წარმოგიდგენთ ჩემი აზრით იმ ადამიანთა სიას, რომელიც უნდა გაიყვანო გარეთ და ტყვია დაახალო :))
1. ყველა რელიგიური ფანატიკოსი.
2. ყველა ადამიანი, ვინც ამბობს რომ ფეხბურთი მოსაწყენი სპორტია, რადგან ხანდახან გოლიც კი არ გადის.
3. ყველა ადამიანი, ვისაც ბეისბოლი საუკეთესო სპორტი ჰგონია.
4. ყველა პოპ–მომღერალი.
5. ყველა პოპის მსმენელი.
6. ყველა, ვინც ერთხელ მაინც არის ბრიტნი სპირსის კონცერტზე ნამყოფი.
7. ყველა, ვისაც თავისი ეროვნების გამო, თავი განსაკუთრებული ჰგონია.
8. ყველა ადამიანი, ვისაც ჰგონია, რომ მზე დედამიწის გარშემო ბრუნავს.
9. ყველა, ვისაც მიქელანჯელო და ლეონარდო კუ–ნინძები ჰგონია.
10. ყველა, ვინც ქუჩაზე უადგილო ადგილას გადასვლისას ილანძღება, თუ მანქანამ არ დაუთმო
11. ყველა დედა, ვისაც ბავშვი, საბავშვო ეტლით, კოსტავაზე, ზოოპარკის წინ გადაჰყავს (ჩემი თვალით მაქვს ნანახი).
12. ყველა, ვინც ზემოდან გადადის ქუჩაზე, როცა 5 მეტრში ან შუქნიშანია ან მიწისქვეშა გადასასვლელი.
13. ყველა ადამიანი, ვისაც მართლმადიდებლობა მართმადიდებლობა ჰგონია.
14. ყველა პიროვნება, ვისაც ქრისტიანობა მხოლოდ მართლმადიდებლობა ჰგონია, ხოლო კათოლიციზმი და პროტესტანტიზმი არა.
15. ყველა პოეტი, რომლის კუმირიც კოტე ყუბანეიშვილია.
16. ყველა ქართველი ფეხბურთელი, რომელიც უცხოურ გუნდში გასინჯვის და დაწუნების შემდეგ ამბობს, რომ ყველაზე მაგარი იყო, ყველას მოეწონა, გააფრინეს და გაგიჟდნენ მასზე, მაგრამ პირობებზე ვერ მოილაპარაკეს. (90 პროცენტი გამოვა, თუ მეტი არა).
17. ყველა ასაკოვანი ადამიანი, ვინც ქუჩაში გოგოს თვალს გააყოლებს და მერე იტყვის: “რა აცვია, ფუ მაგის…” (გრცხვენოდეს ბაბუ/ბებო, შენი შვილიშვილის ტოლია).
18. ყველა ბიჭი, რომელიც ეკლესიაში იმისთვის მიდის, რადგან იქ მაგარი ნაშები დადიან (პირადად გამიგია მსგავსი ფრაზა) და თავს მორწმუნე ქრისტიანად თვლის.
19. ყველა 20 წლის და მეტის ადამიანი, ვისაც სჯერა რომ ღმერთი წვერებიან კაცია.
20. ყველა ფაშისტი.
21. ყველა რასისტი.
22. ყველა რეპერი.
23. ყველა ვინც ჯაზს უსმენს და არ აღიარებს სხვას არაფერს ჯაზის გარდა, რადგან ის ჯჯჯჯჯჯაზზზზზზზზზსსსს უსმენს და ზოგადად მაგარი ტიპია, იმიტომ რომ ჯაზს უსმენს.
24. ყველა ადამიანი, ვინც სერიალის ან კინოს გმირებს ბაძავს.
25. ყველა მორწმუნე, ვისაც ჰგონია, რომ 10 მცნება ქრისტემ დაწერა (ისევ და ისევ პირადად მომისმენია).
26. ყველა ადამიანი, ვისაც ეშმაკის არსებობის სჯერა.
27. ყველა ქართველი, რომლის საყვარელი პოეტიც გალაკტიონია, მაგრამ სულ 5 ლექსი თუ აქვთ წაკითხული.
28. საერთოდ ყველა ადამიანი, ვინც უმეტესობის აზრს ემხრობა, რადგან ეს უმეტესობის აზრია.
29. ყველა პირი, რომელიც ფიქრობს ან ამბობს, რომ “ლედ ზეპელინი”–ს წევრები სატანისტები იყვნენ.
30. ყველა, ვისაც სახლში “Franz Ferdinand”-ის პოსტერი ან მაისური აქვს და ამ ჯგუფის ერთი სიმღერაც არ იცის.
31. ყველა, ვისაც უყვარს ჯგუფი “ფრანც ფერდინანდი” და არ იცის ვინ იყო ფრანც ფერდინანდი.
32. ყველა, ვისაც ჰგონია, რომ პირველი ადამიანი ადამი იყო, ხოლო ევა ღმერთმა მისი ნეკნისგან გამოძერწა.
33. ყველა ადამიანი, რომელიც გულზე ხელს ირტყამს და ცრემლებს ღვრის საქართველოს სიყვარულის გამო, მაგრამ ომის დროს პირველი გარბის დასამალად.
34. ყველა ადამიანი, ვინც მიდის ცაგარელთან, რათა რჩევა ან თავისი მომავლის შესახებ ჰკითხოს.
35. ყველა გოგო, რომლის ერთადერთი მიზანი და სურვილიც ცხოვრებაში არის გათხოვება (დავრჩით ქართველები სუსტი სქესის გარეშე).
36. ყველა ბიჭი, რომელიც ქუჩაში მოდის, ცალი ხელი გოგოზე აქვს გადახვეული, ხოლო მეორეში ლუდის ბოთლი უჭირავს.
37. ყველა გოგო, ვიზეც ასეთ ბიჭებს ხელი აქვთ გადახვეული.
38. ყველა, ვინც ქუჩაში სიგარეტს გთხოვს.
39. ყველა ქალი მძღოლი, რომელიც სარკეში მარტო მაშინ იყურება, როცა უნდა გაიგოს თმა ხომ არ აეჩეჩა.
40. ყველა აფთიაქის გამყიდველი, რომელსაც ეცინება ან ეღიმება, როცა პრეზერვატივის ყიდვა გინდა.
to be continued…
41. ყველა ქართველი, რომელიც ლაპარაკის დროს ინგლისურ სიტყვებს ხმარობს, არადა მისი ქართული სინონიმი იცის.
გაგრძელება იქნება… 🙂
რა ამბავია? ვინღა დარჩება ცოცხალი? :დ
ჩემი თავიც კი ვიპოვე მე5 ნომრად, 26ე ნომრად და 41ე ნომრად :დ
:)) საბოლოოდ ისე გამოვა, რომ მარტო მე დავრჩები დედამიწაზე ადამიანთა მოდგმიდან :))
მეორე პუნქტზე მივედი და უკვე შემეშინდა…
:):):)
შეიძლება დაგეთანხმო ყვლაფერში, მაგრამ არასდროს მეორე პუნქტში.
ვერ ვიტან ფეხბურთს!
:)))
suleluri xumrobaa. aragonebamaxvili.
Tu ra tqma unda xumrobaa.
არა, სერიოზულად ვფიქრობ ძალაუფლების მოპოვებას ეს გეგმა რო განვახორციელო :))
ჩემი აზრით ერთადერთი დ აუკანასკნელი – ყველა ვისაც არ კიდია სხვა რას შვება )))
“რა გირჩევნია, დაიკმაყოფილო ათასნაირი ლტოლვა, თუ დაამარცო ერთი?” ტიბეტური/ბუდისტური სიბრძნე
მართალი ხარ, ყველა ეს 41 პუნქტი, მაგ ერთი პუნკტითაც შეიძლება შეცვალო, მაგრამ მაშინ მართლა გადავშენდებით ქართველი ერი და ასე ცოტა მაინც დარჩება :))
მართალი ხარ, ყველა ეს 41 პუნქტი, მაგ ერთი პუნქტითაც შეიძლება შეცვალო, მაგრამ მაშინ მართლა გადავშენდებით ქართველი ერი და ასე ცოტა მაინც დარჩება :))
ისე საინტერესოა, თავად ფაშისტი ხარ და ფაშისტების ამოხოცვა გინდა..
დაიწყე მე-20 პუნკტიდან და მხოლოდ თვითმკვლელობით დასრულდება მსოფლიოს განწმენდის შენი ვერსია 🙂
მე არ მიმაჩნია რომ სხვებზე უკეთესი ვარ, რადგან ქართველი ვარ 🙂 ფაშიზმი ეგაა 🙂 მე უბრალოდ მიმაჩნია, რომ ჩემი სუბიექტური აზრი ყველაზე სწორია და არავინ თქვას, რომ საკუთარი აზრი სწორად არ მიაჩნია 🙂
მოკვლას რაც შეეხება, ეს უბრალოდ ხუმრობა და ხმამაღალი განცხადებაა, თუ ასე თვალს გჭრით, მოკვლა “ტაკოზე მიტყეპით” ჩაანაცვლეთ :))
+1 კარგი იყო :)))
კიდევ ყველა ჩე გევარას ფანი რომლებსაც ის მსახიობი ჰგონიათ 😐 მრავლად არიან ასეთები:|
და მარშუტკა რომ მაინცდამაინც სახლის კართან უნდა გააჩერონ და ორი მეტრით ადრე თუ გააჩერა ვინმემ არ ჩამოდიან
:)) ისე ფაქრობრივად გაწყვიტე ნახევარზე მეტი ქართველი მეხუთე პუნქტით :))
:)) ამდენი პოპის მსმენელია? :))
უჰ რამდენიც გინდა იმდენი პოპის მსმენელია ზოგი მალავს თორე 😀
ძალიან გაზვიადებულია და სულელური სიაა , ბოლომდე არც წამიკითხია.
და ჯაზს ვინც უსმენს ის მართლა მთლიანად უკეთებს მთელ მუსიკალურ მიმდინარეობებს 😉
გაზვიადებული და სულელერია, გეთანხმებით 🙂
მაგრამ ამავე დროს, ბევრი ის თვისება, რის გამოც ხალხს მოსაკლავად ვიმეტებ, თუ გამოსწორდა ან საერთოდ გაქრა, მგონი ქართული სამოქალაქო საზოგადოებისთვის ცუდი არ იქნება 🙂
და ისე ზოგადად, ამ “პოსტის” კატეგორიაა: იუმორი 🙂
Shens gverdit miguleee ;))) da shematyobine tuki gadawyvet am qmedebebs:DDD
:))
axalgazrda xar jer, dro gava dagvindebi imedia,
shemdgom, sheidzleba sheni tavic daamato shensave sias.
ჩემი თავი რატომ უნდა დავამატო? თქვენ თუ გნებავთ დამამატეთ თქვენს სიაში 🙂
მომკალით :დ
:))))
ჩემი აზრით, შენ ხარ მოსაკლავი… 🙂
იმიტომ რომ ფეხბურთს ვერ ვიტან და ჯაზს ვუსმენ…
მერე მე ყველა ჯაზის მოყვარულს კი არ ვკლავ, მხოლოდ იმათ ვინც ცხვირაწეული დადის რახან ჯაზს უსმენს, ხოლო როკი, ბლუზი ან როკენროლი მუსიკად არ მიაჩნიათ :))
darchit shen da tako marto da egaa :)) daje mec ki agmovchndi daxvretilebshi 😀 sxvata shoris ramdenime usamartlo da uazro punqtis gamo 😛
(es posti gmertma gamomigzavna to, kak raz facebookze chvens davas es logikuri dasasruli unda qondes ra: chamwere shemdg punqtad 😀 )
რომელი უაზრო პუნქტის?
ჯაზი? და სხვები? 🙂
ყველა უნდა მოკლა, ვინც ამბობს, რომ ყველა უნდა მოკლა : ))
იშ
რატომ იშ? 🙂 მე არ ვამბობ რომ ყველა უნდა მოკლა :p მაშინ ამ სიას არც შევადგენდი 🙂
აუ შენ გაიხარე!
მაგრად ვიხალისე!
გადავავლებ ახლა მთლიან ბლოგს თვალს საინტერესო ადამიანი ჩანხარ.
🙂 გმადლობთ 🙂
აუ, მაგარი ბოღმა ხარ რა!.. რა გინდა საერთოდ??? მართალია რამდენიმეს ვეთანხმები, მაგრამ ძალიან დიდი ჩამონათვალია, რაღაცაზე/ვიღაცაზე მაგარი დაბოღმილი ხარ… ამ ჩამონათვალში პირველი ადგილი უაზროდ დაბოღმილ ადამიანებს უნდაეკუთვნოდეს, ყველაზე რომ ანთხევენ ბოღმას!.. 😛
რაღაცაზე/ვიღაცაზე? :)) მთელ 41 პუნქტად მაქვს ჩამოწერილი ეგ რაღაცა/ვიღაცა 🙂
vaaa, gadavrchi 😀 velodebi gagrzelebas 🙂
1ჯერ ბეიზბოლის წესები ისწავლე
2 როკის გარდა სხვა ბერვი ჟანრის მუსიკა არსებობს და შეგიძლია მოუსმინო
3 და ალაკტინის გარდა სხვა პოეტებსაც დაუთმო ცოტა დრო მაინც
🙂
1. ბეისბოლის წესები რატომ უნდა ვისწავლო ვერ მივხვდი…
2. როკის გარდა ვუსმენ ჯაზს და ბლუზს 🙂
3. სიმართლე რომ გითხრათ პოეზიას საერთოდ არ ვკითხულობ, მათ შორის არც გალაკტიონს 🙂
:)) ძაან საინტერესო იყო, მეც ესეტი რადიკალი ვიყავი ოდესღაც, მაგრამ მერე გადავწყვიტე, რომ ყველაზე საშინელებაა სხვის კრიტიკაში, დაცინვასა თუ ჩაგვრაში გავატარო მთელი ცხოვრება, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ჩემთვის მიუღებელია. სხვათაშორის მას შემდეგ თავს მშვიდად ვგრძნობ და ვფიქრობ, რომ ეს საუკეთესოგადაწყვეტილებაა. ჩვენ ვერავის შევცვლით
ყველა ვინც ყავის დასალევად შესული 10 საათი რჩება კაფეში და გასაღებს, ტელეფონს(ებს), საფულეს, სიგარეტსა და ასანთს მაგიდაზე აწყობს ეგრევე.
ყველა ვისთისაც მარკესი, კოელიო, ბუღაძე, მანელიძე და მორჩილაძე პირველია.
ყველა ვინც ყოველთვის ხაზს უსვამს შეძენილიი ნივთის ფასს.
ყველა ვინც ულამაზესების პროფილს ქმნის სოციალურ ქსელებში.
ყველა ვინც მეტრო რუსთაველსა და თავისუფლებაზე ბირჟაობს.
ყველა ვინც ილია II გააწმინდანა და წმინდანების გვერდზე მისი ხატი გაორმაგებული ზომით დაკიდა!!!!
ყველა იაღოვას გულშემატკივარი!
ყველა ვინც საქართველოში ჩასული მომღერლის ან მუსიკოსი გავარდნილი ფანი ხდება, ჩასვლის შემდეგ და ამტკიცებს, რომ მანამდეც იყო! 🙂
ყველა ვინც მუსიკოსის სიკვდილის შემდეგ დაიწყო მისი მოსმენა და იგივეს ირწმუნება!
ყველა შავი, მექსიკელი, კარიბის ზღვის მაცხოვრებელი და აღმოსავლეთ აზიელი!!!!!!!!!!!!!!!!! (რასისტი 1 წელია რაც ვარ, მანამდე ლუთერ კინგს პატივს ვცემდი 🙂 სამწუხაროდ უამრავი ფაქტის წინაშე დავდექი, რამაც აქამდე მიმიყვანა, მაგრამ თავს პასიურ რასისტად ვთვლი, მიუხედავად ამისა ძალიან ბევრ შავს ვცემ პატივს, განსაკუთრებით ჯაზის, ბლუზის, ჰენდრიქსის, ფრიმანის გამო:)
აშკარად ა.შ.შ.–ში უნდა იყო, რახან კონრეტულად შავს, მექსიკელს და კარიბელს ვერ იტან :))
სიას დიდი სიამოვნებით დავამატებდი ზემოთ ჩამოთვლილებს :)) განსაკუთრებით კაფეში შესულებს და სოციალურ ქსელებში პროფილების შემქმნელებს გამოვყოფდი :))
ვაიმე დავწექიიიიიიიიით……….:(
zog ragacashi getanxmebi magram zogshi ara magalitad beisboli zaan bevrs gonia sauketeso sporti imitom rom beisboli martla magari sportia magram shen beisbolis wesebic ar ici an rogor tamashoben da ambob rom dasaxvretia yvela 😛 an kidev yvela reperi mosaklavia ro ambob shen saertod repi ar ici ra aris ar ici ras mgerian repshi repis lyric i ar gaqvs wakitxuli da ambob rom dasaxvretiao yvela reperio imitom rom shen rokis msmeneli xar.arada repi zaan magaria mousmine normalur reps da naxav,marto leqsenis mosmenit ver gaigeb shen repi ra aris 🙂
რამდენი წლის ხარ? 🙂
რომ წავიღო ეს და ფეისბუქზე დავწერო შეიძლებაა???:):):)
რომ წავიღო ეს და ფეისბუქზე დავწერო შეიძლებაა???:):):)
თან ჩემი რაღცეებიჩ დავამატოოო??? აუ გამოყენების უფლებას გთხოვ რა::D:D:D:
:)) კი ბატონი, ოღონდ თუ მიუთითებ საავტორო უფლებებს კარგი იქნება ან ლინკს 🙂
ok;:)
yvela punqts vetanxmebi… mec davamateb tu sheidzleba:yvela vinc nino chxeidzes usmens.yvela marshutkis mdzgoli,visac AR DAIDARDO aqvs chartuli.yvela,vinc indur filmebze tiris.
კაი მშობლებს რას ერჩი აბა კომუნისტების დროს რას ეყურებიათ კინოში 🙂
კაცი რომელსაც უჩნდება კითხვა რატომ დასდევს 22 კაცი ერთ ბურთს)))
ადამიანები რომელთაც ხელოვნება მარტო მხატვრობა ჰგონიათ)))
ადამიანები რომელთაც ლედ ზეპელინი სატანისტებად მიაჩნიად და იმიტომ არ უსმენენ)))
ტაქსის ან მარშუტკის მძღოლები რომლებმაც რადიოში შემთხვევით რობერტ პლანტის ან ფრედი მერკურის ხმა გაიგონეს და მომენტალურად არ დაიდარდოზე გადართეს და ის მგზავრიც რომელიც ამით კმაყოფილი დარჩა)))
ადამიანები რომლებიც შემოქმედებას პატივს არ სცემენ)))
პოლიტიკოსები რომელთაც პოლიტიკა ბინძურ საქმიანობად მიიაჩნიად)))
ადამიანები რომლებსაც სიყვარული ყველას უნდა კომედიად მიაჩნია და ცისფერი მთები არა)))
ადამიანები რომლებსაც წიგნის კითხვა დროის კარგვად ან გრეხად მიაჩნიათ)))
ადამიანი ვისაც კითხავ თუ რომელი გუნდის გულშემატკივარი ხარ და უმალ გეტყვის ბარსელონა ან რეალი მარა არ იცის ვინ არიან იოჰან კრუიფი და ალფრედო დი სტეფანო)))
ადამიანი რომელიც გეტყვის რომ მაიკლ ჯორდანი საუკეთესო კალათბურთელია მარა კითხვაზე ვინ არიან ბერდი, მეჯიქი ჩემბერლეინი რასელი, ჰაკიმი , კარიმი პასუხი არ აქვს)))
ადამიანი რომელიც მეზობელს დილით ტკბილად მიესალმება ხოლო შუადღით სხვა მეზობელთან განცხრომით დასჭორავს)))
ადამიანი რომელსაც ამსტერდამში ჩასვლა მხოლოდ იმიტომ უნდა რომ იქ პლანი თავისუფლად გააბოლოს)))
ადამიანებს რომლებიც იტყუებიან რომ გამარჯვება არ წყენიათ და იმეორებენ ამ ფრაზას წაგება და მოგება ძმები არიან)))
41 პუნქტი რა მაფიაა?