Archive for მაისი, 2010


წარმოგიდგენთ ჩემი აზრით იმ ადამიანთა სიას, რომელიც უნდა გაიყვანო გარეთ და ტყვია დაახალო :))

1. ყველა რელიგიური ფანატიკოსი.

2. ყველა ადამიანი, ვინც ამბობს რომ ფეხბურთი მოსაწყენი სპორტია, რადგან ხანდახან გოლიც კი არ გადის.

3. ყველა ადამიანი, ვისაც ბეისბოლი საუკეთესო სპორტი ჰგონია.

4. ყველა პოპ–მომღერალი.

5. ყველა პოპის მსმენელი.

6. ყველა, ვინც ერთხელ მაინც არის ბრიტნი სპირსის კონცერტზე ნამყოფი.

7. ყველა, ვისაც თავისი ეროვნების გამო, თავი განსაკუთრებული ჰგონია.

8. ყველა ადამიანი, ვისაც ჰგონია, რომ მზე დედამიწის გარშემო ბრუნავს.

9. ყველა, ვისაც მიქელანჯელო და ლეონარდო კუ–ნინძები ჰგონია.

10. ყველა, ვინც ქუჩაზე უადგილო ადგილას გადასვლისას ილანძღება, თუ მანქანამ არ დაუთმო

11. ყველა დედა, ვისაც ბავშვი, საბავშვო ეტლით, კოსტავაზე, ზოოპარკის წინ გადაჰყავს (ჩემი თვალით მაქვს ნანახი).

12. ყველა, ვინც ზემოდან გადადის ქუჩაზე, როცა 5 მეტრში ან შუქნიშანია ან მიწისქვეშა გადასასვლელი.

13. ყველა ადამიანი, ვისაც მართლმადიდებლობა მართმადიდებლობა ჰგონია.

14. ყველა პიროვნება, ვისაც ქრისტიანობა მხოლოდ მართლმადიდებლობა ჰგონია, ხოლო კათოლიციზმი და პროტესტანტიზმი არა.

15. ყველა პოეტი, რომლის კუმირიც კოტე ყუბანეიშვილია.

16. ყველა ქართველი ფეხბურთელი, რომელიც უცხოურ გუნდში გასინჯვის და დაწუნების შემდეგ ამბობს, რომ ყველაზე მაგარი იყო, ყველას მოეწონა, გააფრინეს და გაგიჟდნენ მასზე, მაგრამ პირობებზე ვერ მოილაპარაკეს. (90 პროცენტი გამოვა, თუ მეტი არა).

17. ყველა ასაკოვანი ადამიანი, ვინც ქუჩაში გოგოს თვალს გააყოლებს და მერე იტყვის: “რა აცვია, ფუ მაგის…” (გრცხვენოდეს ბაბუ/ბებო, შენი შვილიშვილის ტოლია).

18. ყველა ბიჭი, რომელიც ეკლესიაში იმისთვის მიდის, რადგან იქ მაგარი ნაშები დადიან (პირადად გამიგია მსგავსი ფრაზა) და თავს მორწმუნე ქრისტიანად თვლის.

19. ყველა 20 წლის და მეტის ადამიანი, ვისაც სჯერა რომ ღმერთი წვერებიან კაცია.

20. ყველა ფაშისტი.

21. ყველა რასისტი.

22. ყველა რეპერი.

23. ყველა ვინც ჯაზს უსმენს და არ აღიარებს სხვას არაფერს ჯაზის გარდა, რადგან ის ჯჯჯჯჯჯაზზზზზზზზზსსსს უსმენს და ზოგადად მაგარი ტიპია, იმიტომ რომ ჯაზს უსმენს.

24. ყველა ადამიანი, ვინც სერიალის ან კინოს გმირებს ბაძავს.

25. ყველა მორწმუნე, ვისაც ჰგონია, რომ 10 მცნება ქრისტემ დაწერა (ისევ და ისევ პირადად მომისმენია).

26. ყველა ადამიანი, ვისაც ეშმაკის არსებობის სჯერა.

27. ყველა ქართველი, რომლის საყვარელი პოეტიც გალაკტიონია, მაგრამ სულ 5 ლექსი თუ აქვთ წაკითხული.

28. საერთოდ ყველა ადამიანი, ვინც უმეტესობის აზრს ემხრობა, რადგან ეს უმეტესობის აზრია.

29. ყველა პირი, რომელიც ფიქრობს ან ამბობს, რომ “ლედ ზეპელინი”–ს წევრები სატანისტები იყვნენ.

30. ყველა, ვისაც სახლში “Franz Ferdinand”-ის პოსტერი ან მაისური აქვს და ამ ჯგუფის ერთი სიმღერაც არ იცის.

31. ყველა, ვისაც უყვარს ჯგუფი “ფრანც ფერდინანდი” და არ იცის ვინ იყო ფრანც ფერდინანდი.

32. ყველა, ვისაც ჰგონია, რომ პირველი ადამიანი ადამი იყო, ხოლო ევა ღმერთმა მისი ნეკნისგან გამოძერწა.

33. ყველა ადამიანი, რომელიც გულზე ხელს ირტყამს და ცრემლებს ღვრის საქართველოს სიყვარულის გამო, მაგრამ ომის დროს პირველი გარბის დასამალად.

34. ყველა ადამიანი, ვინც მიდის ცაგარელთან, რათა რჩევა ან თავისი მომავლის შესახებ ჰკითხოს.

35. ყველა გოგო, რომლის ერთადერთი მიზანი და სურვილიც ცხოვრებაში არის გათხოვება (დავრჩით ქართველები სუსტი სქესის გარეშე).

36. ყველა ბიჭი, რომელიც ქუჩაში მოდის, ცალი ხელი გოგოზე აქვს გადახვეული, ხოლო მეორეში ლუდის ბოთლი უჭირავს.

37. ყველა გოგო, ვიზეც ასეთ ბიჭებს ხელი აქვთ გადახვეული.

38. ყველა, ვინც ქუჩაში სიგარეტს გთხოვს.

39. ყველა ქალი მძღოლი, რომელიც სარკეში მარტო მაშინ იყურება, როცა უნდა გაიგოს თმა ხომ არ აეჩეჩა.

40. ყველა აფთიაქის გამყიდველი, რომელსაც ეცინება ან ეღიმება, როცა პრეზერვატივის ყიდვა გინდა.

to be continued…

41. ყველა ქართველი, რომელიც ლაპარაკის დროს ინგლისურ სიტყვებს ხმარობს, არადა მისი ქართული სინონიმი იცის.

გაგრძელება იქნება… 🙂

რონი ჯეიმს დიო

რამოდენიმე დღის წინ, 67 წლის ასაკში,  გარდაიცვალა რონი ჯეიმს დიო – ლეგენდარული ვოკალისტი, ჰევი–მეტალის და ზოგადად როკ–მუსიკის ერთ–ერთი ხმა.

მსოფლიო პოპულარობას რონი ჯეიმს დიო, Deep Purple–ის დაშლას უნდა უმადლოდეს, რადგან სწორედ ამის შემდეგ ჩამოაყალიბა რიჩი ბლექმორმა ჯგუფი “Rainbow”, სადაც სოლისტად სწორედ რონიე ჯეიმს დიო მიიწვია, რომელმაც უმალ მოიპოვა მსოფლიო მსმენელთა აღიარება და პოპულარობა.  მისი ძლიერი ხმა უმალ ჰარმონიულად ჩაეწერა Rainbow-ს შემოქმედებაში. სწორედ მაშინ შეიქმნა ისეთი ლეგენდარული კომპოზიციები, როგორიც არის: Man on the Silver Mountain”, “The Temple of the King”, სულ შემძვრელი და ეპიკური “Stargazer” და რა თქმა უნდა დიოს პერიოდის Rainbow-ს ორი მარგალიტი: Long Live Rock ‘n’ Roll” და “Rainbow Eyes” – ერთ–ერთი ყველაზე ლამაზი და სენტიმენტალური სიმღერა მუსიკის ისტორიაში.

ამის შემდეგ ოზი ოზბორნის წასვლით გამოწვეული სიცარიელე, ლეგენდარულმა ბირმინგემულა ჯგუფმა “Black Sabbath” –მა სწორედ დიოს დახმარებით შეავსო. რა თქმა უნდა ამან შეცვალა ჯგუფის მუსიკალური სტილი და ის ქაოტური და მოულოდნელიდან, როდესაც წარმოუდგენლად იცვლებოდა კომპოზიციების რიტმი და მელოდია, გახდა უფრო მოსალოდნელი და ერთფეროვანი, სამაგიეროდ უფრო ენერგიული და რაც მთავარია ძლიერი, რაშიც უდიდესი წვლილი სწორედ დიოს მიუძღვის. იგი არამარტო ძლიერი მომღერალი, არამედ შესანიშნავი კომპოზიტორიც იყო, თითქმის ყველა კომპოზიცია მისი მონაწილეობით იყო შექმნილი, ბევრი კი მხოლოდ მისი შრომის შედეგი იყო.  ასევე გარდა მუსიკალურისა, დიოს გააჩნდა მწერლის პოეტური ნიჭი, რადგან საკმაოდ ბევრი მისი სიმღერის ტექსტი გამოირჩევა ღრმა და ფილოსოიფური აზრით, რაც მას ოზი ოზბორნთან, ფრედი მერკურისთან, ჯონ ლენონთან და ჯიმ მორისონთან ერთად, წამყვანი ტექსტბის ავტორთა რიგებში აყენებს.

რონი ჯეიმს გარდა საკუთარი მუსიკლაური მიღწევებისა, ასევე გამორჩეულია ორი რამით:

პირველი – სწორედ მისი წყალობით გახდა ე.წ. “ეშმაკის რქები”–ის სიმბოლო პოპულარული და საბოლოო ჯამში ადგილი დაიმკვიდრა, როგორც როკ–მუსიკის ერთ–ერთმა მთავარმა განმასახიერებლმა ნიშანმა.

და

მეორე – მისი ქცევა სცენაზე, რომელიც აშკარად არაადეკვატური ხასიათის იყო. არა, ის ნამდვილად არ იყო ჯიმ მორისონის მსგავსი პროვოკატორი, ან მერკურის მსგავსად ენერგიული, უბრალოდ მისი ქცევა არ შეესაბამებოდა იმ გარეგნობას რაც მას უბოძა დედა–ბუნებამ. მისი მოძრაობები და ჟესტები დამახასიათებელი იყო “სექს–სიმბოლოსთვის”, რომელიც დიო არასდროს ყოფილა და ვერც იქნებოდა, რადგან იმ ნიჭის საფასურად რაც მას ერგო, მას გარეგნობის და ფიზიკური შესახედაობის დათმობა მოუწია.

რონი ჯეიმს დიო – ყველაზე არასასიამოვნო გარეგნობის და ყველაზე სასიამოვნო ხმის პატრონი ვოკალისტი როკ–მუსიკის ისტორიაში.

კიდევ ერთი ლეგენდა წავიდა და დაგვტოვა ამ უაზრო და უგემოვნო ეპოქაში…

მოგეხსენებათ გუშინ დიეგო არმანდო მარადონამ გამოაქვეყნა საბოლოო 23–კაციანი სია. არ ვიტყვი არაფერს მისი საოცარი გადაწყვეტილებების შესახებ, ისედაც ყველამ ყველაფერი იცის.

პირადად ჩემთვის ყველაფერი მოსალოდნელი სცენარით განვითარდა, მაგრამ ამავე დროს ეს სცენარი ძალზედ არასასურველი იყო და ახლავე მიხვდებით რატომ: თავი დავანებოთ ამ 23 კაცს, მოდით მე შემოგთავაზებთ არგენტინის ნაკრების 11–ეულს, რომელიც შემდგარი იქნება იმ ფეხბურთელებისგან, ვინც მარადონამ ამა თუ იმ მიზეზის გამო მსოფლიო ჩემპიონატზე არ წაიყვანა.

ამ ნაკრებში არ იქნებიან ტრავმირებული ფეხბურთელები ან ფეხბურთელები, რომლებსაც ობიექტურად არ უნდა ჰქონოდათ პრეტენზია მუნდიალზე თავისი ფორმის გამო (ერნან კრესპო, ხულიო კრუსი და ა.შ.)

დავიწყეთ:

მეკარე: პატო აბონდანსიერი (ინტერნასიონალი)

მიუხედავად თავისი ასაკისა ამ მეკარემა დაამტკიცა ბრაზილიაში გამოსვლით, რომ ისევ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში და ნამდვილად შეიძლებოდა მისი მესამე მეკარედ წაყვანა მუნდიალზე.

დაცვა

მარჯვენა მცველი: პაბლო საბალეტა (მანჩესტერ სიტი)

მარადონას 23 კაცში არ ჰყვას არც ერთი ნომინალური მარჯვენა მცველი და ამ დროს იგნორირება გაუკეთა პაბლო საბალეტას, რომელსაც საკმაოდ ნორმალური სეზონი ჰქონდა პრემიერლიგაში.

ცენტრალური მცველები: ეზიკილ გარაი (რეალი) და გაბრიელ მილიტო (ბარსელონა)

ხავიერ ძანეტი

გადახედეთ გუნდებს სადაც ეს ფეხბურთელები თამაშობენ…  ორივემ საკმაოდ ბევრ მატჩში მიიღო მონაწილეობა ამ სეზონში, მილიტო მესამე ცენტრალური მცველი იყო ბარსაში პიკეს და პუიოლის შემდეგ, ხოლო გარაი ასევე ძალზედ ხშირად ხვდებოდა მადრიდელთა ძირითადში და ვერავინ იტყვის, რომ ცუდად ასპარეზობდა. რა თქმა უნდა დიეგოს საკმაოდ კარგი მცველები ჰყავს (დემიკელისი, ბურდისო, სამუელი, ჰაინცე), მაგრამ ამ ოთხეულის გარდა ყველა დანარჩენის შესაძლებლობები კითხვის ნიშნებს ტოვებს…

მარცხენა მცველი: ხავიერ ძანეტი (ინტერი)

უკომენტაროდ

პ.ს. დეგენერატი მწვრთნელების გამო, “ილ კაპიტანო” მეორე მუნდიალს ტოვებს…

ნახევარდაცვა

საყრდენები: ფერნანდო გაგო (რეალი) და ესტებან კამბიასო (ინტერი)

გაგოსაც საკმაოდ ნორმალური სეზონი ჰქონდა, ბოლოს და ბოლოს მან ძირითადიდან ამოაგდო ორივე დიარა, ხოლო რაც შეეხება კამბიასოს… რა უნდა თქვას კაცმა კამბიასოზე საერთოდ…

ესტებან კამბიასო

შემტევი ნახევარმცველები: (იმის გამო რომ ობიექტურად დიეგოს ნაკრებს მიღმა არ დაუტოვებია გარემარბები, ტაქტიკა ცოტა უცნაურია, თუმცა სავსებით რეალური და განხორციელებადი).

მარჯვენა შემტევი ცენტრალური ნახევარცველი: ევერ ბანეგა (ვალენსია)

ამ სეზონში ვალენსიას ერთ–ერთი ლიდერი, უზადო ტექნიკით გამორჩეული ფეხბურთელი, რომელიც რა თქმა უნდა გამოადგებოდა გუნდს იმ სიტუაციაში, როდესაც მარადონას 23 კაცში საერთოდ არ ჰყავს შემტევი სტილის ცენტრალური ნახევარცველი (თუ არ ჩავთვლით პასტორეს, რომელსაც ნაკრებში სულ რაღაც ერთი მატჩი აქვს ჩატარებული, ისიც კატალონიის ნაკრებთან).

ცენტრალური შემტევი ნახევარმცველი: ლუჩო გონსალესი (მარსელი)

ლუჩო და ლისანდრო

უკვე წლებია ევროპაში ერთ–ერთი გამორჩეული და საკუთარი სტილის მქონე ცენტრალური ნახევარმცველია, რომელიც სეზონების მანძილზე იყო “პორტუს” კაპიტანი და ლიდერი, ხოლო წელს “მარსელში” გადავიდა ამ გუნდის 18 წლიანი შესვენების შემდეგ ჩემპიონობას ბევრი სწორედ ლუჩოს ბრწყინვალე თამაშს მიაწერს.

მარცხენა შემტევი ცენტრალური ნახევარმცველი: ხუან რიკელმე (ბოკა ხუნიორსი)

ამ ფეხბურთელის შესახებ მგონი ყველამ ყველაფერი იცით… მარადონას გამწვრთნელებიდან სულ ცოტა ხანში მომხდარი კონფლიქტის გამო არ თამაშობს ეროვნულ ნაკრებში.

თავდამსხმელი: ლისანდრო ლოპესი (ლიონი)

რიკელმე

ლუჩოსი არ იყოს, წლების მანძილზე “პორტუს” ლიდერი. წელს გადავიდა “ლიონში”, გახდა საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და ამავე დროს ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ამ გუნდის ჩემპოინთა ლიგის ნახევარფინალში გასვლაში.

მგონი საკმაოდ ძლიერი ნაკრები გამოვიდა. დარწმუნებული ვარ ეს გუნდიც რომ დაუშვან მუნდიალზე, ბევრ ძლიერ ნაკრებს გაამწარებს და შეიძლება დიეგოს დაულაგებელ და ქაოსურ გუნდზე უკეთესი შედეგიც კი აჩვენოს.