დამთავრდა მუნდიალი, აღარ ისმის ვუვუზელას ბზუილი და გულზე ხელი რომ დავიდო, ძალიან მენატრება მისი განუმეორებელი ხმა 🙂 საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი ისევ და ისევ ლოგიკურად დასრულდა, რადგან ბარს… უკაცრავად, ესპანეთის ეს ნაკრები და ეს თაობა ნამდვილად იმსახურებდა მსოფლიოს ჩემპიონობას, იმსახურებდა ჩავი, ინიესა, პუიოლი, ტორესი, ფაბრეგასი, ვილია, რამოსი, კასილიასი… იმსახურებდა თუნდაც იმიტომ , რომ ასეთი ფეხბურთელები თამაშობენ ამ გუნდში, განსხვავებით ჰოლანდიისგან, რომელსაც რეალურად მხოლოდ ორი მსოფლიო დონის ფეხბურთელი ჰყავს…
ფინალის შესახებ მაინც და მაინც ბევრს ვერც ვილაპარაკებ, რადგან დარწმუნებული ვარ ყველამ ნახეთ და ახალი რა უნდა გითხრათ?
იყო საუბრები მსაჯობაზე და უების შეცდომებზე…
კი, ნამდვილად უნდა დავეთანხმოთ მათ ვინც ჰოვარდს აკრიტიკებს, რადგან მისმა ბოლო შეცდომამ მართლაც გადაწყვიტა მატჩის ბედი: ის შეტევა, რომელიც ინიესტას გოლით დასრულდა, წესით საერთოდ არ უნდა ყოფილიყო, რადგან მაგ დროს ჰოლანდიას კუთხური უნდა მოეწოდებინა…
სხვა ისეთი არაფერი შეშლია ინგლისელ არბიტრს, არც მაშინ როდესაც რობენს ჩაებღაუჭა პუიოლი, რადგან არიენმა ოპონენტის ჩამოშორების შემდეგ, არც წონასწორობა დაკარგა და არც ბურთი, თუმცა ხელი კი შეეშალა. აი რომ დაცემულიყო, დაინიშნებოდა ჯარიმა და პუიოლი ნამდვილად წითელ ბარათს მიიღებდა.
მაგრამ უები ჰოლანდიის სასარგებლოდაც შეცდა: თამაშის დასაწყისშივე გასაძევებელი იყო დე იონგი იმ კუნგ–ფუს ილეთის გამო, რომელიც მან ჩაბი ალონსოს ჩაუტარა…
მოკლედ ასე იყო თუ ისე, მსოფლიოს ახალი, მერვე ჩემპიონი ჰყავს. ჩემპიონატის წინ მთავარ ფავორიტად მიჩნეულმა გუნდმა გაამართლა მასზე გაცემული ავანსები და პირველად ისტორიაში გავიდა ჯერ ნახევარფინალში, შემდეგ ფინალში და ბოლოს გაიმარჯვა. ჩავიმ, ინიესტამ, პიკემ, პუიოლმა, ვილიამ, ბუსკეტსმა, ფაბრეგასმა, ჩაბი ალონსომ, კასილიასმა, რამოსმა, კაპდევილამ შეძლეს ის, რაც თავის დროზე ვერ გააკეთეს სუარესმა, კუბალამ, პუშკაშმა, დი სტეფანომ, ბუტრაგენიომ, გუარდიოლამ, ლუის ენრიკემ და კიდევ ბევრმა სხვამ…
რაც შეეხება ჰოლანდიის ნაკრებს – ეს გუნდიც მხოლოდ და მხოლოდ ქებას იმსახურებს, თუნდაც იმიტომ, რომ ფინალამდე მან ყველა მატჩი მოიგო, მოიგო შესარჩევის რვავე თამაში, გააგდო ტურნირიდან ესპანეთის შემდეგ მთავარ ფავორიტად მიჩნეული ბრაზილია…
დიდი უსამართლობაა, რომ ქვეყანა, რომელმაც თავის დროზე რევოლუცია მოახდინა ფეხბურთში, ისევ უტიტულოდ ტოვებს მუნდიალს, მესამე ფინალი – მესამე მარცხი. მაგრამ აქვე სათქმელიც არის, რომ სადაც კრუფის, ნეესკენსის, ვან დერ კერკჰოფების, რეპის, ჰაანის, რენსენბრინკის გუნდმა ვერ მოიგო მუნდიალი, არაა გასაკვირი, რომ სნეიდერის და რობენის გუნდმა ვერ შეძლო…
აი ესპანეთს კი რეალურად ამაზე ძლიერი ნაკრები არასდროს ჰყოლია, ეს გუნდი არის ესპანეთის 1934 წლის ავსტრია, 1954 წლის უნგრეთი, 1970 წლის ბრაზილია და 1974 წლის ჰოლანდია…
ასე, რომ ვულოცავ ბარს… ესპანეთს ამ გამარჯვებას და იმედი მაქვს, რომ საკლუბო დონეზეც ასე გააგრძელებენ თამაშს, მეკარის, მარჯვენა მცველის და ერთი საყრდენის გარდა 🙂
თუ გაინტერესებთ უახლოეს მომავალში შემოთავაზებთ არგენტინის ნაკრების ფიასკოს მიზეზების დეტალურ ანალიზს და ყველას დაგარწმუნებთ რა დონის დეგენერატია დონ დიეგო და ბატონი ხულიო გრონდონა…
ძაან უცნაური რაღაცეები გიწერია. :))) კი იყო მსაჯის შეცდომები, რომლებმაც ესპანეთის მოგება განაპირობა მაგრამ ეგ არაფერი სამაგიეროდ ესპანეთს ბევრი ვარსკვლევები ჰყავდა. რობენი რომ წაქცეულიყო კი იყო პუიოლი გასაგდები მაგრამ რობენმა არ გააკეთა ის რასაც ინიესტა, ბუსკეტსი, ტორესი და ა.შ. არ ერიდებოდნენ. და შენ ვინც 1 თვის წინ ისტერიკა მოაწყვე იტალიელების სიმულიანტობებზე, რატომღაც ვერ ხედავ ესპანეთის მოგებაში ვერანაირ უსამართლობას, იმ არგუმენტით რომ კრუიფის ნაკრები უკეთესი იყო. :)))))
ლაშა პირველ რიგში ის უნდა გითხრა, რომ შენ კომენტარში აშკარად შეინიშნება დემაგოგიის ელემენტები, რადგან ჩემი ნალაპარაკები არის მიჭრილ–მოჭრილი და კონტექსტიდან ამოგლეჯილია ფრაზები…
რაც შეეხება კომენტარს:
კრუიფის გუნდი, რომ უკეთესი იყო არგუმენტი არ არის, ეგ უბრალოდ ავღნიშნე…
რაც შეეხება შენ ნათქვამს: დაუმსახურებლად ესპანეთს ნამდვილად არ მოუგია. შეცდა მსაჯი, კუთხური უნდა ყოფილიყო, მაგრამ თამაშის 10–ე წუთზე დე იონგი რო გაეგდო ეჭვი მეპარება ჰოლანდიას მოეგო… იმის თქმა მინდა, რომ ორივეს სასარგებლოდ შეცდა.
სიმულანტობას რაც შეეხება, მე ესპანელთა სიმულანტობა არ მახსენდება, ჰოლანდიელები კიდევ ამაზრზენად თამაშობდნენ, სულ კოჭებში ურტყამდნენ ინიესტას, ჩავის და ბუსკეტსს, ვან პერსი რომ ვან პერსია ისიც მაგრად უხეშობდა…
ესპანეთის მოგება კიდევ უსამართლო რატომ იყო ვერ ვხვდები, რახან მსაჯს შეეშალა და კუთხური უნდა ყოფილიყო?! მეღადავები?!
მაგ ერთი ფაქტის გამო იყო ესპანეთის მოგება უსამართლო და ჰოლანდიას ეკუთვნოდა, რადგან კუთხური არ მოაწოდებინეს?!
ინიესტას ყვინთვები და ტორესის გორაობები არ გახსოვს? :)) დე იონგი რომ გასაგდები იყო ეგ იმას არ ნიშნავს რომ თამაშის ბოლოს ჰეიტინგა უნდა გაეგდო. და არ მითხრა ახლა რომ იქ საყვითლე იყო რამე. კარგად გაფორმებული ვარდნა იყო. + ის სეტევა რომელმაც ესპანეთს მოაგებინა და რომელიც საერთოდ არ უნდა ყოფილიყო. და დასკვნა, რომ ესპანეთის მოგება იყო დაუმსახურებელი, რაც იმას არ ნიშნავს რომ ჰოლანდია იმსახურებდა მოგებას. პენალტებში უნდა გარკვეულიყო მანდ და პენალტებით რომ მოეგო ესპანეთს ხმას არ ამოვიღებდი.
ჰოდა დემაგოგიაზე მე ნუ მელაპარაკები, მა არ წამომიწყია ისტერიკა და რაღაც ყურით მოთრეული ვიდეობი არ დამიყრია და არ მითქვამს რომ რომელიმე ნაკრები ასეთი ან ისეთია და ამიტომ უნდა გეზიზღებოდეს. 😉
უკაცრავად და მითი იტალიელთა სიმულანტობაზე მე შევქმენი? 🙂 მთელი მსოფლიო ეგრე რომ პიქრობს რაღაცას ალბათ ნიშნავს ეგ :))
და მოგებას გუნდი იმსახურებს თამაშის მიხედვით და არა ერთი კონკრეტული მომენტის გამო. ჩემი აზრით ესპანეთი დამსახურებული ჩემპიონია, მიუხედავად იმ არდანიშნული კუთხურისა, რადგან მთელი თამაშის მანძილზე დაიმსახურა ჩემპიონობა. ინიესტამ კიდევ გააკეთა ის, რასაც იზამდა ყველა, გადიოდა მეკარესთან პირისპირ, დაქაჩეს და დავარდა, რობენი კიდევ თავში დარწმუნებული დეგენერატია ეტყობა… მას შემდეგ რაც ბურთი დაკარგა, გატრაკება არ უნდა დაეწყო, საკუთარ თავს დააბარალოს რომ არ დავარდა, როცა პუიოლი ჩაეხუტა.
იტალიას რაც შეეხება, მაგათზე მითი მე ნამდვილად არ შემიქმნია, მთელი მსოფლიო ეგრე ფიქრობს… 1982 წლის იტალიის ნაკრებზე თუ ატყობ არაფერს ვამბობ 🙂 რადგან იქ კაცები იყვნენ და ფეხბურთს თამაშობდნენ, განსხვავებით 2000–იანი წლების იტალიის ნაკრებისგან, რის გამოც შემეზიზღა ეგ გუნდი და იქამდე შემეზიზღება სანამ ფეხბურთის თამაშს არ დაიწყებენ და მწვრთნელების უაზრო ტაქტიკუ ნძრევას არ გადაყვებიან და ფეხბურთის თამაშზე მეტად სხვადასხვა ხრიკების და ჩათლახობების დახვეწაზე არ იფიქრებენ,,,