Tag Archive: ალფრედ ჰიჩკოკი


ედვარდ გეინი

 

გადავწყვიტე მოგიყვეთ ამერიკის ყველაზე სასტიკ და დაუნდობელ სერიულ მკვლელებზე 🙂  და ვინ იქნებოდა დასაწყისისთვის ყველაზე კარგი კანდიდატი, თუ არა ედ გეინი, ადამიანი, რომლის მკვლელობებმაც შეძრა არამარტო ამერიკა, არამედ მთელი მსოფლიო და ეს მიუხედავად იმისა, რომ მან მხოლოდ და მხოლოდ 2 ადამიანი მოკლა (მეტი ვერ დაუმტკიცეს).

ალბათ ყველას გაქვთ ნანახი ალფრედ ჰიჩკოკის “ფსიქო“, “კრავთა დუმილი” ან კიდევ “ტეხასური ჟლეტვა ბენზოხერხით“. სამივე ამ ფილმის მთავარი “ბოროტი” გმირი – ნორმან ბეიტსი, ბაფალო ბილი და “ტყავის სახე”, შექმნილია ედ გეინის მიხედვით.

1957 წლის 16 ნოემბერს, საკუთარი პროდუქტების მაღაზიიდან, უკვალოდ გაქრა ბერნის უორდენი, 58 წლის ქვრივი. ვინაიდან ეს ხდებოდა პატარა ქალაქ პლეინფილდში, სადაც მოსახლებოა სულ რაღაც 800 კაცი იყო, ხოლო  პროდუქტების მაღაზია ერთი, ხალხმა უმალვე შეამჩნია ის, რომ მაღაზია დაკეტილი გახლდათ. ბერნის უორდენის შვილი, რომელიც ქალაქის სხვა მამაკაცებთან ერთად სანადიროდ იმყოფებოდა, შუადღის მერე დაბრუნდა სახლში, გაიგო რომ მაღაზია დაკეტილი იყო და  იქ მივიდა. აქ კი მის წინაშე საზარელი სურათი გადაიშალა, შენობაში არეულობა იყო, მაგრამ ყველაზე საშინელი გახლდათ, რომ იატაკზე იყო სისხლის კვალი, რომელიც დახლიდან უკანა კარამდე მიდიოდა. სწორედ აქ იპოვა მან “ჩეკი”, რომელიც ედ გეინის სახელზე იყო გამოწერილი.

ედ გეინის სახლი

ბერნის უორდენის გამოშიგნული გვამი

პოლიციამ მიიღო ბრძანება, რომ მისი სახლი გაეჩხრიკათ. სწორედ აქედან იწყება ერთ–ერთი ყველაზე საზარელი სერიული მკვლელის ისტორია. პოლიცია მიადგა ედ გეინის სახლს, რომლის გარედან უბრალოდ დანახვაზეც კი ადამიანს ჟრუანტელი დაუვლიდა, რადგან ეს იყო ჩაბნელებული და განცალკევებით მდგარი სახლი, რომლიდანაც არ გამოდიოდა სინათლე. პირველად პოლიციელები შევიდნენ თავლაში. ელექტრო ენერგიის უქონლობის გამო, ისინი გზას პატარა ფანრების მეშვეობით იკვლევდნე. ერთ–ერთი პოლიციელი მხრით გამოედო რაღაცას, რაც მისი აზრით კაუჭზე ჩამოკიდებული ირემი უნდა ყოფილიყო. სინამდვილეში ეს ირემი კი არა, გამოშიგნული ბერნის უორდენის გვამი იყო.

ამის შემდეგ პოლიციელებს წინ კიდევ უფრო ამაზრზენი სანახაობა ელოდათ. მათ შეაღწიეს ედის სახლში, სადაც თვითმხილველთა თქმით ისეთი ქაოსი და სიბინძურე სუფევდა, რაც ცდება ადამიანის წარმოდგენას. ყველგან მიმოყრილი იყო ნივთები, მტვერი, ჭუჭყი, მაგრამ ყველაზე საშინელი სხვა რამ იყო: კედლებზე ეკიდა ადამიანის სახეებისგან გაკეთებული ნიღბები; მაგიდაზე იდო ფანარი, რომელსაც გარს ადამიანის კანი აკრავდა; გარდერობში იყო შარვალი დამზადებული ადამიანის კანისგან; სკამი, რომელსაც გარს ადამიანის კანი არტყამდა; ქალის ძუძუსთავებისგან დამზადებული ქამარი; თეფში, რომელიც გაკეთებული იყო თავის ქალიდან; მაცივარი იყო გამოტენილი ადამიანის ორგანოებით; ჩულქები დამზადებული ქალის კანისგან; ქალის სასქესო ორგანო, რომლის ამოცმაც საცვლის მსგავსად შეიძლებოდა…  ამ ყველაფრის შემდეგ, ერთი პოლიციელი მიადგა ყუთს, ჩაიხედა შიგნით და დაინახა თმა. შემდგომში ის პოლიციელი ამბობდა, რომ რაც მან გააკეთა იყო მხოლოდ და მხოლოდ ინსტიქტური საქციელი, რადგან ის უკვე ვეღარ აზროვნებდა ნანახის გამო. მან ხელი ჩაყო ყუთში, თმას ხელი მოკიდა და იქიდან ამოიღო ადამიანის თავი, რომელიც ეკუთვნდა მერი ჰოგანს, მასიურ ქალს, რომელიც ადგილობრივი ბარის მეპატრონე იყო და ამ მოვლენებამდე 3 წლით ადრე უკვალოდ გაქრა.

ედმა მხოლოდ ამ ორი ქალის მკვლელობა აღიარა, დანარჩენებზე კი განაცხადა, რომ გვამები სახლში სასაფლაოდან მიჰქონდა.

სახლში, აბსოლუტურად სუფთა და მოვლილი მხოლოდ და მხოლოდ ერთი ოთახი იყო – ედის დედის, ავგუსტას ოთახი. მკაცრი, კათოლიკე მორწმუნე ქალის, რომელსაც ძალზედ დიდი გავლენა ჰქონდა ედზე. ის არწმუნებდა მას, რომ მის გარდა ყველა ქალი იყო ბოზი, უშლიდა მას სხვა ბავშვებთან კონტაქტს და ამუშავებდა ფერმაზე. მას შემდეგ რაც ედის მამა გარდაიცვალა, დედის გავლენა კიდევ უფრო დიდი გახდა, რის გამოც რამდენჯერმე ჰენრი გეინმა, ედის ძმამ, კრიტიკული შენიშვნა გააკეთა დედის მისამართით. 1944 წელს, ხანძრის ჩაქრობისას, რომელსაც ედდთან ერთად აქრობდა ჰენრი დაიღუპა. არსებობს ეჭვი, რომ ის ედმა მოკლა.

1945 წელს ავგუსტა გარდაიცვალა, რამაც ედზე საშინლად იმოქმედა. ის დაინტერესდა ანატომიით და წიგნებით, რომელიც ექსგუმაციას ეხებოდა. ასევე უყვარდა გაზეთებში ნეკროლოგების კითხვა. სავარაუდოდ ამის შემდეგ დაიწყო სასაფალოებზე სიარული და გვამების ამოთხრა. მოსახლეობასთან აღებულ ინტერვიუებში ჩანს, რომ არავინ მას გიჟად არ თვლიდა, უბრალოდ ყველას ის “ცოტათი უცნაურად” მიაჩნდა. მეზობლების თქმით, ედი ძალზედ კარგი დამხმარე იყო და დიასახლისებს, რომელთაც სახლში დახმარება სჭირდებოდათ, უანგაროდ ეხმარებოდა.

ედ გეინი არის ერთადერთი სერიული მკვლელი, ცნობილი სერიული კილერებიდან, რომელიც სასამართლომ ოფიციალურად აღაირა გიჟად და მის კონდიციაში შეუძლებლად მიიჩნიეს პროცესის გამართვა, რის გამოც ის  ფსიქიატრიულ კლინიკაში გამოამწყვდიეს. 10 წლის შემდეგ, ექიმების დასკვნით, მას შეეძლო სასამართლოზე გასვლა. სასამართო პროცესოს დასრულებისთანავე, ედი ისევ ფსიქიატრიულში დააბრუნეს, სადაც ის 1984 წელს, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დაკავებიდან რამდენიმე დღეში, ედ გეინის “საშინელებათა სახლი” აუქციონზე გასაყიდად გაიტანეს, მაგრამ აუქციონამდე ერთი დღით ადრე ის დაიწვა, რამაც  პლეინფილდის მოსახლებოას შვება მოჰგვარა, რადგან მათ არ სურდათ საკუთარ პატარა ქალაქში ტურისტების მოზღვავება, თუმცა ამას მაინც ვერ გადაურჩნენ და ამ ქალაქში, ედის დამწვარი სახლის სანახავად ათასობით კაცი ჩავიდა. ერთადერთი ქონება რაც ედს დარჩა, იყო მისი მანქანა, რომელიც მოხეტიალე ბაზრობამ შეიძინა, სადაც მის სანახავად, მხოლოდ პირველ ორ დღეს, ფული 2000–მა კაცმა გადაიხადა.

სუვენირების მოყვარულები წლების მანძილზე იპარავდნენ ნატეხებს მისი საფლავის ქვიდან. 2000 წელს თავად ქვაც მოიპარეს, რომელიც ერთი წლის შემდეგ სიეტლთან ახლოს იპოვნეს და მას შემდეგ ის მუზეუმში ინახება.

ნორმან ბეიტსი

ედ გეინის ამბავის გასკდომიდან რამდენიმე ხანში, რობერტ ბლოხმა დაწერა წიგნი “ფსიქო“, რომელიც შემდეგ, ალფრედ ჰიჩკოკმა ერთ–ერთ საკულტო ფილმად აქცია. მთავარი გმირი, ნორმან ბეიტსი, არის პატარა გზისპირა მოტელის მფლობელი შიზოფრენიკი, რომელსაც გარდაეცვალა დედა და ის ამ ფაქტს ვერ ეგუება. ბეიტსი დედის ტანსაცმელს იცვამს და  მოტელის სტუმრებს კლავს. მოტელის თავზე წამოჭიმულია დიდი და საშიში სახლი, რომლის ერთ–ერთი ოთახის ფანჯრებიდანაც ხშირად ჩანს ბებერი ქალის სილუეტი.

ბაფალო ბილი

ბაფალო ბილი, არის მკვლელი “კრავთა დუმილიდან“, რომელიც კლავს ქალებს, აცლის მათ კანს და თავისთვის ქალის ტანსაცმელს იკერავს.

“ტყავის სახე” კი არის მკვლელი საკულტო ფილმიდან “ტეხასური ჟლეტვა ბენზოხერხით”. მას და მის მამას სახლში აქვთ ავეჯი, რომელიც დამზადებულია ადამიანის ძვლებისა და ტყავისგან და ოთახი სადაც აწამებენ დაჭერილ ახალგაზრდებს.

ყველა ეს წარმოუდგენლად სასტიკი პერსონაჟი შექმნილია ედ გეინის პიროვნების შთაგონებით, ადამიანისა, რომლის მიერ ჩადენილმა ორმა მკვლელობამ შეძრა მთელი მსოფლიო.

ტყავის სახე

ნორმან ბეიტსი და მისი სახლი

ამჯერად გთავაზობთ გამოთქმებს, აფორიზმებს ან უბრალოდ ხუმრობებს, რომლებიც ჩემი აზრით ყველამ უნდა იცოდეს. არ აქვს მნიშვნელობა იცით თუ არა ქვემოთ მოყვანილი გამოთქმები, მათი გადაკითხვით მგონი მაინც ნასიამოვები დარჩებით, რადგან არც თუ ისე ბევრი რამ არის ამ სამყაროში კარგად და დროულად წარმოთქმულ ფრაზაზე უკეთესი…

იჩქარე ნელა” – ოქტავიან ავგუსტუსი, რომის პირვლეი იმპერატორი

მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: “როგორ ფიქრობთ კარგად ვითამაშე თუ არა ჩემი ცხოვრების კომედია?“.

აიზეკ აზიმოვი

ვცდილობ თუ არა ღმერთის პოვნას? ის ჩემზე ჭკვიანია, თვითონ სცადოს ჩემი პოვნა” – აიზეკ აზიმოვი

მუჰამედ ალი

ბოქსი – როცა უამრავი თეთრკანიანი უყურებს როგორ ურტყამს ერთმანეთს ორი შავკანიანი” – მუჰამედ ალი

“მე დავინახე როგორ ეჩხუბებოდა ჯორჯ ფორმენი ჩრდილს და ჩრდილმა მოიგო” – მუჰამედ ალი

“ამ რესტორანში არავინ აღარ დადის, იმიტომ რომ ის სულ სავსეა” – იოგი ბერა (ამერიკელი ბეისბოლისტი)

მარტოხელა ცხოვრობს როგორც მეფე და კვდება როგორც ძაღლი, დაქორწინებული ცხოვრობს როგორც ძაღლი, სამაგიეროდ კვდება როგორც მეფე” – ჟან ანუი

არ ჰყავს მეგობრები იმას, ვისაც ისინი ბევრი ჰყავს” – არისტოტელე

დრო ბრწყინვალე მასწავლებელია, მაგრამ სამწუხაროდ ის კლავს თავის მოსწავლეებს” – ჰექტორ ბერლიოზი

ერთადერთი სხვაობა რელიგიას და სექტს შორის არის უძრავი ქონება, რომელიც მათ გააჩნიათ” – ფრენკ ზაპა

“ორი ელემენტი, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება სამყაროში – წყალბადი და სისულელე” – ფრენკ ზაპა

ფრენკ ზაპა

როკ–ჟურნალისტია – როდესაც ტიპები, რომლებმაც არ იციან წერა, ინტერვიუს ართმევენ ტიპებს, რომლებმაც არ იციან ლაპარაკი, ტიპებისთვის რომლებმაც არ იციან კითხვა” – ფრენკ ზაპა

ყოველთვის მიკვირდა როდესაც ქალებს უშვებდნენ ეკლესიაში. რაზე უნდა ესაუბრონ მათ ღმერთს?” – შარლ ბოდლერი

ღმერთი არის, მაგრამ მე მისი არ მწამს” – ოსიპ ბრიკი

როდესაც ვოლტერს სიკვდილის წინ შესთავაზეს, ეშმაკზე უარის თქმა, მან უპასუხა: “ახლა არ არის ახალი მტრების გაჩენის დრო“.

ვაზროვნებ, ესე იგი ვარსებობ” – რენე დეკარტი

მე ვაზროვნებ, ესე იგი დეკარტი არსებობს” – სოლ სტეინბერგი

მაჰათმა განდის ჰკითხეს:

–რას ფიქრობთ დასავლურ ცივლიზაციაზე?

ვფიქრობ ეგ კარგი იდეა იქნებოდა.

სალვადორ დალი

გიჟს და ჩემს შორის მხოლოდ ერთი სხვაობაა: გიჟს ჰგონია რომ ნორმალურია, მე კიდევ ვიცი რომ არ ვარ” – სალვადორ დალი

მე სიღარიბეში ვცხოვრობდი, ხოლო მოვკვდები მდიდარი. ისე პირიქით უკეთესი იქნებოდა” – ბენჟამინ დიზრაელი

თუ გსურთ ადამიანის გული მოიგოთ, მიეცით მას საშუალება გაჯობოთ კამათში” – ბენჟამინ დიზრაელი

ვუდი ალენი

მე ებრაული ტრადიციებით გამზარდეს, რომელიც კრძალავდა არაებრაელ ქალზე დაქორწინებას, შაბათს საღამოს გაპარსვას და განსაკუთრებით შაბათ საღამოს არაებრაელი ქალის გაპარსვას” – ვუდი ალენი

ჩემს ცოლს არ სურს გაზრდა – მე აბაზანას ვიღებ, ის კიდე ჩემს გემებს ძირავს” – ვუდი ალენი

თქვენთვის მე ათეისტი ვარ, ღმერთისთვის კი ლოიალური ოპოზიცია” – ვუდი ალენი

მამაჩემი ცოტა გაბუდული რომ ყოფილიყო, 3 წლით უფროსი ვიქნებოდი” – მარსელ აშარი

აი ჯენტლმენი – ის არ დაარტყამს ქალს, ქუდის მოხდის გარეშე” – მარსელ აშარი

მიხაილ ჟვანეცკი

ოლიმპოს მთიდან დაბრუნების შემდეგ დიოგენეს ჰკითხეს, ბევრი ხალხი იყო თუ არა იქ. დიოგენემ უპასუხა: “ხალხი კი, ადამიანი ცოტა“.

თავი ვერ შეიკავა, გააღო მიმზიდველი პირი და უმალ გააფუჭა მშვენიერი ტანი და ძვირფასი საცურაო კოსტუმი” – მიხაილ ჟვანეცკი

“ის ბებერი იდიოტია, თუმცა აქ ასაკი არაფერ შუაშია” – მიხაილ ჟვანეცკი

“არასდროს განსაჯოთ ადამიანზე მათი მეგობრების მიხედვით, იუდას მშვენიერი მეგობრები ყავდა” – პოლ ვალერი

რა მაქვს საერთო ებრაელებთან? მე საკუთარ თავთანაც თითქმის არაფერი მაქვს საერთო” – ფრანც კაფკა

ქვეყანაში რომელსაც კარგად მართავენ რცხვენიათ სიღარიბის, ქვეყანაში რომელსაც მართავენ ცუდად – სიმდიდრის” – კონფუცი

“ცხოვრება მავნებელია. მისგან კვდებიან” – სტანისლავ ლეცი

სასჯელმა არ უნდა გამოიწვიოს იმაზე მეტი შეშფოთება, ვიდრე დანაშაულმა” – კარლ მარქსი

ყველა შილინგს სხვის ჯიბეში ის პირად შეურაცხყოფად იღებდა” – ო. ჰენრი

თუ თქვენ მოიწყინეთ მაშინ, როდესაც მარტო ხართ, ესე იგი ცუდ საზოგადოებაში ხართ” – ჟან პოლ სარტრი

არაფერი არ იცვლება ისე ხშირად, როგორც წარსული” – ჟან პოლ სარტრი

ალფრედ ჰიჩკოკი

“საუკეთესო მსახიობები რა თქმა უნდა დისნეის ჰყავს, ცუდს ის უბრალოდ შლის” – ალფრედ ჰიჩკოკი

ალფრედ ჰიჩკოკი

ინდივიდუალური სტილი არის საკუთარი თავის პლაგიატი” – ალფრედ ჰიჩკოკი

ფილმის ხანგრძლივობა ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის შარდის ბუშტის გამძლეობას” – ალფრედ ჰიჩკოკი

საუკეთესო მსახიობი – ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებით კარგად შეუძლია აკეთოს არაფერი ” – ალფრედ ჰიჩკოკი

ილაპარაკო დაუფიქრებლად, იგივეა რაც, ისროლო დაუმიზნებლად” – მიგელ სერვანტესი

იწყებ მოწევას, რათა დაამტკიცო რომ კაცი ხარ, დაახელობით 30 წლის შემდეგ იგივე მიზეზით ცდილობ თავი დაანებო მოწევას” – ჟორჟ სიმენონი

ღმერთის ერთადერთი გასამართლებელი საბუთი ისაა, რომ ის არ არსებობს” – სტენდალი

სიგარეტისთვის თავის დანებებაზე იოლი არაფერია, დამიჯერეთ, მე უკვე 30–ჯერ მაინც დავანებე” – მარკ ტვენი

მე უარი ვთქვი მონაწილეობა მიმეღო მის დასაფლავებაში, მაგრამ გავაგზავნე წერილი, რომელშიც მივესალმე ამ ღონისძიებას” – მარკ ტვენი

არაფერია იმაზე მეტად გამაღიზიანებელი ვიდრე კარგი მაგალითი” – მარკ ტვენი

მარკ ტვენი

შესანიშნავი გზა გაიფუჭო ადამიანთან ურთიერთობა – უთხრა: “არა, თქვენ არასწორად ყვებით ამ ანეკდოტს” და შემდეგ მოყვე შენებურად” – მარკ ტვენი

უმჯობესია ჩუმად იყო და ხალხს დებილი ეგონო, ვიდრე პირი გააღო და გააქარწყლო ყველა ეჭვი” – მარკ ტვენი

ბედნიერი იყო ადამი! თუ შეეძლო რამის კარგად თქმა, დარწმუნებული შეიძლება ყოფილიყო, რომ მან ეს პირველმა თქვა” – მარკ ტვენი

მარკ ტვენი ჩემი საყვარელი მწერალია, სამი მიზეზის გამო: ის კარგად წერდა, ის მე მართობდა და ის უკვე მკვდარია” – ერნესტ ჰემინგუეი

ადამიანს სჭირდება 2 წელი რომ იწავლოს ლაპარაკი და 50 რომ ისწავლოს გაჩუმება” – ერნესტ ჰემინგუეი

თუ არ შეგიძლიათ დაუმტკიცოთ – დააბნიეთ” – ჰარი ტრუმენი

ცენზურა – რეკლამა სახელმწიფოს ხარჯზე” – ფედერიკო ფელინი

ბობი ფიშერი

“ჩემი პარტია ღმერთთან ალბათ ფრედ დამთავრდებოდა” – ბობი ფიშერი

სამი კარგად შეინახავს საიდუმლოს, თუ ორი მათგანი მკვდარია” – ბენჟამინ ფრანკლინი

ამ სამყაროში ორი რამ არის გარდაუვალი – სიკვდილი და გადასახადები” – ბენჟამინ ფრანკლინი

არავის მისცეთ თქვენი წიგნები, თორემ მათ ვერასდროს ნახავთ. ჩემ ბიბლიოთეკაში მარტო ის წიგნები დარჩა, რომლებიც სხვებს გამოვარტვი წასაკითხად” – ანატოლ ფრანსი

ხანდახან სიგარა მხოლოდ სიგარაა” – ზიგმუნდ ფროიდი

“მე ფროიდი დამესიზმრა. რას უნდა ნიშნავდეს?” – სტანისლავ ლეცი

ზიგმუნდ ფროიდი

საკუთარი ძაღლისთვის ყველა ჩვენთაგანი ნაპოლეონია. აი რატომ უყვართ ძაღლები” – ოლდოს ჰაქსლი

არ ვიცი რატომ ლანძღავენ მთავრობას…ის ხომ არაფერს აკეთებს” – ბობ ჰოუპი

თუ სანთლები დაბადების დღის ტორტში უფრო ძვირი დაგიჯდათ, ვიდრე თვითონ ტორტი, ესე იგი სიბერე ახლოსაა” – ბობ ჰოუპი

დემოკრატია – მმართველობის ყველაზე ცუდი ფორმა, თუ არ ჩავთვლით ყველა დანარჩენს” – უინსტონ ჩერჩილი

“უკეთესია საშინელი დასარული, ვიდრე საშინელება დასასრულის გარეშე” – ფრიდრიხ შილერი

არ ეცადოთ იცხოვროთ მუდამ, თქვენ არაფერი გამოგივათ” – ბერნარდ შოუ

უთხარი მას რომ ცაზე 9543234546364523 ვარსკვლავია და ის დაგიჯერებს, მაგრამ უთხარი მას რომ ეს სკამი ამ წამს იქნა შეღებილი და ის აუცილებლად შეეხება მას თითით” – ბერნარდ შოუ

მხოლოდ ორი რამ არის უსასრულო: სამყარო და სისულელე. თუმცა სამყაროს შესახებ დარწმუნებული არ ვარ” – ალბერტ აინშტაინი

ალბერტ აინშტაინი