საკუთარ თავზე საუბარი ძნელიაო ამბობენ… ძნელი კი არა, ყველაზე იოლი რამ არის რისი გაკეთებაც ადამიანს შეუძლია, ბოლოს და ბოლოს საკუთარ თავს შენზე უკეთ არავინ იცნობს, თქვი რაც გინდა, მაგრამ მეორეა დაგიჯერებენ თუ არა…

ასე რომ მხოლოდ ფაქტებით დავკმაყოფილდეთ, რომელთა გადამოწმებაც შეიძლება და სანდოა…

მე გახლავართ ვახტანგ ბაციკაძე, მაგრამ ყველა, აბსოლუტურად ყველა, მიცნობს როგორც ტატოს. ბევრს ჩემი სახელი ტარიელიც კი ჰგონია, მაგრამ არა, ჩემი სახელია ვახტანგი… დავიბადე 1984 წლის 12 ნოემბერს, თბილისში, ლექტორების ოჯახში, სახელი კი მამაჩემმა რა გასაკვირია და, ბაბუის საპატივსაცემოდ დამარქვა.

მოკლედ ძალიან რომ არ გავაგრძელო, უბრალოდ ჩემი ინტერესების შესახებ გეტყვით: მიყვარს ფეხბურთი, ზოგადად სპორტი, როკ–მუსიკა, ჯაზი და ბლუზიც ოღონდ ცოტა ნაკლებად, ძალიან მიყვარს კინოხელოვნება, მიყვარს ლიტერატურა…

არ მიყვარს არა, მაგრამ ჯეროვნად ვერ აღვიქვამ და არ ვაფასებ მხატვრობას… ნერვებს მიშლის ბალეტი :))

მიყვარს წერა, კითხვა, თამაში :))

და რაც ყველაზე მთავარია მიყვარს ჩემი კურცქვიტა 🙂

ბოლო ორი წელია ბავშვობის ოცნება ავისრულე და ტელეკომპანია GMG-ის საფეხბურთო კომენტატორი ვარ, გარდა ამისა ვწერ სპორტულ გაზეთ “ლელოში” და ამის გამო, ბლოგისთვის ძალიან იშვიათად ვიცლი, რის გამოც ბევრი პოსტი დაძველებულია 🙂