1. ღმერთი არსებობს.
2. ღმერთი არის ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე და ყოველმხრივ კეთილი.
3. ყოველმხრივ კეთილ არსებას მოუნდებოდა, რომ აღეკვეთა ყველანაირი ბოროტება.
4. ყოვლისმცოდნე არსებამ იცის თუ როგორ ჩნდება ბოროტება.
5. ყოვლისშემძლე არსებას, რომელმაც იცის თუ როგორ ჩნდება ბოროტება, შეუძლია, რომ შეაჩეროს ბოროტების წარმოშობა.
6. არსება, რომელმაც იცის ბოროტების წარმოშობის ყველა საშუალება, რომელსაც შეუძლია ბოროტების წარმოშობის შეჩერება და უნდა ამის გაკეთება, არ დაუშვებდა ბოროტების არსებობას.
7. თუ არსებობს ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე და ყოველმხრივ კეთილი არსება, მაშინ ბოროტება არ არსებობს.
8. ბოროტება არსებობს (ლოგიკური წინააღმდეგობა) 🙂
ალბათ გეცოდინება აინშტაინის ეს სიტყვები : პატივცემულო არსებობს სიცივე?- იკითხა მოსწავლემ. -ეს მეტად სულელური კითხვაა, ნუთუ არასოდეს არ გიგრძვნია სიცივე? ახალგაზრდას გაეღიმა და უთხრა: -ცდებით, სიცივე არ არსებობს. ფიზიკის კანონების თანახმად, სიცივე არის ადამიანის ორგანიზმში სითბოს ნაკლებობა. ადამიანი ან ნივთი შეიძლება გამოიკვლიო იმით თუ რა ენეერგიას გამოსცემს იგი, შეუძლებელია ამოვიკვლიოთ ნივთი რომელიც ტეპერატურა 0-ზე ნაკლებია. მატერია ამ დროს ინერტული ხდება და სრულიად გამოუდეგარი. ამიტომ სიცივე არის უბრალოდ სიტყვა გამომხატველი იმისა, როცა ადამიანის ორგანიზმში სითბო არ არის. ყმაწვილმა გააგრძელა: -ბატონო არსებობს სიბნელე? -პროფესორმა დაჯერებულად უპასუხა: რა თქმა უნდა არსებობს! -ისევ ცდებით პროფესორო, ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ნიუტონის პრიზმა და პატარა სინათლის თეთრი სხივი დავშალოთ მრავალ ფერად და მოლეკულად, სიბნელეს კი ვერა. ჩვენ სევიძლია შევისწავლოთ სინათლე, მაგრამ სიბნელეს ვერასოდეს შევისწავლით, სინათლეს მუდამ აქვს მანძილი, ხოლო სიბნელე მუდამ იქ მთავრდება სადაც სინათლეა, სინათლის სხივს შეუძლია შეაღწიოს სიბნელეში და გააქროს იგი, ნუთუ ოდესმე შეგეძლებათ გაიგოთ თუ რა დონოზე ბნელია ესა თუ ის საგანი? მაგრამ ყოველთვის გავიგებთ სინათლის რამხელა ოდენობაა მოცემული აქა თუ იქ. სიბნელე არის სიტყვა გამომხატველი სინათლის ნაკლებობისა ამა თუ იმ ადგილებში. ნუთუ ვცდები ბატონო? -პროფესორი მთლად დაიბნა. სტუდენტმა ისევ ჰკითხა: არსებობს ბატონო ბოროტება? – რა თქმა უნდა არსებობს, მსოფლიოში ყოველ დღე გვხვდება იგი, სიმღერებში, რადიოში, მკვლელობა, ქურდობა ძალადობა, ნუთუ ბრმები ხომ არ ვარ რომ არ დავინახოთ იგი. – არა პატივცემულო, ბოროტება არ არსებობს. ბოროტება არის იგივე რაც სიბნელე და სიცივე. ბოროტება ღმერთის ნაკლებობაა ადამიანში. სიტყვა იმის გამომხატველი რომ ადამიანმა ღმერთის რწმენა დაკარგა. ბოროტება არაა რწმენა და სიყვარული, რაც არსებობს როგორც სითბო და სინათლე. იგი რეზულტატია იმისა, რომ ადამიანის გულში ღმერთის სიყვარულისა და რწმენის ნაკლებობა. იგი მოდის მაშინ როცა არაა ღმერთი, როგორც სიცივე მოდის როცა ქრება სითბო და მოდის სიბნელე როცა არ არის სინათლე!
ეს არის ერთ–ერთი ფართოდ გავრცელებული ტყუილი, რომელსაც ხელი შეუწყო ინტერნეტმა და რეკლამამ. არასდროს ასეთი რამ არ მომხდარა და აინშტაინსაც ეს სიტყვები არ უთქვამს. რასაც რეკლამაში ამბობენ, ყველაფერი კი არ უნდა დაიჯეროთ :))
თავად აინშტაინი კი საკუთარ თავს აგნოსტიკოსად და ჰუმანისტად მიიჩნევდა 🙂 და მიუხედავად აგნოსტიკოსობისა, მას არ სჯეროდა, რომ არსებობს ღმერთი, რომელიც ცდილობს ადამიანების ცხოვრების გაკონტროლებას, რომელიც ერევა და ცვლის ბუნების კანონებს და სჯის “ცუდ” ადამიანებს და აჯილდოვებს “კარგ” ადამიანებს.
ბატონო Tato თქვეს მიერ მოყვანილი არგუმენტი ათეისტების და უღმერთოების ყველაზე ბანალური და გაცვეთილი არგუმენტია. უამრავი ადამიანის ძალინ კავალიფიციური პასუხი არსებოს მაგასთან დაკავშირებით.
მსაგვსი არგუმენტის მოყვნა ნათლად აჩვენებს რელიგიურ საკითხებში სრულ დილეტანტობას.
რელიგიურ საკითხებში დილეტანტი ნამდვილად არ ვარ დამერწმუნეთ, ეს პოსტი უბრალოდ ლოგიკური ჯაჭვის მაგალითია და არა ღმერთის არ არსებობის უტყუარი დამადასტურებელი ფაქტი 🙂
როგორ დაიბადა ათეიზმი ?
პრაქტიკულად, ადამიანთა უმრავლესობა ურწმუნოა, თუმცა ბევრ მათგანს თეორიულად ჯერ მაინც სწამს. ყველგან განურჩევლობასა და ამა სოფლის სულისკვეთებას დაუსადგურებია.
რა არის მიზეზი ასეთი მდგომარეობისა?
ამის მიზეზია სიყვარულის განელება. ღვთისადმი სიყვარული აღარ იწვის ადამიანთა გულებში და აქედან გამომდინარე ჩვენს შორის სიყვარულიც მოკვდა.
და რა არის მიზეზი ღვთის მიმართ ადამიანის სიყვარულის გაქრობისა? პასუხი ერთმნიშვნელოვანია – ცოდვა. ცოდვა არის ის ბნელი ღრუბელი, რომელიც არ უშვებს ღვთის ნათელს ჩვენამდე.
მაგარამ ცოდვა აქამდეც არსებობდა. მაშინ როგორღა მივაღწიეთ ასეთ მდგომარეობას, როდესაც ღმერთს არა მხოლოდ უგულებელვყოფთ არამედ გვძულს. დღევანდელ დღეს ადამიანის დამოკიდებულება ღვთისადმი მართლაც არ არის უბრალოდ იგნორირება ან უინტერესობა. თუ ჩვენ უფრო ყურადღებით შევხედავთ დღევანდელ ადამიანს, აუცილებლად შევამჩნევთ, რომ მის უმეცრებასა და უდიერებაში ჩაქსოვილია საშინელი სიძულვილი. მაგრამ როგორ შეიძლება გვძულდეს ის რაც არ არსებობს? მე მართლაც მგონია, რომ დღეს ადამიანებს უფრო სწამთ ღმერთის არსებობისა ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს კაცობრიობის ისტორიაში. ხალხმა ეხლა უკეთესად იცის სახარება, ეკლესიის სწავლება და საერთოდ ღმერთის ქმნილება ვიდრე სხვა ნებისმიერ დროში. მათ ღრმადა აქვთ გაცნობიერებული ღმერთის არსებობა.
თანამედროვე ათეიზმი, სინამდვილეში არ არის ურწმუნოება. ეს არის აუტანლობა იმისა, ვისაც კარგად ვიცნობთ, მაგრამ ვინც გვძულს მთელი ჩვენი არსებით, ზუსტად ისევე, როგორც დემონებს, რომელთაც კარგად იციან და იმავდროულად სძულთ ღმერთი. ჩვენ გვძულს ღმერთი და ზუსტად ამიტომ უგულვებელვყოფთ მას, თვალს ვარიდებთ, თითქოსდა ვერ ვხედავთ და თავი ათეისტებად მოგვაქვს. სინამდვილეში კი ის დაუძინებელ მტრად მიგვაჩნია და მისი უარყოფა ანუ ათეიზმი ჩვენი შურისძიებაა მასზე.
მაგრამ, რატომ სძულთ ადამიანებს ღმერთი? არა მხოლოდ იმიტომ რომ საქმენი მათნი ბნელია და ნათელი აღიზიანებთ, არამედ იმიტომ, რომ ის მათთვის მუდმივ საშიშროებას წარმოადგენს, მარადიულ საფრთხეს, ვითარცა მოწინააღმდეგე სასამართლოში, ვითარცა პროკურორი და დაუნდობელი მსაჯული. ღმერთი მათთვის აღარ არის სახიერი და ყოვლისშემძლე მკურნალი, რომელიც განკაცდა, რათა აღედგინა, განეკურნა ისინი სნეულებისა და სიკვდილისაგან, არამედ სასტიკი მსაჯული და შურისმაძიებელი ინკვიზიტორია.
დემონმა შეძლო დაერწმუნებინა ადამიანები, რომ ჩვენ ღმერთს არ ვუყვარვართ, რომ მას მხოლოდ თავისი თავი უყვარს და მხოლოდ მაშინ გვწყალობს, როდესაც ისე ვიქცევით, როგორც მას სურს და ვძულვართ მაშინ, როდესაც ისე არ მოვიქცევით, როგორც მან გვიბრძანა და იმ ზომამდე სწყინს ჩვენი ურჩობა, რომ ამას მარადიული ტანჯვით გვაზღვევინებს ჯოჯოხეთში, რომელიც მან სწორედ ამ მიზნით შექმნა.
ვის შეუძლია უყვარდეს მტანჯველი? ისინიც კი, ვინც ღვთის რისხვას გაექცევიან და რამენაირად ასიამოვნებენ ამ საშიშ ტირანს, ისინიც ვერ შეძლებენ მის სიყვარულს.
ხედავთ, თუ რამხელა სიცრუე დასწამა დემონმა ყოვლადმოწყალე, ყოვლისმოყვარე და უსაზღვროდ კეთილ შემოქმედს, მის შესახებ საყოველთაოდ გავრცელებული, დამახინჯებული სწავლების მეშვეობით? ამიტომაც ჰქვია ეშმაკს ბერძნულად “დიაბოლოს” – ცილისმწამებელი.
მაგრამ რითი შეძლო ეშმაკმა ღმერთის შესახებ ასეთი სიცრუის გავრცელება? რა ხერხი გამოიყენა კაცობრიობის დასარწმუნებლად, რათა აემღვრია ადამიანთა აზროვნება?
მან ამისთვის თავად “ღვთისმეტყველება” და სასულიერო იერარქია გამოიყენა! მან ჯერ მცირე, თითქო უმნიშვნელო ცვლილებები და გადახრები შეატანინა ღვთისმეტყველებაში, მცირეოდენ ზნეობრივ კომპრომისებზე დაიყოლია იერარქია და შემდეგ, თანდათან სრულიად აცვლევინა სახე ქრისტიანობას, დაამკვიდრა სრულიად არასწორი წარმოდგენა ღმერთზე. აი ამას ჰქვია დასავლური ღვთისმეტყველება.
ოდესმე გიცდიათ ამოგეცნოთ დასავლური ღვთისმეტყველების დედა აზრი? მისი მთავარი დამახასიათებელი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ ის განიხილავს ღმერთს როგორც ბოროტების ნამდვილ მიზეზს.
რა არის ბოროტება? განა არ არის ის განშორება ღვთისაგან, რომელიც თავად არის სიცოცხლე? განა ბოროტება სიკვდილი არ არის? “ბოროტება არის გაუცხოება ღვთისაგან” (წმ. ბასილი დიდი). და რას ასწავლის დასავლური ღვთისმეტყველება სიკვდილის შესახებ? კათოლიკეებისა და პროტესტანტების სრულ უმრავლესობას წარმოუდგენია, რომ სიკვდილი არის სასჯელი ღვთისა. ღმერთმა დაადანაშაულა ყველა ადამიანი ადამის ცოდვაში და დასაჯა ისინი სიკვდილით, მოკვეთით, მათი განყენებით ცხოველსმყოფელი ენერგიებისგან, მათი მოკვლით ჯერ სულიერი, ხოლო შემდეგ ხორციელი სიკვდილით ანუ სულიერი შიმშილის მეშვეობით. დაბადებათა წიგნის ამ ეპიზოდს: “უკუეთუ იგემოთ ამა ხისა ნაყოფი, მოკუდებით სიკუდილით”. ავგუსტინე შემდეგნაირად განმარტავს: “უკუეთუ იგემოთ ამ ხის ნაყოფი, მე თქვენ მოგკლავთ. ”
ზოგიერთი პროტესტანტი თვლის, რომ სიკვდილი ღმერთის სასჯელი კი არა, არამედ სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. მაგრამ განა თავად ღმერთი არ არის ყოველივე ბუნებრივის შემქმნელი? ასე რომ, ორივე შემთხვევაში, მათთვის სიკვდილის მიზეზი არის ღმერთი. და ეს ეხება არა მხოლოდ ხორციელ სიკვდილს, არამედ სულიერ სიკვდილსაც. განა არ ამბობენ დასავლეთში თეოლოგები, რომ ჯოჯოხეთი, რომელიც მარადიული სულიერი სიკვდილია, არის ღმერთის სასჯელი? და განა არ ამბობენ ისინი, რომ ეშმაკი არის ღმერთის მსახური რომელიც მარადიულად სტანჯავს ადამიანებს ჯოჯოხეთში?
დასავლეთის “ღმერთი” არის შეურაცხყოფილი და გაბოროტებული ღმერთი, ღმერთი რომელიც სავსეა მრისხანებით ადამიანთა ურჩობის გამო, რომელსაც სურს რომ საუკუნოდ სტანჯოს მთელი კაცობრიობა მისი ცოდვების გამო, სანამ არ დაიკმაყოფილებს თავის შეურაცხყოფილ სიამაყეს.
რას ქადაგებენ დღეს დასავლეთში თუ აღმოსავლეთში? რომ თურმე ცხონება არის გადარჩენა ღვთის რისხვისაგან, და რომ ჯოჯოხეთი არის ღმერთის სასჯელი სადაც ეშმაკი, რომელიც სტანჯავს ადამიანებს, ღვთის ბრძანებას აღასრულებს. რომ ღმერთმა მოკლა ღმერთი (ძე ღმრთისა), რათა დაეკმაყოფილებინა თავისი შეურაცხყოფილი ღირსება, რასაც დასავლეთში ევფემისტურად სამართლიანობას ეძახიან.
როგორ შეიძლება ვინმეს უყვარდეს ასეთი ღმერთი? როგორ შეიძლება გვწამდეს ის, ვინც ძრწოლასა და სიძულვილს იწვევს ჩვენში? როგორ შეიძლება გვქონდეს იმის იმედი, ვინც ასეთი დაუნდობელია. ამიტომაცაა, რომ დიდია ადამიანებში იმის სურვილი, რომ არ არსებობდეს ის ვინც ასე გვემუქრება, მითუმეტეს თუ ეს საფრთხე არის მარადიული. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ადამიანები, რადგან მარადიული სამოთხეც კი აუტანელი იქნებოდა ასეთ სასტიკ ღმერთთან ერთად. ასე დაიბადა ათეიზმი, რომელიც სრულიად უცხო იყო აღმოსავლეთისთვის (მართლმადიდებლობისთვის), ვიდრე დასავლურმა ღვთისმეტყველებამ არ შეაღწია და უდიდესი ზეგავლენა არ იქონია მასზე. ათეიზმი არის ნაყოფი დასავლური ღვთისმეტყველებისა.
ათეიზმი არის უარყოფა ბოროტი, შურისმაძიებელი ღმერთისა. ადამიანები გახდნენ ათეისტები რათა თავი დაეღწიათ ამგვარი ღმერთისაგან და ისინი სირაქლემასავით მალავენ თავებს და ხუჭავენ თვალებს. ათეიზმი არის უარყოფა კათოლიკური და პროტესტანტული ღმერთისა. ამიტომაც ათეიზმი კი არ არის ქრისტიანობის მტერი, ჩვენი მტერი გაყალბებული და დამახინჯებული ქრისტიანობაა.
ალექსანდრე კალომიროსი – ცეცხლის მდინარე
ბოროტება იმიტომ არსებობს რომ შენნაირი ტუპიაკები გონს მოეგონ!!!
🙂
არ ვამბობ რომ ღმერთი არ არსებობს უბრალოდ მისი არ მწამს იმიტომ რომ ირგვლივ ვიყურები და ვხედავ უსამართლობას. ჩემი აზრით ბოროტება იმიტომ არსებობს რომ გავარჩიოთ ერთმანეთისგან ‘თეთრი’ და ‘შავი’ მარტო სიკეთე ან მარტო ბოროტება რომ არსებობდეს ცხოველები ვიქნებოდით მხოლოდ ჩვენი რეფლექსების მიხედვით ვიმოქმედებდით და არ გვექნებოდა თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება
qatmis tvina mgonia adamiani romelic gmertis kopnas mimtkicebs