ქვემოთ წარმოგიდგენთ ჩემი სუბიექტური მოსაზრებით შედგენილ ყველა დროის საუკეთესო როკ–ჯგუფების თხუტმეტეულს 🙂 (ათი ჯგუფი ცოტად მომეჩვენა). თითო ჯგუფს ბონუსად მოვაყოლებ მათ საფირმო კომპოზოციას, რომელთანაც ასოცირდება ეს ჯგუფი პირველ რიგში, ან უბრალოდ ეს კომპოზიცია საუკეთესოა მათ შემოქმედებაში, ისევ და ისევ ჩემი აზრით, რა თქმა უნდა 🙂
15. Uriah Heep
ჩემი ბავშვობის ერთ–ერთი საყვარელი ჯგუფი, რომელიც ცოტა არ იყოს გადაფასებულია საქართველოში. დაახლოებით ათი უკვდავი კომპოზიციით, რომელთაგანაც განსაკუთრებით გამოირჩევა რა თქმა უნდა ეს:
ხარისხით უკეთესი ვერსიაც არის, მაგრამ იქ სოლისტი უკვე ბერნი შოუ არის, ნამდვილი “ჰიპი” კი ჩემთვის პირველ რიგში ბაირონთან და მის განუმეორებელ მელანქოლიურ ხმასთან ასოცირდება.
14. Jimmy Hendrix Expirience
ბენდი, რომლის წევრების პატივისცემის მიუხედავადაც, მხოლოდ ერთი კაცისგან შედგებოდა, ისევე როგორც კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც შედის ამ 15–ეულში. ქვემოთ კი გთავაზობთ კომპოზიციას, რომელსაც აქვს ერთ–ერთი ყველაზე ამაღელვებელი და ჟღერადი დასაწყისი მუსიკის ისტორიაში
13. Jethro Tull
კიდევ ერთი ჯგუფი, რომელზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხოლოდ ერთი კაცისგან შედგებოდა. ერთ–ერთი ყველაზე კოლორიტული ადამიანი მუსიკალურ სამყაროში, ადამიანი ორკესტრი – იან ანდერსონი.
მართალია აქ იანი ფლეიტაზე არ უკრავს, მაგრამ მაინც საკმაოდ საინტერესო საყურებელია მისი ქცევა სცენაზე 🙂
12. The Who
ერთ–ერთი ყველაზე დაუფასებელი ჯგუფი საქართველოში, ჯგუფი სადაც 4–დან სამი წევრი ნამდვილი გიჟი და შეშლილი იყო: კეიტ მუნი, როჯერ დელტრი და პიტერ თაუნშენდი – სამი არანორმლაური, რომელთა ქცევაც სცენაზე და მის მიღმა აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი იყო. და ბასისტი ჯონ ენტვისლი, რომელიც ვითომ ყველაზე ნორმალური ტიპი იყო, არადა 57 წლის ასაკში გარდაიცვალა ნარკოტიკების დიდი დოზის გამო… ბასზე დაკვრის მისი მანერა კი რევოლუციური იყო და გავლენა მოახდინა უამრავ მუსიკოსზე, რის გამოც ის დამსახურებულად ითვლება ერთ–ერთ საუკეთესო ბასისტად ისტორიაში, ისევე როგორც ჯგუფის ყველა წევრი, მუნი – დრამერებში, თაუნშენდი – გიტარისტებში, დელტრი – სოლისტებში, ხოლო მთლიანად ჯგუფი – ჯგუფებში 🙂
11. Rainbow
ბლექმორის მიერ დაარსებული ჯგუფი, რომელმაც ნამდვილი აღიარება მოუტანა რონი ჯეიმს დიოს. მისი წევრები სხვადასხვა დროს იყვნენ კოზი პოუელი, როჯერ გლოვერი, ჯო ლინ ტერნერი და სხვა გამოჩენილი მუსიკოსები. ამ ჯგუფმა გვაჩუქა უამრავი დაუვიწყარი კომპოზიცია და რომელიმეს ამორჩევა მართლაც რთულია, მაგრამ ფორმატის მიხედვით უნდა ამოვარჩიოთ.. ამიტომ იყოს ეს:
10. Grand Funk Railroad
პირადად ჩემი ერთ–ერთი საყვარელი ჯგუფი, საკუთარი განუმეორებელი სტილით. ალბათ ყველაზე დაუფასებელი ჯგუფი საქართველოში, მის შესახებ ბევრმა არც კი იცის…
სულ სამი ამერიკული ბენდია ამ სიაში: ჰენდრიქსი, გრანდ ფანკი და კიდევ ერთი, რომელიც რეიტინგში ცოტათი წინ იმყოფება 🙂
სამწუხაროდ ამ გენიალური კომპოზიციის არც კლიპი და არც ცოცხალი ჩანაწერი არ მოიპოვება Youtube-ზე.
9. Dire Straits
გენიალური ჯგუფი, რომელიც ყველას ამერიკელები ჰგონია თავიანთი სტილის გამო 🙂
ქვემოთ კი შემოგთვაზებთ ალბათ ყველა დროის ერთ–ერთ საუკეთესო როკ კომპოზიციის Live ვერსიას…
8. The Rolling Stones
რა შეიძლება ვთქვა ამ ჯგუფზე ახალი? არც არაფერი, უბერებელი ბრიტანელი ნარკომანები, რომლებიც დღემდე იმ სიმაღლეზე არიან, რომელზეც 1964 წელს ავიდნენ და არ ჩამოსულან…
ეს კომპოზიცია საუკეთესო ნამდვილად არაა, მაგრამ ყველაზე პოპულარული ნამდვილად არის.
7. Black Sabbath
ჯგუფი, რომელსაც ალბათ ყველაზე სახელიანი და ძლიერი სოლისტები ჰყავდა ისტორიაში: ოზი ოზბორნი, რონი ჯეიმს დიო, იან გილანი…
ეს ბენდი ზეთის ხილივით არის, ან გიყვარს, ან გეზიზღება, შუალედი არ არსებობს… ალბათ ეს ყველაფერი გამოწვეულია მათი მუსიკის და ზოგადად მათი სტილით.
ისევ და ისევ პოპულარული კომპოზიცია და არა საუკეთესო
6. The Doors
ჯონ ლენონთან ერთად ყველაზე ქარიზმატული პიროვნება მუსიკის ისტორიაში: ჯიმ მორისონი. მუსიკოსი, მომღერალი, პოეტი… საუკეთესოობაზე ბევრ კომპოზიციას აქვს პრეტენზია, მაგრამ როცა საქმე პოპულარობაზე მიდგება, მაშინ ეს სიმღერა უკონკურენტოა:
5. The Beatles
ბევრს ალბათ ეს შეცდომა გგონიათ და ამ ჯგუფს პირველ ადგილზე ელოდით, მაგრამ… მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად უამრავი გენიალური კომპოზიციისა, უდიდესი პოპულარობისა, უდიდესი გავლენისა… როგორც მუსიკოსები ჯონიც, პოლიც, ჯორჯიც და მითუმეტეს რინგო სუსტები იყვნენ და მათი კომპოზიციებიც ზედმეტად მარტივია მუსიკალური თვალსაზრისით.
საუკეთესოზე ან პოპულარულზე პრეტენზია დაახლოებით 20–მდე სიმღერას ექნება, რადგან საქმე ეხება “ბიტლებს”, მაგრამ მოდით მაინც ერთი ამოვარჩიოთ, რომელიც კარგიც არის და თან პოპულარულიც:
4. Deep Purple
საქართველოში ალბათ ეს ჯგუფი პირველ ადგილზეა პოპულარობით, ბითლზი თუ გაუწევს ამ კომპონენტში წინააღმდეგობას… ბევრს არაფერს ვიტყვი, რადგან ალბათ ყველამ ყველაფერი იცით ამ ჯგუფის შესახებ, ხოლო ვინც არ იცით… რაიმეს თქმას აზრი არც აქვს 🙂
ერთ–ერთი ყველაზე “იკონური” კომპოზიცია ისტორიაში…
3. Led Zeppelin
ძალზედ ძნელი იყო ამ და წინამდებარი ჯგუფს შორის არჩევნის გაკეთება, მაგრამ საბოლოოდ საპატიო სამეულში მაინც ზეპელინი შევიყვანე. გადამწყვეტი ფაქტორი მისი პოპულარობა იყო მსოფლიოს მასშტაბით, პოპულარობა, რომელიც Deep Purple–ს არც კი დაესიზმრებოდა. ზეპელინის თავისუფლად აქვს პრეტენზია ითვლებოდეს ყველაზე პოპულარულ როკ–ჯგუფად მსოფლიოში. კონკურენციას მხოლოდ “ბითლზი” და ამ რეიტინგის მეორეადგილოსანი თუ გაუწევენ.
2. Queen
ჩემი უსაყვარლესი ჯგუფი, ჯგუფი, რომლის გამოც დავიწყე მუსიკის მოსმენა, ჯგუფი რომელმაც შემაყვარა როკი. მეტს არაფერს არ ვიტყვი გარდა ერთისა: ხალხო, ჯგუფს ქვია Queen და არა ფრედი მერკური! ეს ნამდვილად არ არის ის შემთხვევა, როდესაც ბენდს ჰყავს ერთი გამოკვეთილი ლიდერი, როგორც მაგალითად Jethro Tull-ის შემთხვევაში, Queen-ს ჰყავდა გენიალური დრამერი როჯერ ტეილორი, მშვენიერი ბასისტი ჯონ დიკონი და ლეგენდარული გიტარისტი ბრაიან მეი. ძალიან ბევრი ცნობილი და გენიალური კომპოზიცია სწორედ მეის დაწერილია, ხოლო ბოლო წლების ყველა სიმღერა მთლიანად მთელი ჯგუფის შრომის შედეგია, ასე რომ Queen არ არის მხოლოდ ფრედი მერკური.
თუმცა, რა თქმა უნდა, ფრედის გარეშე ეს ჯგუფი ალბათ ვერაფერს მიაღწევდა, რადგან მერკური იყო გენიალური და დარჩება ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო სოლისტად.
1. Pink Floyd
მოიძიეთ სახლში ლექსიკონი, მოძებნეთ იქ სიტყვები, რომლებიც აღნიშნავენ ყველაფერ კარგს – ეგ სიტყვები აქ უნდა ეწეროს…
ნაწყვეტი ფილმიდან The Wall:
მეორე გიტარის პარტიის პირველი სამი წამი არის საუკეთესო რამ, რაც კი მომხდარა მუსიკაში ბოლო 50 წლის მანძილზე.
კამათი შეიძლება, მაგრამ რამდენადაც ეს მხოლოდ შენი სუბიექტური მოსაზრებაა, მხოლოდ ერთს ვიტყვი: ბრავო!!!
🙂
ანუ მოხიბლული ვარ შენი გემოვნებით!!!:)
მეც შესაბამისად შენით 🙂
ვაითსნეიქს, დიოს, მეტალიკას-ს რას ერჩოდი? ვან ჰალენსაც დაუფიქრებლად შევიყვანდი საუკეთესოთა სიაში და ასე დავალაგებდი:
(წინ პლუსებს დავუსვამ ჯგუფებს რომლებიც მიყვარს და თან მომწონს, და მინუსებს, რომლებიც არ მიყვარს მაგრამ ვაღიარებ რო მმაგრები იყვნენ და ამ 15-ეულში ადგილს იმსახურებენ.
+++++++ 1. led zeppelin – ყველა დროის ყველაზე ყველაზე ყველაზე მაგარი ჯგუფი! სულის და გულის მუსიკა! გაფრენის მუსიკა! ლედ ზეპპელინის მუსიკა, მათი შედევრები ხელოვნების ყველა სახეობაზე, ადამიანთა ყველა ღირებულ ქმნილებებზე მაღლა დგას. ეს მხოლოდ მუსიკა არაა! და მათი ცოცხალი შესრულებები და იმპროვიზაციები კიდევ სხვა თემაა, რაზეც დაუსრულებლად შეიძლება ლაპარაკი!
++++2. pink floyd – ამ ჯგუფს უბრალოდ ასე დავახასაითებ: ჯგუფი სრულყოფილება!
+++ 3. deep purple – ჩაილდ ინ თაიმის გარდა სხვა არაფერი რომ არ დაეწერათ მაინც მესამე ადგილზე დავსვამდი 🙂 ისე, კოვერდეილის და გლენ ჰიუგსის პერიოდი უფრო მიყვარს.
+++ 4. rainbow – რიტჩი+დიო+კოზი. უბრალოდ უმაგრესი ხალხი და უბრალოდ უსაყვარლესი ჯგუფი
++5. queen – გენიოსები! ერთმანეთში უბადლოდ შეხამებული როკი, ოპერა და კლასიკა. მრავალხმიანობის მეფეები იყვნენ! ცოტა მიჭირს ამის აღიარება ლედ ზეპპელინისადმი არანორმალური სიყვარულის გამო, მაგრამ მერკური ალბათ ყველა დროის საუკეთესო ვოკალისტია. (მაგრამ ცოცხალ შესრულებაში ბევრად ჩამოუვარდებოდა პლანტს)
++++ 6. whitesnake – ჯგუფის მოტორი – როკის ლეგენდა კოვერდეილი, ჯგუფში უკრავდნენ უნიკალური მუსიკოსები, სტივ ვაი, ჯო საიკსი (გენიალური გიტარისტი) დაგ ოლდრიჩი, ჯგუფი ყოველთვის შესანიშნავ ფორმაში იყო და 2006 წელს ამ სტარიკებმა ისეთი კონცერტი ხეთქეს, მთელი მსოფლიო გააოცეს
++7. king crimson – ეს არის ყველაზე განსხვავებული, სამწუხაროდ ბევრისთვის უცნობი მაგრამ ძალიან დასაფასებელი და უნიჭიერესი ფსიქოდელური როკ ჯგუფი.
– 8. The Jimi Hendrix Experience – მხოლოდ ჯიმის ფაქტორის გამო ვსვამ ამ ჩამონათვალში, არც მიყვარს მარა უბრალოდ უნამუსო უნდა ვიყო რომ არ აღვნიშნო მისი ნიჭიერება.
++++ 9. van hallen – კიდევ ერთი დაუფასებელი მაგრამ ნამდვილად დაფასების ღირსი ჯგუფი! თითოეული წევრი თავის საქმეში უნიჭიერესი და უბადლო! ძმები ვან ჰალენები ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო როკ ინსტრუმენტალისტები არიან ჩემი აზრით!
++ 10. dio – ოოოოოოოოოო! აცხონოს ღმერთმა! მაგარი იყო 🙂
+ 11. uriah heep – რაღაცნაირად მაგრები იყვნენ რა 😀 რაცხანაირად :d
– 12. metallica – ამ დებილების არ ჩასმა იქნებოდაააააააააააააააა. დებილები მარა მაინც მაგრები :)))))
– 13. the who – გიჯი გადარეული ინსტრუმენტალისტები! აუ ხანდახან მეშინია ხოლმე ისე მაგრად უკრავდნენ. (ეს ჯგუფიც არ მიყვარს)
—————– 14. the doors – არაუშავდათ რა… 14 ადგილზე შეიძლება ამათი განთავსება.
+++++ 15. New Yardbirds (ეს ჯგუფი აუცილებლად უნდა შევიყვანო ჩამონათვალში, მხოლოდ იმიტომ რომ ამ ჯგუფიდან დაიწყეს ზრდა ჯიმი პეიჯმა, ჯეფ ბეკმა, ერიკ კლეპტონმა. და შეიძლება ითქვას რომ იარდბერდსი პირველი ჰარდ როკ და ბლუზ როკ ბენდია.)
ეუფ, ეხლა შემოვირტყი თავში ხელი: King Crimson გამომრჩა :))) უაითსნეიქი დიდად არ მევასება, არც ვან ჰალენი და მეტალიკა 🙂
სადაც იარდბერდსი, იქვე ქრიმიც 🙂 მაგათი შეყვანაც შემეძლო ისე 🙂
ისე ჩემ რეიტინგს სხვანაირადაც დავალაგებდი, პირველ ადგილზე ფლოიდი, მეორეზე არავინ და მესამედან დანარჩენები :)) არადა ყველაზე მეტად მართლა ქვინი მიყვარს 🙂
დიოს რაც შეეხება რეინბოუს და საბათის სახით წარმოდგენილი იყო და ეგეც ეყოფა :)) თან მარტო ჯგუფები შევიყვანე, თორემ ისე ჯოპლინიც არ მყავს და ლენონი 🙂
თუმცა ეხლა რომ ვუფიქრდები კრიმსონს მაინც ვერ მოვათავსებდი ამ 15–ში, ასე რომ ჯობდა 20–ეული გამეკეთებინა 🙂
კრიმსონი, nightwish, guns n roses, scorpions, t.rex, clash – ამ 6–დან ამოვარჩევდი 🙂
ME PIRADAD YES-S SHEFASEBIS GARESHE VER DAVTOVEBDI
დიდად არ მიყვარს ეგ ჯგუფი, მაქსიმუმ 5 კომპოზიცია მომწონს და მაგიტომ ვერ მოხვდნენ ჩემ 15–ეულში 🙂
led zeppelinsa da deep purples shoris sul midioda da midis dava :))) xoda ase ver gaarchev romeli romels jobs, tu egrea deep purple ginesis cignshi shevida, rogorc yvelaze xmamagali bendi :))) ar sheidzleba egre gamorcheva, da mtavari deep purples msoflioshi yvelaze dzlieri vokali yavda ian gilanis saxit, albat yvelam vicit ho ??? agarapers vambob jon lordze, ikneb vinme shemedavos da tkvas, ro romelime jgups yavda egeti, nu blakmuri ki martalia ar miyvars, magram egec magaria, vagiareb rom jimmy pages ver jobs :))) deep purple yvelaze metad miyvars, magram pirvel adgilze mec pink floyds davayenebdi, ar vci egeni rogor shevapaso :))) yvela dzalian magari albomi akvs, magram division bells dzalian magaria, roger glover :))) nu erti sityvit, amatma legendebi datoves, da dava sul ikneba, yvelani dzalian magrebi iyvnen
A Kind Of Magic, Another One Bites The Dust, Barcelona, Bohemian Rhapsody, Calling All Girls , Crazy Little Thing Called Love,
Don’t Stop Me Now, Fat Bottomed Girls, I Want It All, I’m Going Slightly Mad, Killer Queen, One Vision, Radio Ga Ga, Scandal, Somebody To Love,
The Great Pretender, The Show Must Go On, These Are The Days Of Our Lives, Too Much Love Will Kill You, Under Pressure, We Are The Champions,
We Will Rock You, You’re My Best Friend – ჩემი ფავორიტი ქვინის სიმღერები, (ალფავიტის მიხედვით რო არის დაწყობილი 😀 ) . პირველი რათქმაუნდა ქვინი, მეორე ბითლზი, მესამე ზეპელინი, მეოთხე ფლოიდი და მეხუთე როლინგ სტონსი (Sympathy For The Devil Satisfaction – ს მირჩევნია პირადად მე)
Dire Strait and Mark Knopfler —– კლასიკური როკის ორგაზმი
მშვენიერი ეპითეტია 🙂 სამწუახაროა, რომ აშკარად დაუფასებლები არიან საქართველოში და არა მარტო საქართველოში.
sympathy for the devil მეც მირჩვევნია satisfactions 🙂
zustas ese davawyobdi mec :))
არა, guns’n roses, chavamatebdi magram vis nacvlad ar vici… pinkfloyd chemi sayvareli jgufi, romelsac 12 wlidan vusmen da sxva zemot chamotvliltagan dgesac yoveldgiurat vusmen da ocnebac amixda wels :> samwuxarod gilmours mainc ver vegirse
ჰო guns’n roses მართლაც ძალიან მაგარი ჯგუფი იყო, უბრალოდ მართლა ვერავინ ამოვაგდე, თორემ 20–ეულში კი შევიდოდა :)) კრიმსონთან ერთად 🙂
სკორპიონსი, ნაზარეთი, მანოვარი, ჯუდას პრისტი, აირონ მაიდენი, რაღაც ვერ ვხედავ ამ ჯგუფებს სიაში…..
არც ცდები, მართლა არ არიან 🙂 ყველა კარგი ჯგუფია ნამდვილად, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილთაგან არც ერთს მირჩევნია და საუკეთესო 30–ეულის გაკეთება დამეზარა :))
აქ ჩამოთვლილი ჯგუფებიდან რამდენიმე ისეთი სირობაა, რომ შენს ადგილას შემრცხვებოდა რომ მეტქვა ამას ვუსმენ-მეთქი.. მაგრამ სამი კითხვა მაქვს:
1. რატომ არარის ამ სიაში ჰარდ-როკის და როკ ბალადების მამა სკორპიონსი? – ჯგუფი, რომელსაც “ზეპელინების მემკვიდრეს” და “როკის ელჩებს” უწოდებდნენ, და 80-იან წლებში ევროპის როკ-ფესტივალების ლიდერი იყო (მაგალითად: “Monsters of Rock” და “Moscow Peace Festival”) და რომელსაც უძლიერესი ვოკალისტი ყავს – კლაუს მაინე…
2.რატომ არარის სიაში ბრიტანული მეტალის “მამაო” ჯუდას პრისტი? ესაა ჯგუფი, რომელმაც მეტალის ახალ ტალღას დაუდო საფუძველი, და სხვათაშორის “გრემის” მფლობელებიც არიან…
3.ცხოვრებაში პირველად ვნახე როკ-ჯგუფების ისეთი სია, სადაც ლ.ზ. მესამე ადგილზეა… 😀 😀 😀 თქვენ ვაბშე რომელი პლანეტიდან ხართ? ხა ხა ხაა…
ლედ ზეპელინი – ისინი იყვნენ როკის ღმერთები!!!! მათ გარეშე როკი არ არსებობს!!!! ზეპელინების დონის ჯგუფი არც არასოდეს არსებობდა და არც იქნება!!! მათი მუსიკის სიღრმეს ვერასოდეს ვერავინ ვერ ჩაწვდება ბოლომდე!!!! თქვენ რა პინკ ფლოიდი როკი გგონიათ? ეეჰ, შვილო მუსიკის აზრზე არ ყოფილხართ, წადით პაპსავიკ ჯგუფებს მოუსმინეთ…
ჯუდას პრაისტ–ზე კომენტარს საერთოდ არ გავაკეთებ 🙂
სკორპიონსი ძალიან მიყვარს, მაგრამ 30–ეულს ვერ გავაკეთებდი, დამეზარათქო მანამდეც დავწერე.
და პინკ ფლოიდს რაც შეეხება: “ისინი იყვნენ როკის ღმერთები!!!! მათ გარეშე როკი არ არსებობს!!!! ––––––––––ის დონის ჯგუფი არც არასოდეს არსებობდა და არც იქნება!!! მათი მუსიკის სიღრმეს ვერასოდეს ვერავინ ვერ ჩაწვდება ბოლომდე!!!!” – აი შენი კომენტარი ლედ ზეპელინზე, ოღონდ აქ სიტყვა “როკი” შეცვალე სიტყვით “მუსიკა”.
ისე თუ კიდე შემოხვალ და დააკონკრეტებ რომელი ჯგუფებია სირობა კარგი იქნება 😉
არამგონია სკორპიონები გიყვარდეს, ორი სიმღერა თუ გაქვს მოსმენილი, ეგ იმას არ ნიშნავს რომ ჯგუფი გიყვარს, ვინც მართლა კარგად იცნობს სკორპიონსის შემოქმედებას დარმუნებული ვარ ათეულშიც შეიყვანდა და ხუთეულშიც…. მაგრამ შენ რა უნდა გელაპარაკო, ზეპელინზე მაღლა პინკ ფლოიდს აყენებ და მერე კიდე ამბობ როკის გამეგება რამეო..
ხო, იმასაც გეტყვი აქედან რომელი ჯგუფებია სირობა, მაგალითად ავიღოთ “დორზი”, მართლა კვერცხობა და უგემოვნო ჯგუფი იყო, თვითონაც არ იცოდნენ რა მუსიკას უკრავდნენ (თუმცა შენ ალბათ მარტო “People are strange” გაქვს მოსმენილი და გგონია მაგარი ჯგუფი იყოო), მორისონის ბიოგრაფია არამგონია ჩემზე კარგად იცოდე, შეილება როგორც პოეტი მაგარი იყო და აზრიან ტექსტებსაც წერდა, მაგრამ მუსიკისაგან ძაან შორს იყო, ისევე როგორც დანარჩენი წევრები….
რაც შეეხება მეორე სირობას “ბითლზებს” არამგონია მაგათი ადგილი ისეთი მძიმე როკ ჯგუფების გვერდით იყოს, როგორებიც არიან “Uriah Heep”, “Rainbow”, “Deep Purple”
ბითლზები უფრო პოპი და ბლუზია, ანუ “პაპსავიკები”….
მესამე სირობაა “Roling Stones”, ეგენი მართლა პაპსავიზმის მამები იყვნენ, მასეთნაირ ჯგუფებს საერთოდ “ერთ ჰიტიან” ჯგუფებს ეძახიან…
მოდი ჯერ იმით დავიწყოთ, რომ შენ საერთოდ, ვიმეორებ საერთოდ წარმოდგენა არ გაქვს ვინ ვარ, რას ვუსმენ და რა ვიცი. ასე, რომ რაღაც დასკვნები რა ვიცი, რამდენი სიმღერა მაქვს მოსმენილი და ასე შემდეგ, ნუ გამოგაქვს ძალიან გთხოვ.
15 წელია როკ–მუსიკას ვუსმენ და როგორმე შენზე მეტი მეცოდინება, ძალიან კარგად გეტყობა რა ინტელექტის პატრონიც ხარ და რამდენი წლისაც ხარ. ნორმალური ზრდასრული ადამიანი, ასეთი აგრესიული არ იქნებოდა იმის გამო, რომ ვიღაცას სკოპიონზს 15 ჯგუფი ურჩევნია.
ბიტლზზე დაგეთანხმები – პაპასავიკები იყვნენ, მაგრამ შენ ეტყობა არ იცი რა გავლენა მოახდინა ბიტლზმა როკ მუსიკაზე და მაგიტომ გიჩნდება პროტესტის შეგრძნება, რომ ხუთეულშია.
ხო, და შენ ბიტლზი ბლუზი გგონია?! :)))) გონზე არ ხარ საერთოდ მეგობარო, ბლუზი შენ საყვარელი და სათაყვანებელი ლედ ზეპელინის სიმღერების 50 პროცენტი მაინც არის და დორსი, მაგრამ შენ ალბათ ეგეც არ იცი, რადგან ჯუდას პრისტი და დეგენერატი ჰალფორდი გირჩევნია ყველას და ყველაფერს.
მორისონს რაც შეეხება – ბავშვობაში ჩემი კუმირი იყო და მაგიტომ, როგორმე შენზე მეტი ვიცი მასზე 😉
როლინგ სტოუნზე კიდევ სირობა არიო, რომ იტყვი კაცი… რა ვიცი, აბა რა გითხრა.
ჰო და მთავარი: ეს არის ბლოგი და ეს რეიტინგიც ჩემი სუბიექტური აზრია და თუ არ ეთანმხები, უბრალოდ გაატარე.
მეორე – ცოტა მეტი ზრდილობა გამოიჩინე კამათის დროს და რაღაც სლეობების გამორევას (შენ რა იცი, რა უნდა გელაპარაკო და ასე შემდეგ) მოერიდე.
ისე დორსის სირობას რაც შეეხება: the end და when the music’s over მირჩევნია ჯუდას პრაისტის მთელ შემოქმედებას – ეს ერთი.
და მეორე – თვითონ ძალიან კარგადაც იცოდნენ რასაც უკრავნდნე – ბლუზს და ფსიქოდელიურ როკს, თუ გაინტერესებს რა არის ფქიქოდელიური როკი მოუსმნე ადრეულ pink floyd–ს, king crimson–ს, van der graaf generator–ს ან jefersons airplain–ს.
ჰალფორდი დეგენერატი რატომაა? გეი როა იმიტომ? ფრედი არ იყო გეი?
ჯუდასები ძაან მაგარი ჯგუფია და მე პირადად ბევრ მძიმე ჯგუფს მირჩევია,
მაგათ სპიდ-მეტალის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით.
ლედ ზეპელინი, – ესაა რაღაც რელიგიასავით ჩემთვის, თანდათან ვგრძნობ რომ მწამს მაგათი, ასევეა სკორპიონებიც
P.S. პრასტი, თუ რამე გეწყინა ჩემი წინა პოსტებიდან
გეი რო იყო ეგ რა შუაშია? :)) დეგენერატი იყო ისე, იმ ხალთან შედარებით ვისაც ადარებ :))
ლედ ზეპელინზე ცუდი როგორ უნდა ვთქვა, ან რატომ უნდა ვთქვა? უბრალოდ მე პირადად პინკ ფლოიდი მირჩევნია და ქვინი, რადგან მაგ ჯგუფით დავიწყე საერთოდ როკ მუსიკის მოსმენა.
სხვათაშორის მეც ქვინით დავიწყე როკის მოსმენა 😀 😀 😀
ეეჰ, კაი დრო იყო ბავშვობა 😀
led zeppelin 3 :D:D. yvela drois udidesi jgufi , led zeppelinma daukra 30-e saukunis musika. ar arsebobs mistvis adgili garda pirvelisaaa :))
მომწონს სიის თაბმიმდევრობა, ყველაზე უფრო მომწონს ის რომ საქართველოშიც აღიარებენ Pink-Floyd-ს, Pink-Floyd-ს სხვა დანარჩენ ჯგუფებთან შევადარებდი ისე როგორც მერსედესს ადარებენ სხვა დანარჩენ მანქანებთან… ანუ ეს არის ისეთი ლიდერი როკ ჯგუფებში, რომ მეორე ადგილზე სხვა ჯგუფის ჩაწერა უხერხულია… არ მომწონს რომ ამ სიაში ვერ მოხვდნენ ჯგუფი Slade და ჯგუფი Eagles… რაც შეეხება ჯგუფ Dire-Straits მინდა გამოვხატო ჩემი სიმპატიები Mark Knofler-ის მიმართ… ძალიან არ მომწონს როდესაც youtube-ში
telegraph road-ი მოსმენილია 2 მილიონჯერ და justin Bieberi 600 მილიონჯერ… მადლობა ამ პოსტის ავტორს.
Slade ძალაინ მიყვარს, უბრალოდ 15–ში ვერ მოვახვედრე, ისევე როგორც ზოგი სხვა ჯგუფიც 🙂 აი რაც შეეხებათ “არწივებს” მაგ ჯგუფს ჩემთან შანსი არ ჰქონდა, დიდად არ მიყვარს 🙂
ტატო, დაიბრიდები იცოდე! Creedence რა უყავი? 😀
John Fogerty-ს ძალიან მაგარი გლოტკა ჰქონდა 🙂
Painkiller: როგორც ყველას მოგვეხსენება დღესდღეობით ყველაზე დიდი სოციალური ქსელი facebook-ია, თუ გადავხედავთ facebooki-ის მომხმარებლების მონაწონ გვერდებს მანს აღმოვაჩენთ რომ facebook-ის მომხმარებლებიდან Pink Floyd მოსწონს 14,809,133 ადამიანს და შესაბამისად ჯგუფი 80 ადგილზეა, ხოლო Led Zeppelin რომელსაც მე პირადად დიდ პატივს ვცემ იმყოფება 552 adgilze 3,686,870 ხმით… ამით ყველაფერი ნათქვამია… facebook არის სოციალური ქსელი სადაც დარეგისტრირებული მსოფლიოს ყველა ქვეყნის წარმომადგენლები ასე, რომ მატი ხმა არის ყველაზე მისაგები და დასაფასებელი… P.s პირველ ადგილზე იმყოფება თავად Facebooki და მას ხმა მისცა 50,542,792 ადამიანმა!
ლინკებსაც დავდებ. აი ამ გვერძე ნახავთ Pink Floyd-ს 80 ადგილზე http://statistics.allfacebook.com/pages/leaderboard/-/-/-/f/DESC/-/30
აგერ Led Zeppelin-იც გვერდის ბოლოშია მოთავსებული 552 ადგილზე http://statistics.allfacebook.com/pages/leaderboard/-/-/-/f/DESC/-/270
aerosmithi too :))
Trill is gone magari igadave sagol :)) sheni logikit Justin bieberia sauketeso imito ro yvelaze meti LIKE magasaaq :)))
Chuck berry =))))
aoeeeeeeee bijooooooooooooooooooo ACDC sad aris blad?
ზრდილობის, გონებამახვილობის, ორიგინალობის და კიდევ უამრავი დადებითი თვისების მაგალითი ხარ…
xom,ra kargi gemovneba gaqvs..
magram,chemtvis,ara ars bendi zepelinze didi…
meore purplia…sheidzleba itqvas,purple ufro miyvars,rogorc profesionalebi da ostatebi,veravin sheedrebat.marto jon lordi rad girs… yvela wevris chanacvleba moxerxda,gilani-coverdeili,glover-gleni,ritchie-stive(martalia ritchies wasvlis shemdeg purples 2/3 darcha,magram..),ai jon lordi sheucvlelia. airei shesanishnavia,magram,lordi-LORDIA,ra vuyot..
mesame piradad chemtvis,king crimsonia. uaxloesia chemtvis,ai uazloesi…
shemdeg pink floyd,romelsac dziritadad mashin vusmen,rodesac am planetaze yofna ar minda ;d…
ar aris king crimson gamosarcheni jgufi.. ;d
ras erchit am bichs esmis musika da subieqturi mosazrebaaa rac sheexeba pink floyds sheufasebelia reitingshi saertod araaa am jgufis adgili isedac yvelam yvelaferi icis da grdznobs prosta ar agiareben shen sagol ro agiareb da sheni kumiri ro ar daayeene pirvel adgilzee ar mtlad subieqturi yofilxar 😀
მადლობა 🙂
ხალხნო,the YES-ზეც თქვით რამე! არავინ უსმენთ?
მე ვუსმენ 🙂 ვუსმენ რა, რამოდენიმე კომპოზიცია მომწონს, სამწუხაროდ დრო არ მაქვს რომ სიღრმისეულად ჩავუჯდე ალბომებს
ძალიან კარგი ბლოგი გაქვს ძმაო და სიამოვნებით გაგიცნობდი პირადად. შენს მიერ დასახელებული ჯგუფების ჩამონათვალის თანმიმდევრობით თუ ვიმსჯელებ შენი გემოვნება ნამდვილად პატივცაცემია მარა მინდა ჩემი სუბიექტური აზრიც დავწერო რომელიც ცოტა სცდება შენსას მარა ნათქვამია გემოვნებაზე არ დაობენო და ამაში არაფერია გასაკვირი. მე შევადგენ ათეულს და ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტიზმია.
1.led zeppelin-რა ვუწოდო ამ ჯგუფს არ ვიცი ეს ჯგუფი უბრალოდ მიყვარს და სიცოცხლეს მიხანგრძლივებს მისი მოსმენა. მათ გარეშე როკი წარმოუდგენელია და ჩემთვის ისინი როკის განსაზღვრებას ფორმულას წარმოადგენენ. ეხლა ამას კარგად ავხსნი. როკი არის ინსტრუმენტალისა და ვოკლასი შერყმა რომლეთაგანაც სიმღერაში არცერთი არ უნდა იყოს მეორე პლანს რისი იდეალური დამცველებიც ხომ ზუსტად იყვნენ ზეპელინები. რობეერტ პლანტი ჩემი კუმირი რომელსაც იმპროვიზციულ და ღრმად ჩამწვდომ ვოკალში ვერავინ შეედრება. რაღაც სხვა იყო პლანტი როგორც პეიჯი რომელზეც დიდი გიტარისტი მე არ მეგულება ნამდვილი ხელოვანები იყვნენ და იდეალურად ავსებდნენ ერთმანეთს. მოკლედ რა ზეპელინები განუზომლად მიყვარს და ვთვლი რომ ისინი ხელოვნების ისტორიაში ოქროს ასოებით უნდა შევიდნენ. მათ ეკუთნით უამრავი უკვდავი კომპოზიცია რომელთაგან ამორჩევა მიძნელდება მარა მაინც
სამი საუკეთესო კომპოზიცია
1. stairway to heaven(კომპოზიცია რომელმაც როკი შემაყვარა და საუკეთესოდ ვთვლი ისტორიაში)
2.kashmir
3. since have benn loving you
2.deep purple- რამოდენიმე უცხოურ საიტზე წავწყდი სიებს სადაც ფარფლები ათეულშიც არ არიან მოხვედრიელები რაც უდიდესი სირცხვილია. ეს ჯგუფი ზეპელინთან ერთად ჩემს შთაგონებას წარმოადგენს და მათი უკვდავი კომპოზიცია child in time ალბათ ყველაზე ხშირად მოსმენადია ჩემი მხრიდან. ამ კომპოზიციას ქონდა ყველაფერი: სირთულე, დაუვიწყარი ისტრუმენტალისტიკა და კიდევ უფრო დაუვიწყარი ვოკალი როცა გილანის ყელიდან ბულბულის ხმა ამოდიოდა. არ ვიცი რა ამ კომპოზიციის მოსმენის შემდეგ მე შოკში ვვარდები და მაჟრიალებს ხოლმე ყოველთვის. ბენდს ყავდა სხვადასხვა დროს ორი ვოკალისტი გილანი და კოვერდეილი რომელთაც ვეთაყვანები. გილანი ნამდვილი ბულბული იყო რომელსაც ყველანაირი ვოკალური სირთულის დაძლევა შეეძლლო და ასევე ძალიან დადებითი პიროვნება. რაც შეეხება კოვერდეილს ისიც უნიკალური იყო და რაღაც ახალი ხილი და რითმი შემოიტანა ჯგუფში. ლორდიც თავის საქმეში უძლიერესი იყო და ბლექმორიც მარა მე რიჩი მისი პიროვნული მახასიათებლების გამო არ მომწონს რატომღაც.ასევე ტომი ბოლინიც კოვერდეილთან რომ უკრავდა გიტარაზე უძლიერესი ბიჭი იყო მარა ნარკოტიკებმა ადრე შეიწირა რაც უდიდესი დარტყმა იყო როკისთვის. სამწუხაროდ ვერ მოვახერხე თბილისში კონცერტზე დასწრება და მათი ცოცხლად ნახვა რასაც ალბად მთელი ცხოვრება ვინანებ.
სამი საუკეთესო კომპოზიცია
1. child in time
2. smoke on the water
3. highway star
3.the beatles- ეს ჯგუფი სამეულში აუცილებლად უნდა ყოფილიყო რამოდენიმე მარტივი მიზეზის გამო. დავიწყოთ იქიდან რომ ელვის პრესლისთან ერთად უმთავრესი ფუძემდებელი როკის განვითარებაში იყვნენ ზუსტად ლივერპულელი ბიჭები და უდიდესი გავლენა ქონდათ და აქვთ მუსიკაზე და მის ინდუსტრიაზე ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ყველაზე გაყიდვადი ჯგუფია და ალბათ პოპულარულიც. მუსიკალური კუთხით კი მათი კომპოზიციები მარტივია მის უკან მდგომ რამოდენიმე ჯგუფზეც მარა ამ თვალსაზრისითაც აქვთ მათ განსაკუთრებულობა. მათ მუსიკა იყო ტკბილი და ჰარმონიული ძალიან და სასიამოვნოდ მოსასმენი განსაკუთრებით hey jude სადაც პოლის ვოკალი და ტკბილი ხმა საოცრადაა წარმოჩენილი და ამ კომპოზიციის მოსმენა ეღთგვარ ნეტარებაში აგდებს მსმენელს და ასევე უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ და გვედს ვერ ავუქცევთ ჯონ ლენონს ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტულ პიროვნებას მუსიკის ისტორიაში.
სამი საუკეთესო კომპოზიცია
1. hey jude
2. le it be
3. dont let me down
4. queen- შენი საყვარელი ჯგუფი მართლაც რომ უნკალური იყო რამოდენიმე ფაქტორით. მათ როკ მუსიკაში შემოიტანეს მრავალფეროვნება მრავალმხრივობა, სხვადასხვა მუსიკაალური ჟანრის ელემენტები განსაკუთრებით ოპერის და უძლიერესი კომპოზიციები დატოვეს. ეს იყო კლასიკა და არაფერი ჰქონდა პაპსავიზმთან. უდიდესი დრამერი იყო როჯერ ტეილორი და თავის საქმის ნამდვილი ფროფესიონალი ბრაიან მეიც რომელმაც გიტარის გარდა უამრავი ტექსტის შინაარსიც აიღო საკუთარ თავზე. მარა ცალკე გამოსაყოფია ამ ჯგუფის მოტორი და ადამიანი ვოკალი ფრედი მერკური, რომელიც ჩემი მოსაზრებით და საყოველთაო აღიარებითაც საუკეთესო ვოკალისტია როკ ისტორიაში და შეიძლება მუსიკის ისტორიაშიც.
სამი საუკეთესო კომპოზიცია
1. bohemian repshody
2. we are the champions
3. you are my best friend
5. pink floyd- შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს ამ ჯგუფის ამ ადგილზე ყოფნაში მარა ისიც გაითვალისწინეთ რომ ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა. აი რომ ავიღოთ მაგალითისთვის ერთი რაღაც. შევადგინოთ 10 საუკეთესო როკ კომპოზიცია პინკ ფლოიდის ვერცერთ სიმღერას ვერ შევიყვანდი ათეულში უბრალოდ ეს ჯგუფი ერთობლიობაში იყო უმაგრესი და სრულყოფილი და უდიდესი კვალი დატოვა ფსიქოდელიური და პროგრესული როკის განვითარებაში მარა ჩემი სუბიექტიზმით მე ამ ჯგუფს მასზე უკან მდგომი რამოდენიმე ჯგუფიც მირჩევნია მარა ობიექტურობა მოითხოვდა ეს ხლახი ხუთეულში შემეყვანა. სიდ ბარეტი რომ არ შეშლილიყო ალბათ უფრო დავბალეშჩიკდებოდი მარა შეიძლება გილმორიც არ მოსულიყო და ჯგუფს იმისთვის ვერ მიეღწია რასაც მიაღწია მარა რავი რა მე არ ვარ პერსონალური ფანი ამ ჯგუფის. ძალიან მიყვარს i wish you were here ყველანაირ კარგსა და დადებითს ვგრძნობ ხოლმე ამ სიმღერის მოსმენის შემდეგ და მათი შემოქმედებიდანაც ყველაზე ხშირად ამას ვუსმენ.
სამი საუკეთესო კომპოზიცია
1. i wish you were here
2. another brick in the wall
3. comfortablu numb
6.guns n’ roses- ოო ვგიჟდები ამ ხალხზე ჩემი კუმირები არიან და ადრე რო არ დაშლილიყო პირველი სასტავი შეიძლება სრულიად სხვა დაგილზე დამეყენებინა ეს ჯგუფი ობიექტურობის თვალსაზრისითაც ისე კი ჩემს საყვარელ სამეულში სუფთა სუბიექტურობის თვალსაზრისით კი შევიდოდნენ. პეიჯისა და პლანტთან ერთად ყველაზ მაგრად შერწყმული ორეული აქსელ როუზისა და სლეშის სახით რომელთაც უამრავი უკვდავი კომპოზიცია დატოვეს. საოცარი იყო მათი ქცევა და სრლული თავისუფლება სცენაზე ყველანაირი კუთხით. რას აღარ სჩადიოდნენ. ჩვენი ნაკრების ფეხბურთელი არ ხარჯავს სირბილში იმდენ ენერგიას რამდენსაც აქსელი სცენაზე სირბილის დროს ხარჯავდა:D. საოცარი ვოკალიც ქონდა ყველანაირ ხმას ირგებდა და სლეშიც ცალკე სალაპარაკო თემაა კაცი რომელმაც დაკვრა ერთსიმიან ბებიის ნაჩუქარ გიტარაზე ისწავლა და გახდა საუკეთესო. ნუ გენიალურად უკრავდა რა. ვგიჟდები და ვაფანატებ ამ ჯგუფზე. უამრავი მაგარი კომპოზიციეებია და ძალიან მიჭირს ამორჩევა მარა მაინც.
სამი საუკეთესო კომპზიცია
1. november rain
2. sweet child o mine
3. welcome to the jungle
7.scorpions- კიდევ ერთი ჩემი კუმირი ჯგუფი რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია ჩემი გემოვნების ჩამოყალიბებაზე და რომელებიც მე ფინკ ფლოიდსაც მირჩევნია და ბითლზებსაც მარა მათზე წინ უბრალოდ ვერ დავაყენებდი. ნამდვილი ხელოვანი კლაუს მაინე რომლის ვოკალი და ხმა აღმაფრთოვანებელია. და მათი მუსიკა ერობლიობაში ნეტარების, სიმშვიდის და სიკეთის აკვანია რა ვგიჟდები ამ ხალხზე.
სამი საუკეთესო კომპოზიცია
1. wind of change
2. still loving you
3. meaby i meaby you
8.AC/DC- საქართველოში ძალიან დაუფასებელი ავსტრალიური როკ-ჯგუფი რომელიც ერთ-ერთი ფუძემდებელია hard rock და heavy metal-ის და უამრავი განიალური კომპოზიციია აქვთ. ასევე საოცარია ბრენდონ ჯონსონის ხრინწიანი ჩახლეჩილი და არაორდინალური ხმის ტემბრი რომელის მოსმენაზე მაჟრიალებს ხოლმე. ნუ მოკლედ მე ამ ჯგუფს აუცილებლად რვეულში შევიყვანდი უმაგრესები იყვნენ.
სამი საუკეთესო კომპოზიცია
1. you shook me all night long leady
2. back in black
3. highway to hell
9.dair straits-Dire Strait and Mark Knopfler —– კლასიკური როკის ორგაზმი. დავესესხები წინა პოსტს და მეტის დამატება მიჭირს უბრალოდ მინდა ვთქვა რომ მართლაც მუსიკალური ორგაზმი მაქ ხოლმე რო ვუსმენ განსაკუთრებით sultans of swing-ს რომელიც ჩემი უსაყვარლესი კომპოზიციაა და მის გარეშე ვერ ვიძინებ ხოლმე რატომღაც:D მარკი კი საოცრება იყო. ვაფანატებ ამათ.
სამი საუკეთესო კომპზიციაა
1. sultans of swing
2. many for nothing
3. brothers in arms
10. rolling stones- ბევრი ვიფიქრე თუ ვინ შემეყვანა მეათე წევრად საპატიო ათეულში და საბოლოოდ მაინც როლინგ სტოუნსი ამოვარჩია. კანდიდატები იყვნენ შამბატები რომლიც ზეთისხილის არ იყოს მეზიზღება:D უბრალოდ ვერ ვუსმენ და ვერ ვიტან მათ მუსიკას ამიტომ იმთავითვე გამოვრიცხე. დორსსზე ვფიქრობდი იმიტომ რომ ჯიმ მორისონი ჩემი კუმირია და ის არამარტო მაგარი მუსიკოსი არამედ გენიალური პოეტიც იყო და პიროვნება დიდ პატივისცემას იწვევ ჩემში. ზოგი მას ეშმაკს დადარებდა ზოგიც ანგელოზსს მაგრამ ის იყო ადამიანი ოღონდ გენიალური, მარა მარტო ჯიმის გამო ვერ შევიყვანე დორსი თორე ჯაგერს კი მირჩევნია პირადად. ასევე აეროსმიტზე ვფქრობდი რადგან ტეილერზეც ვაფანატებ მის არაორდინალურ სტილსა და დაბუჟებულ სახეზე და dream on და სხვა რამოდენიმე სიმღერა ძალიან მიყვარს მარა მაინც ვერ გავრისკე მათი შეყვანა. ასევე თავში რამოდენიმეჯერ გაიელვა ნირვანამ რომელიც ალტერნატივის მამაა და კურტიც ერთ-ერთი კოლოტიტია თავისი უცნაური ხასიათით გიტარითა და ვოკალით მარა მარტო კურტის გამო ვერ გავრისკე და იგივე მიზეზებვია ჯიმი ჰებდრიქსთან დაკავშირებით რომლის ნიჭი ინსტრუმენტალიზმისა და ვოკალის თვალსაზრისით უნიკალურია მარა თვითონ ჯგუფს ჯგუფად ვერ აღვიქვამ უფრო სოლოდ მივიჩნევ ჰენდრიქსს და ასევე რაენბოუსა და ტრეხო ტულის შემთხვევებშიც იგივეა რონი ჯეიმს დიოს, იან ანდერსენის და ბაირონის შემთხვევაშიც მათ უდიდეს პატივს ვცემ მარა მათი ჯგუფები როლინგ სტოუნს უბრალოდ ვერ ჯობდა. არადა არ მიყვარს ჯაგერი და როლინგ სტოუნსი პირადი მოსაზრებების გამო. ნარკომანობა, სატანისრობა, სან ფრანცისკოს ტრაგედია და ბევრი სხვა რამ მარა ეს ხომ მუსიკის განხილვაა და ამ საქმეში მართლაც მაგრები ყვნენ და ნამდვილად იმსახურებდნენ ათეულს.
სამი საუკეთესო კომპოზიცია
1. sutification
2. sumpaty of devil (არ მიყვარს ეს სიმღერა მარა…)
3. anybady seen may baby
სულ ეს იყო ჩემი ანალიზი. დავიღალე:d
ე მეტალიკა დამრჩა რა მარა ალბათ ვერ შევიყვანდი ათეულში.
აი ჩემი აზრით 10 საუკეთესო კომპოზიცია
1. stairway to heaven( led zeppelin)
2. child in time ( deep purple)
3. sultans of swing (dair straits)
4. bohemian repshody (queen)
5. hey jude (the beatles)
6. november rain (guns n’ roses)
7. sutification (rolling stones)
8. smille like teen spirt (nirvana)
9. nothing for alse (metalica)
10. the final countdown (the europa)
ტატო აბა დაწერე შენი აზრიც ამასთან დაკავშირებით მაგრად მაინტერესებს
DEEP PURPLE DAMAVIWYDA
mec mxibluli var sheni gemovnebit mara erts girchev marto beatles martivi araa piriqit imdenad rtulia rom yvelas martivad miachnia an urchevniat rom martivi iyos :)))
my top10 rock bands
10.AEROSMITH
9.GNR
8.PINK FLOYD
7.BLACK SABATH
6.KANSAS (VISTVIS ROGORAA ES JGUFI)
5.THE DOORS
4.ROLLING STONES
3.LED ZEPPELIN
2.THE BEATLES
1.QUEEN
TATO MAINTERESEBS SHENI AZRI CHEMI GEMOVNEBIS SHESAXEB
პინკ ფლოიდის მეშვიდე ადგილს ვერაფრით დავეთანხმები 🙂 მიუხედავად იმისა, რომ ქუინი ჩემი საყვარელი ჯგუფია, ჩემთვის პინკ ფლოიდი ულაპარაკოდ პირველ ადგილზეა 🙂
nirvana_ze an pixies _ze ras ityvi ? chemi azrit magari jgufebia …
16 წლლის ვარ და ალბათ კიდევ ბევრს გავიგებ და შევისწავლი ამ დიდებულ მუსიკაზე და შინაგანი განწყობილებებიც ალბათ გარკვეულწილად გადამიფასდება..ამიტომ ცოტაარიყოს შემეცვალა თვალსაზრისიც და უფრო ჩავუღრმავდი როკს ….მაგალითად პინკ ფლოიდის გარეშე ვეღარ ვძლებ რაც ადრე არ მქონდა. გილმორის გიტარა ყველაზე სულშიჩამწვდომია.
აი ჩემი 15 დღევანდელი ხედვით..
1. led zeppelin
2.pink floyd
3.quuen
4.deep purple
5.the rolling stones
6.guns n roses
7.the who
8. dire straits
9. the beatles
10.ac/dc
11.bon jovi
12.scorpions
13.metallica
14.black shambat
15.radiohead
am siashi scorpions ro ar aris yvelaze metad eg gamityda tumca vici rom es sheni subieqturi azria amitom arafer vambob ))
კარგი ბლოგი გაქვს და კარგი მუსიკალური გემოვნებაც,მაგრამ დიზაინი შეცვალე,თვალები მეტკინა
თუ ნახავ ოდესმე,იმედია, გაითვალისწინებ 🙂
მე პირადად მერლინ მენსონი, ლედ ზეპელინი და ფინქ ფლოიდი მომწონს მაგრამ რედ–სად დიდ უპირატესობას ვანიჭებ
https://www.youtube.com/watch?v=UkLbUHUFUiw gamarjoba aq likia mocemuli dzalin gtxovt mousminot am simgerebs da mitxrat saxelebi mati da shensruleblebbis madloba winaswar
Budgie,Rush ესენიც
Lucifers Friend კიდევ რათქმაუნდა
^__^ პირველზე უდავოა :3 არადა მეგონა პირველზე ზეპელინი იქნებოდა