პოპულარულმა საიტმა goal.com და კოკა–კოლამ წარმოადგინეს ერთობლივი პორექტი: მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე დასამახსოვრებელი გოლების რნიშვნების 50–ეული. მე და არა მარტო მე, არ დავეთანხმეთ ამ რეიტინგის საბოლოო შედეგებს, რადგან პირველ ადგილზე გავიდა აღნიშვნა, რომელიც ახლოსაც ვერ მივიდოდა მეორე ან მესამე ადგილოსანთან. თუ გაინტერესებთ ეს რეიტინგ, მიბრძანდით საიტზე და თქვენი თვალით იხილეთ, აქ კი მე შემოგთავაზებთ ჩემი აზრით ყველაზე დასამახსოვრებელი გოლების აღნიშვნების 10–ეულს.
X ადგილი
ბუდევეინ ზენდენი (ჰოლანდია, 1998 წელი)
გაუგებარი რამ, რაც ბატონმა ზენდენმა მოიმოქმედა. საერთოდ როგორი ფეხბურთელიც იყო, ისეთივე სალოტო გამოუვიდა 🙂
IX ადგილი
ფაბიო გროსო (იტალია, 2006)
გამორბენი და ღრიალი მარკო ტარდელის საუკეთესო ტრადიციების დაცვით
VIII ადგილი
ჯორჯ ფინიდი (ნიგერია, 1994)
ფინიდი ყოველთვის გამოირჩეოდა არტისტული აღნიშვნებით, ეს მისი დებიუტი იყო დიდ სცენაზე
VII ადგილი
ლილიან ტურამი (საფრანგეთი, 1998)
სულ ორ კაცს გაუტანია მუნდიალის ნახევარფინალში 2 გოლი, მარადონას და ტურამს, თან ლილიანს ნაკრებში არც მანამდე და არც შემდეგ გოლი აღარ გაუტანია, ასე რომ რა გასაკვირია, თუ ამ მიღწევამ ის ცოტა ხნით ჩააფიქრა?!
VI ადგილი
ბრაიან ლაუდრუპი (დანია, 1998)
ამ გოლს განსაკუთრებული ელფერი, აღნიშვნის გარდა, ასევე რობერტო კარლოსის ტანმოვარჯიშის მონაცემების დემონსტრირებამ შესძინა, მაგრამ რადგან აქ აღნიშვნებზე ვსაუბრობთ, ვის არ გახსოვთ ყველასთვის საყვარელი პატარა ლაუდრუპის “პოზიორობა”?!
V ადგილი
რაშიდ იეკინი (ნიგერია, 1994)
ნიგერიის ისტორიაში პირველი გოლი მსოფლიოს ჩემპიონატებზე. მას დაუვიწყარის სტატუსი სწორედ იეკინის აღნიშვნამ მიანიჭა… ვერ იხსენებთ რომელ აღნიშვნაზეა საუბარი? მაშ ჩართეთ ვიდეო, დაელოდეთ 0:50–ს და ნახავთ, რომ გაგახსენდებათ და გაგეღიმებათ, ეს როგორ ვერ გავიხსენეო…
IV ადგილი
ბებეტო (ბრაზილია, 1994)
ბებეტოს მეოთხე ბავშვი შეეძინა და გოლიც მას მიუძღვნა, მეტი კომენტარი საჭირო არაა, ბებეტოს ხსენებაზე ხომ ყველას ისედაც ეს აღნიშვნა გვახსენდება პირველ რიგში და არა მისი რომელიმე გოლი…
III ადგილი
დიეგო მარადონა (არგენტინა, 1994)
…თვალები ისე ჰქონდა ანთებული, უეჭველი დოპინგი ჰქონდა მიღებულიო…ამის ან გვჯერა, ან არ გვჯერა, მაგრამ დიეგოს მაშინდელი სახის გამომეტყველება ყველას გვახსოვს…
II ადგილი
როჟე მილა (კამერუნი, 1990)
ყველას გახსოვთ ალბათ მისი მირბენა კუთხურის ალამთან და ცეკვა… ხოლო ამ თამაშის მეორე გოლი, ალბათ მუნდიალის ისტორიაში კურიოზული გოლების ათეულშიც ულაპარაკოდ მოხვდებოდა…
I ადგილი
მარკო ტარდელი (იტალია, 1982)
უკომენტაროდ…
განსხვავებული აზრი მოისმინება კომენტარების მეშვეობით, ოღონდ პირველ ადგილზე არ იდავოთ, უკონკურენციოა ტარდელის ღრიალი 🙂 (იტალიის გულშემატკივარი არ გახლავართ, ამიტომ მიკერძოებას ვერ დამაბრალებთ)