გთავაზობთ იმ მცდარი გამოთქმების და მოსაზრებების სიას, რომელიც დამკვიდრებულია საქართველოში და არამარტო საქართველოში 🙂 სამწუხაროდ მაინც და მაინც ბევრი ვერ გავიხსენე, მაგრამ თქვენ თუ გახსოვთ რომელიმე, ნუ დაიზარებთ და კომენტარში დაწერეთ და შემდეგ მეორე ნაწილად გამოვაქვეყნებ 🙂
მზე ამოვიდა, მზე ჩავიდა – მზე არც ამოდის და არც ჩადის 🙂 ეს გამოთქმა ჯერ კიდევ იმ დროდან მომდინარეობს, როდესაც ადამიანებს დედამიწა ბრტყელი ეგონათ.
ქსეროქსი, გადავაქსეროქსოთ – XEROX არის კომპანია, ისეთივე როგორიც მაგალითად HP ან SONY, ასე რომ თავისუფლად შეგიძლიათ თქვათ: “წამოდი კონსპექქტები გადავაჰიულეტპაკარდოთ ან გადავასონიოთ”.
მზე და ვარსკვლავები – მზე იგივე ვარსკვლავია, ხოლო ყველა ვარსკვლავი იგივეა მზეა 🙂
ბოტასი – ბოტასიც ასევე კომპანიის დასახელებაა, რომელიც უშვებდა ისეთი სტილის ფეხსაცმელებს, რომელსაც ჩვენ ბოტასებს ვეძახით.
ქრისტე ღმერთი – ქრისტე, როგორც მოგეხსენებათ, ღვთის ძე იყო და არა თვით ღმერთი.
მოკვდები და ზევით ახვალ/ ქვემოთ ჩახვალ – არსადაც არ ახვალ ან ჩახვალ (მაქსიმუმ მიწაში)
ფრედი მერკურის We Are The Champions – ჯგუფს ერქვა Queen და არა ფრედი მერკური 🙂
100 პროცენტიანი შესაძლებლობა – ეს უკვე შესაძლებლობა კი არა, ფაქტია 🙂 შესაძლებლობა შეიძლება იყოს 99 პროცენტიანი…
პამპერსი – ქსეროქსის არ იყოს, ესეც კომპანიის დასახელებაა, მაგრამ ჩვენ ასე ყველანაირ საბავშვო საშუალებას ვუწოდებთ.
ნოვა – ისევე როგორც ყველანაირ ქაღალდის ცხვირსახოცს ვეძახით ნოვას, არადა ესეც, გაგიკვირდებათ და მხოლოდ და მხოლოდ ერთ–ერთი ფირმის სახელია.
ტრამვა მიიღო – ტრამვა არა, ტრავმა.
ფეღბურთი – ეს არის სპორტი, რომელსაც თამაშობენ ბურთით და ფეღებით.
კალადბურთი – ეს კი არის სპორტი, რომელშიც ბურთი უნდა ჩააგდო კალადში.
სასომხეთი – ასეთი დასახელების ქვეყანა არ არსებობს, მსგავსი წარმატებით გერმანიას შეგვიძლია საგერმანეთი ვუწოდოთ.
ყველაზე საუკეთესო – მსგავსი ეპითეტი უბრალოდ ლოგიკაში არ ჯდება, რადგან თუ საუკეთესოა, ესე იგი… საუკეთსოა, მათ შორის ყველაზე….
კარებები, დახურე კარები – კარები უკვე ისედაც მრავლობითია, რადგან მხოლობითში სიტყვა არის – კარი.
მეტი ამჟამად არ მაფიქრდბა არაფერი, იმედია გაგრძელება იქნება 🙂