმა” სახელი მიიღო ნისლეულის გამო, რომელიც მას გარს აკრავს, რადგან ნისლეული პისტოლეტის ფორმის არის. ის იმდენად კაშკაშა ვარსკვლავია, რომ მისი დანახვა თავისუფლად უნდა შეიძლებოდეს, მაგრამ სწორედ ნისლეულის გამო ეს ჩვეულებრივი ტელესკოპით შეუძლებელია, ამისთვის ინფრაწითელი ტელესკოპია საჭირო.
N7 : უდიდესი ვარსკვლავები
“ვვ ცეფეი” არის ერთ–ერთი უდიდესი ვარსკვლავი, რომელიც ჯერჯერობით არის აღმოჩენილი, ის დაახლოებით 1600–1900–ჯერ დიდია მზეზე, მისი გარშემოწერილობა კი დაახლეობით 2,227,200,000 კმ–დან 2,644,800,000 კმ–მდე არის. თუმცა ასტრონომებს არ აქვთ ჩამოყალიბებული შეხედულება რომელია უდიდესი (ზომით) ვარსკვლავი, “ვვ ცეფეი”, თუ “VY Canis Majoris” ანუ “დიდი ძაღლის VY”, ვარსკვლავი “დიდი ძაღლის” თანავარსკვლავედში. ის მზეზე დაახელოებით 1800–2100–ჯერ დიდია. სწორედ ზუსტი ზომების არცოდნა არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენთვის უცნობია რომელი ვარსკვლავია უფრო დიდი, თუმცა ამას მგონი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. ბოლოს და ბოლოს შესაძლოა რამოდენიმე წელიწადში აღმოვაჩინოთ ვარსკვლავი, რომელიც მზეზე 3000–ჯერ დიდი იქნება და ის უკონკურენციო პირველადგილოსანი იქნება.
იმისთვის, რომ წარმოიდგინოთ რამხელაა VY Canis Majoris შემდეგ მაგალითს მოგიყვანთ: მას რომ მკვრივი ზედაპირი გააჩნდეს, ადამინი ფეხით ერთი სრული წრის დარტყმას 850 000 წელს მოანდომებდა.
როგორც ადრე მოგახსენეთ, გიგანტური ვარსკვლავების აფეთქების შედეგად წარმოიქმენბა ეგრეთ ოდებული “ზეახალი ვარსკვლავი”, მაგრამ არაფერი გვითქვამს მეორე შესაძლებობაზე: “შავი ხვრელი” – ყველაზე მისტიკური და ამოუცნობი მოვლენა მთელს სამყაროში.
გიგანტური ვარსკვლავი თავისი არსებობის ბოლო პერიოდში, როდესაც მთელ თავის ენერგიას ამოწურავს, იწყებს შეკუმშვას და მთელი თავისი მასით აწვება ვარსკვლავის ცენტრს, რის შემდეგაც ვარსკვლავი კოლაფსირებს და წარმოიქმენბა “შავი ხვრელი”.
რამდენადაც ცნობილია, “შავ ხვრელში” არ არის არც მატერია, არც დრო და არც სივრცე. ყველანაირი ობიექტი, რომელიც მასთან ახლოს მივა, იქნება შთანთქმული მის მიერ და გაქრება, ოღონდ არავინ იცის სად. უამრავი თეორია არსებობს “შავ ხვრელებთან” დაკავშირებით, რომელთაგანაც ჯერ არცერთი დადასტურებულა. ფაქტი მხოლოდ ერთია, მისი დანახვა შეუძლებელია, რადგან მისი მიზიდულობის ძალა იმდენად დიდია, რომ ის სხივსაც კი შთანთქავს, რაც მას “აბსოლუტურად შავს” და უხილავს ხდის. შავი ხვრელი მასზე დაცემულ სხივს კი არ ირეკლავს, არამედ გარდატეხს მას და ისიც მისი ცენტრიდან რგოლისკენ მიემართება, რის გამოც სპექტრი მის გარშემო ბუნდოვანი ხდება. არსებობს მხოლოდ ორი გზა დედამიწიდან მისი დანახვის:
1. როდესაც ის რომელიმე ციურ ობიექტს შთანთქავს
ან
2. როდესაც ის ამოეფარება და დაფარავს მხედველობის არედან რომელიმე ვარსკვლავს. თუმცა ეს მოვლენა იმდენად წამიერად ხდება, რომ ძალზედ ძნელი შესამჩნევია.
მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში შესაძლოა მილიონობით შავი ხვრელი იყოს, მაგრამ იმის გამო რომ მათი დანახვა ძალზედ ძნელია, მათი რაოდენობის ზუსტი განსაზღვრა საკმაოდ რთულია, თუმცა თეორიულად და ლოგიკურად თუ მივუდგებით საკითხს, გასული მილიარდი წლების მანძილზე სავსებით შესაძლებელია, რომ მილიონი “შავი ხვრელი” იყოს წარმოქმნილი ჩვენს გალაქტიკაში.
არსებობს თეორია რომლის თანახმადაც, სულ ბოლოს, სამყაროში მხოლოდ შავი ხველები დარჩება და ყველანაირი მატერია განადგურებული იქნება.
N8 გალაქტიკა.
ალბათ ყველამ იცით ეს რაც არის, ეს არის ჩვენი მშობლიური გალაქტიკა, “ირმის ნახტომი”. ამ სურათს ქვემოთ მინაწერი აქვს, ვინც ინგლისური არ იცის, იმას ვეტყვი მის შინაარსს: “ამ სურათის მიხედვით, “ვვ ცეფეი” არის ერთ პიქსელზე 1689794–ჯერ პატარა.
ჩვენი გალაქტიკის ასაკი დაახელობით იმდენია, რამდენიც არის თვითონ სამყაროსი. ყველაზე ძველი ვარსკვლავის ასაკი ჩვენს გალაქტიკაში არის 13,2 მილიარდი წელიწადი. როგორც უკვე გითხარით ჩვენს გალაქტიკაში დაახლოებით 200–დან 400 მილიარდამდე ვარსკვლავია, ხოლო თვითონ გალაქტიკა ხილვად სამყაროში – დაახლოებით 100 მილიარდი. ყველა გალაქტიკის ცენტრში, მეცნიერების მოსაზრების თანახმად არის “ზემასიური შავი ხვრელი”, რომლის გრავიტაციაც ამოძრავებს თავის გარშემო ვარსკვლავებს.
ჩვენი გალაქტიკა იმდენად დიდია, რომ ახლაც კი, ჩვენი ტექნიკის პირობებში, ჩვენ მხოლოდ მის ცენტრამდე შეგვიძლია მისი გამოკვლევა. მიუხედავად იმისა რომ ჩვენი მზის სისტემა მდებარეობს გალაქტიკის უკიდურეს საზღვარზე, იმისთვის რომ გამოვაღწიოთ ირმის ნახტომიდან, დაგვჭირდება დაახლოებით 10 000 წელიწადი, გალაქტიკის ცენტრში მისაღწევად კი 25 000 წელიწადი, სინათლის სხივის სიჩქარით მოძრაობის პირობებში. სინათლის სხივის სიჩქარე კი მოგეხსენებათ 300 000 კმ/წამში არის. ასე რომ კაცობრიობას არასდროს ექნება შანსი, რომ თუნდაც ჩვენი გალაქტიკის ცენტრამდე მიაღწიოს რაიმე სახის კოსმოსური ხომადლით.
მოდით ძალიან რომ არ დაგღალოთ, ამჟამად ამით დავკმაყოფილდეთ, ხოლო უახლოეს მომავალში, თუ დაგაინტერესებთ, მოგიყვებით:
ყველაზე დიდი და დამანგრეველი ძალის მქონე ობიექტების: “კვაზარების”, იგივე “ზე მასიური შავი ხვრელების” შესახებ;
მთლიანად ჩვენი სამყაროს, მისი წარმოშობის, განვითარების და შესაძლო მომავლის თაობაზე;
მზის სისტემს შექმნის და რაც მთავარია, დღეს ასე აქტუალური და მისტიკური საკითხის: შავი მატერიის და შავი მასის შესახებ…
შავ ხვრელს აქვს მასა, უფრო მეტიც შავი ხვრელი ყველაზე მასიური სივრცის ნაწილია სამყაროში სწორედ ამიტომ ხდება მის მიერ სხვა ობიექტების შთანთქვა. შავი ხვრელის მთელი იდეა ეს არის, რომ დიდი რაოდენობის მასა იკუმშება მცირე კომპაქტურ ზომაში, რაც იწვევს განსაკუთრებით ძლიერ მიზიდულობის ძალას, სადაც დრო და სივრცე ერთმანეთში ირევა. ასე რომ შავ ხვრელს მასაც აქვს და მასში დროც და სივრცეც არის უბრალოდ ისინი არ მოქმედებენ ჩვენთვის ცნობილი სამყაროს კანონების მიხედვით.
მე სადმე მიწერია რომ შავ ხვრელს მასა არ აქვს–თქო? 🙂
მე ის დავწერე, რომ მეცნიერებისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ შავ ხვრელში, არ არის არც მასა, არც მატერია, არც დრო და არც სივრცე, შიგნით შავ ხვრელში ჩვენთვის ცნობილი ყველა ფიზიკის კანონი ირღვევა… 🙂
ალბათ გასასვლელია სხვა სამყაროში, სადაც ჩვენთვის ცნობილი ფიზიკური სიდიდეები არ არსებობს.
ისე მასა არ უნდა დამეწერა, მაგის მაგივრად მატერიას ვწერდი 🙂 და მასა შავ ხვრელში არ არის, ან როგორ უნდა იყოს შიგნით შავ ხვრელში მასა? 🙂 ეს თვითონ მას აქვს უდიდესი მასა, რაც მის გრავიტაციას ხდის ისეთ ძლიერს რომ საკუთარ თავზე 20–ჯერ დიდ ვარსკვლავებს შთანთქავს 🙂 ხოლო აი შიგნით რა ხდება უკვე, მაგაზე მილიონობით თეორაა, მეორე ნაწილში იქნებ ვთქვა რადემონიმეზე :))
Because of its large mass, the black hole has a gravitational pull from which even light cannot escape. Light rays passing near the black hole are bent, and if they come close enough they are sucked in or trapped in orbit around the black hole.
მასა არ არის რაღაც მყარი სხეული, რომელიც არის სადღაც, მასა არის მატერიის თვისება. შავი ხვრელს მასა, რომ არ ქონდეს (ხვერლშ იყოს კი არა) მიზიდულობის ძალა ვერ წარმოიშვებოდა. მიზიდულობის ძალის სიძლიერე დამოკიდებულია მატერიის მასაზე.
უი შეგისწორებია თურმე უკვე :).
ბიჭო რა გინდა, შემეშალათქო, მატერიას ვწერდი, თორე რაც შენ მიპასუხე, იგევე მიწერია მეც
მე:
“ისე მასა არ უნდა დამეწერა, მაგის მაგივრად მატერიას ვწერდი 🙂 და მასა შავ ხვრელში არ არის, ან როგორ უნდა იყოს შიგნით შავ ხვრელში მასა? 🙂 ეს თვითონ მას აქვს უდიდესი მასა, რაც მის გრავიტაციას ხდის ისეთ ძლიერს რომ საკუთარ თავზე 20–ჯერ დიდ ვარსკვლავებს შთანთქავს”
შენ:
“Because of its large mass, the black hole has a gravitational pull from which even light cannot escape. Light rays passing near the black hole are bent, and if they come close enough they are sucked in or trapped in orbit around the black hole.”
“მასა არ არის რაღაც მყარი სხეული, რომელიც არის სადღაც, მასა არის მატერიის თვისება. შავი ხვრელს მასა, რომ არ ქონდეს (ხვერლშ იყოს კი არა) მიზიდულობის ძალა ვერ წარმოიშვებოდა. მიზიდულობის ძალის სიძლიერე დამოკიდებულია მატერიის მასაზე.” – და აი ამას რო მეუბნები, დებილი გგონივარ ეს არ ვიცოდე? 🙂
დებილი რა შუაშია დამსწრე საზოგადოება შეგყავს შეცდომაში და ერის ღალატს არ გპატიობ 🙂
სხვათა შორის მიკროსკოპული ზომის შავი ხვრელები დედამიწაზეც არის, ატომის დამაჩქარებლებში პროტონების შეტაკების დროს წარმოიშვება ძალიან მცირე შავი ხვრელები, თუმცა ისინი იმდენად მცირე ზომის არის, რომ მათი დაფიქსირება ვერ ხერხდება.
ეგ ექსპერიმენტი რამდენადაც მე ვიცი არ ჩაუტარებიათ, გაურკვეველი მიზეზების გამო დროებით შეაჩერეს 🙂
Large Hadron Collider shecherebulia, magram amerikashi fermilabis shedarebit mcire ramdenime tselze metia ukve mushaobs xalxis umetesobam misis arsebobac ki ar icis da large hadron colliderze kide erti ambavi atexes arada principshi zustad igive ragac aris ubralod bevrad ufro didi.
ძაან საინტერესოა 🙂 რა ჭკვიანი საზოგადოება შეკრებილა აქ :დ ნუ რაღაც გავიგე რაღაც ვერა 🙂 ნუ მაინც იმაზე მეტი მაინც გავიგე რაც ვიცოდი :დ
კი მაგრამ, დაფიქსირება ვერ ხერხდება რას ნიშნავს, ანუ ვარაუდობენ რომ ყელანაირი წესით და კანონით უნდა იყოს მიკროსკოპული შავი ხვრელიო, თუ დაფიქსირებული აქვთ რაიმე სახის ხელსაწყოთი?
არასოდეს დავინტერესებულვარ კოსმოსით :(:(:(:(
მართლაც საინტერესო იყო 🙂 განსაკუთრებით შავ ხვრელებზე.
mecniereba.org-ზე ახლა წიგნს ვთარგმნით (სიმების თეორია), რომელიც იმედია ახალ წლამდე დასრულდება. იქ წერია ბევრი საინტერესო რამ შავ ხვრელებზე.
ასეა თუ ისე შავი ხვრელები სინამდვილეში “ჩანან”. რაგინდ დიდები არ იყვნენ. კვანტური ფლუქტუაციების გამო ისინი “ანათებენ”. და თუ შავი ხვრელი არ არის ძალიან მასიური, მაშინ შესაძლოა ეს ნათება ძალიან შესამჩნევიც იყოს.
მოკლედ, მოგვიანებით გეპატიჟებით ჩემს საიტზე, ამ თემაზე სასაუბროდ 🙂
აუცილებლად 🙂 სასაუბროდ რა მოგახსენოთ, მე მაინც მოყვარული ვარ მხოლოდ და მხოლოდ 🙂 აი სიმების თეორიის შესახებ დიდი ინტერესით დაველოდები, რადგან საფუძვლიანად მაინტერესებს მაგ თეორიაში გარკვევა 🙂
და ეს ყველაფერი მხოლოდ ადამიანებისათვის “შექმნა” ბებერმა, წვერებიანმა და გაიძვერა ღმერთმა არა? 😀 😀 😀 😀 :ცინიკოსისმაილი:
ჰო აბა :)) მთელი 400 მილიარდ გალაქტიკიანი სამყარო 🙂
😀 400 მილიარდი მაინც პირობითია… იყო ერთი გენიოსი ამერიკელი მეცნიერი – კარლ საგანი, რომელმაც ასეთი თეორია წამოაყენა: “წარმოიდგინეთ, რომ მთელი ეს “სამყარო”, რაც არსებობს მეცნიერების წარმოსახვაში, რაც ჰგონიათ, რომ იმდენად დიდია, რომ ადამიანის გონება ვერ შეწვდება, ეს “სამყარო” არის მხოლოდ ქვიშის ერთი მარცვალი ქციშის დიდ გროვაში, ეს გროვა შევადაროთ-უდაბნოს, უდაბნო დედამიწას- და ა.შ. უსასრულოდ, სამყარო არის უსასრულოდ და უსაზღვროდ დიდი, იმდენად დიდი, რომ სისულელეა იმაზე ფიქრი საიდან გაჩნდა ის”
და ჩვენ ამ სამყაროში ვართ უბრალო “ბაქტერიები” ჩვენი გამოგონილი რელიგიებით და ათასი სხვა რამით… 😀
სამყარო იმდენად დიდია, რომ უსასრულო რაოდენობის “ღმერთი” ერთად აღებულიც კი ვერ “შექმნიდა” მას, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ღმერთზე, 7 დღე რომ ერთ პლანეტას “ქმნიდა” და მერე რომ დაიღალა 😀 😀 😀 😀 არადა ვითომ “ყოვლისშემძლეა” 😀 😀 😀
:)) კარლ საგანი ჩემი ერთ–ერთი საყვარელი ადამიანია საერთოდ და არამარტო მეცნიერი 🙂 მაგის “კოსმოსი” საერთოდ ისტორიაში ალბათ ერთ–ერთი ყველაზე კარგი გადაცემაა 🙂
მართლაც გენიოსი იყო კარლ საგანი, მისნაირი ადამიანები იშვიათად იბადებიან დედამიწაზე…
მე 100% ვეთანხმები მის ამ თეორიას სამყაროს შესახებ…
სხვათაშორის, პირველად მან ივარუდა,რომ ჩვენი გალაქტიკის ცენტრში არსებობს შავი ხვრელი, და საერთოდ შეიძლება მთლიან გალაქტიკაში უამრავი შვი ხვრელი იყოს..
ისე, თუ სწორად მახსოვს კარლ საგანი ე.წ. “სიმების თეორიას” არ ეთანხმებოდა, არა?
ეგ ნამდვილად არ ვიცი, მგონი საგანი სანამ ცოცხალი იყო იქამდე სიმების თეორია არც იყო ასე განვითარებული.
warmoidgine birtuli bombis afetqebisas energia jer ishleba garet shemdeg titkos isev 1 wertils ubrundeba swored ese warmoidgine mzeze 10-100 da 1000 jer ufro didi obieqtis afetqeba energias gamoyofs da mere isev ukan ikumsheba ogond ukan usazgvrod ikumsheba xdeba egre vtqvat mtversasruti magram masas ar kargavs piriqit emateba mizidulobis tanaxmad ki rac ufro didia sxeuli mit ufro didi qvs miziduloba “zereled vxsni ra” es shavi xvreli ki yvelafers isrutavs sinatlis chatvlit sinatlis sichqare 300 000 km/wmia me fizikashi ar var mxeci margam gamotvlebit ro miyve zaan did cifrs miigeb ra zalit izidavs is sinatles . tu sinatles izidavs gamodis yvelafers miizidavs mizidulobis gadasacharbeblad sachiro didi sichqaree sinatlis sichqare ki yvelaze didia yovel shemtvevashi rac me vici sinatle yvelaze swrafia.
saintereso iyo dzalian sinatlis sichqare 300 000 kma da yvelaze swrafia magram eg iqneb mxolod kacobriobistvis aris ese aravin icis samyaroshi ra xdeba samyaro usasrulo araris samyaro fartovdeba “chiis xvrelebze” daweret rame dzalian sainteresoa mecnierul teoriebs ro mivyvet ufro samecniero fantastikaa mashin adamians sheudzlia droshi mogzauroba ara warsulshi aramed momavalshi dro win midis ukusvla ubralod ar sheudzlia dzalian didi mizidulobis dzalit sheudzlia adamians dro daachqaros ragac adgilas mxolod mistvis zedapirulad vxsni es samecniero fantastikaa mxolod teoriebia magram mgoni sainteresoa