Tag Archive: ჯორჯ კარლინი


რა არის ცხოვრების აზრი? არც არაფერი, ზოგადი ცხოვრების აზრი არ არსებობს და თუ კიდევ ეძებთ ასეთ უნივერსალურ ცხოვრების აზრს, შეწყვიტეთ, რადგან აზრი არ აქვს 🙂

საბოლოო ჯამში ყველა ადამიანის ცხოვრების აზრი არის ის, რომ რაც შეიძლება კომფორტულად იცხოვროს, შესაძლებლობის ფარგლებში ნაკლები დრო დახარჯოს სამსახურზე და ისეთ საქმიანობაზე, რაც ნაკლებ სიამოვნებას ანიჭებს, სამაგიეროდ დიდი დრო ხარჯოს ისეთ საქმეებზე, რაც სიამოვნებას გვრის.

მე სიამოვნებას ბევრი რამ მანიჭებს, ფეხბურთი, მუსიკა, კითხვა, სხვადასხვა სერიალის (the simpsons, family guy, south park, house m.d.) ყურება, ფილმები და კიდევ ბევრი სხვა… მაგრამ ერთ–ერთი მთავარი ამ სიაში არის სტენდ–აპ (stand-up) კომედიები.  კომედიის ეს ჟანრი საქართველოში საერთოდ არ არის, სამაგიეროდ ძალიან პოპულარულია ა.შ.შ–ში და დიდ ბრიტანეთში. სხვა ყველა კომედიური ფორმატისგან, ამ მიმდინარეობას ის უპირატესობა აქვს, რომ კომიკოსები არამარტო ხუმრობენ უაზროდ, არამედ მსჯელობენ და ინტელექტუალურ თემებს იუმორის კუთხით არჩევენ.  უმეტესად ისეთი თემებია წამოჭრილი, რომელიც ან ძალიან აქტუალურია, ან კიდევ დამაფიქრებელია.

ქვემოთ შემოგთავაზებთ, ჩემი აზრით, ამ ჟანრის წარმომადგენელთა საუკეთესო (შესანიშნავ) შვიდეულს და მათ ერთ–ერთ სკეტჩს. თუ ვინმე გამომრჩა, მაშინ ნუ დაიზარებთ და კომენტარში დაწერეთ 🙂

7. რობინ უილიამსი

ამ კაცს წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება, მგონი ისედაც ყველამ ყველაფერი თუ არა, ძალიან ბევრი რამ იცის მასზე.

აქ კი გთავაზობთ, პატარა ნაწყვეტს მისი კონცერტიდან, სადაც ის საუბრობს იმაზე, თუ როგორ გამოიგონეს გოლფი 🙂

ცოტა ცუდი ხარისხის ვიდეოა, მაგრამ ეგ მთავარი არაა 🙂

6. ბილ ჰიქსი (1961 – 1994)

ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული და თავისი დროისთვის სკანდალური კომიკოსი. გამოსვლის უნიკალური და ზოგისთვის ზედმეტად პირდაპირი სტილი ჰქონდა.  32 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ძალიან ბევრი რამ მოასწრო და დიდი გავლენა მოახდნა ძალიან ბევრ კომედიანტზე.

სტეჩი მარიჰუანის შესახებ 🙂

5. დარა ობრაიანი

ირლანდიელი კომიკოსი და ტელეწამყვანი. მისი აქცენტი გამო, შეიძლება ზოგს გაუჭირდეს მისი ხუმრობების გაგება, მაგრამ ვინც გაიგებს, ნამდვილად არ ინანებს 🙂 საკმაოდ განათლებული პირვონებაა, აქვს ხარისხი მათემატიკასა და თეორიულ ფიზიკაში. უმეტესად მისი გამოსვლა მიმდინარეობს მონოლოგ–დიალოგის რეჟიმში. აქვს ძირითად ხაზი, მაგრამ გარდა ამისა ესაუბრება მაყურებელს და აოცებს ყველას საკუთარ ენამოსწრებულობით და სხარტი გონებით, რადგან წამის მეასედებში შეუძლია მოიფიქროს ხუმრობა ადამიანზე, რომელიც პირველად ნახა 🙂

ამ სკეტჩში კი ის ძირითადად მედიაზე და მის “უცნაურობებზე” საუბრობს 🙂 საკმაოდ საინტერესო მონაკვეთია.

განსაკუთრებით მომწონს ორი ფრაზა: science knows it doesn’t knows everything, otherwise it will stop 🙂 და get in the fucking sack 😀

4. რასელ პიტერსი

კანადელი კომიკოსი, წარმოშობით ინდოელი. მისი ძირითადი თემა სხვადასხვა რასის და ეროვნების ხალხის დაცინვაა, მაგრამ ამას ისე კარგად და მოხერხებულად აკეთებს, არავინ ნაწყენი არ რჩება. ძირითადად ხუმრობს ინდოელებზე, ჩინელებზე, აფრო–ამერიკელებზე და ლათინო–ამერიკელებზე.

მისი ხუმრობები ნაკლებად ინტელექტუალრუია, სამაგიეროდ ძალიან სასაცილოა 🙂 მასაც დარას არ იყოს, ხშირი კონტაქტი აქვს პუბლიკასთან.

პირველ სკეტჩი არის იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელოვანია ბავშვების ცემა 😀

მეორე კი არაბებზეა 🙂

3. რიკი ჯერვეისი

ვინც ბოლო ორი წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოვებას უყურა, იმან ნამდვილად იცის ვინც არის რიკი ჯერვეისი.

მსახიობი და კომიკოსი. ერთ–ერთი ყველაზე სასაცილო ადამიანი დედამიწაზე. 2011 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოვებაზე მიწასთან გაასწორა პრაქტიკულად ყველა ის ადამიანი, ვინც კი ახსენა შესავალ მონოლოგში, ან სხვა გამოსვლებისას.

ეს სკეტჩი არაა, მაგრამ მგონი სტენდ–აპზე საინტერესოა 🙂 ოქროს გლობუსის 2011 წლის დაჯილდოვებაზე რიკი ჯერვეისის გამოსვლის კლიპი 🙂

2. ედი იზარდი

კომიკოსი და მსახიობი. ედი ტრანსვესტიტია, ვინაიდნ ამ ტერმინს და ჰერმოფროდიტს ხალხი ვერ არჩევს, განვმარტავ, რომ ტრანსვესტიტი არის ადამიანი, რომელსაც უყვარს საპირისპირო სქესის ტანსაცმლის ჩაცმა და არაა აუცილებელი იყოს გეი. ედი იზარდი საკუთარ თავს კაცის ტანში გამომწყვდეულ ლესბოსელს უწოდებს 😀

აქვს საკუთარი უნიკალური სტილი, საკმაოდ ხშირად ათამაშებს  დიალოგს, რომლის ორივე მონაწილეც თვითონ არის.

სკეტჩი მეორე მსოფლიო ომის და იმპერიების შესახებ 🙂

1. ჯორჯ კარლინი (1937 – 2008)

კაცი ლეგენდა 🙂 ადამიანი, რომელმაც გავლენა მოახდინა ლამის ყველა stand-up კომიკოსზე.

1972 წელს კარლინი დააპატიმრეს შოუს დროს, როდესაც ის წარმოადგენდა თავის ყველაზე ცნობილ ნომერს: “შვიდა სიტყვა, რომლის წარმოთქმაც არ შეიძლება ტელევიზიით”.

ეს კი არის უკვე ასაკში შესული ჯორჯ კარლინის სკეტჩი რელიგიაზე 🙂

იმედია მოგეწონათ, გაგეცინათ და დაგაინტერესათ ამ ადამიანების სხვა ვიდეობმაც 🙂

რა თქმა უნდა კიდევ ძალიან ბევრი კომიკოსი იყო, თუნდაც ვუდი ალენი, გენიალური რეჟისორი, რომელიც 60–იან წლებში გამოდიოდა სცენაზე, ან გენიალური ბილ კოსბი და რიჩარდ პრაიორი. ასევე საკმაოდ კარგი სტანდ–აპ კომიკოსია კრის როკი, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს ბევრისთვის 🙂

Advertisements

ათეიზმი – აროგანტული რწმენა რომ მთელი მილიარდ–გალაქტიკიანი სამყარო მხოლოდ ჩვენთვის არ შექმნილა

საფეხბურთო გამოთქმებისა არ იყოს, აქვე წარმოგიდგენთ გამოთქმებს რელიგიის და ათეიზმის შესახებ. ბევრ ლაპარაკს არ დავიწყებ არც ერთზე და არც მეორეზე, ვინც ათეისტია იმან ისედაც ყველაფერი იცის, ხოლო ვინც მორწმუნეა იმას მაინც ვერაფერს დაუმტკიცებ, ასე რომ აზრს ვერ ვხედავ. მიუხედავად ამისა მომავალში შესაძლოა ჩემი რამოდენიმე მოსაზრება კი გამოვაქვეყნო, მაგრამ იქამდე უბრალოდ წარსულის და აწმყოს მოაზროვნეთა გამონათქვამებით დავკმაყოფილდეთ, რომელთაგანაც ზოგი ამავე დროს სასაცილოც არის, ზოგი კი სერიოზული. მაშ ასე, დავიწყოთ:

თუ ათეიზმი რელიგიაა, მაშინ ჯანმრთელობა ავადმყოფობაა” – კლარკ ადამსი.

როგორ უნდა მწამდეს ღმერთის, როცა ჯერ კიდე წინა კვირას საწერ მანქანაში ენა გამეჭედა” – ვუდი ალენი

მე არ მეშინია სიკვდილის, უბრალოდ არ მინდა იქ ვიყო როცა ეს მოხდება” – ვუდი ალენი

…ნეტავ ღმერთს რამე ნიშანი მოეცა, მაგალითად დიდი თანხა დაესვა ჩემს ანგარიშზე შვეიცარულ ბანკში“– ვუდი ალენი

გენიოსი – ვუდი ალენი

შენთვის მე ათეისტი ვარ, ღმერთისთვის კი ლოიალური ოპოზიცია” – ვუდი ალენი

იქნებ ეს ყველაფერი არ არსებობს და ილუზიაა? ამ შემთხვევაში აშკარად ზედმეტი გადავიხადე ჩემს ხალიჩაში” – ვუდი ალენი

მე ერთხელ მინდოდა გავმხდარიყავი ათეისტი, მაგრამ ვერ შევძელი, რადგან მათ დღესასწაულები არ აქვთ” – ჰენრი იუნგმანი

ერთადერთი რაზეც არ ვნერვიულობ არის ის, არსებობს თუ არა ღმერთი, მაგრამ მივხვდი, რომ ღმერთს ალცჰაიმერის დაავადება სჭირს და დაავიწყდა, რომ ჩვენ ვარსებობთ” – ჯეინ ვაგნერი.

იცხოვრე კარგად. თუ ღმერთები არიან და არიან სამართლიანნი, მაშინ მათ არ უნდა აინტერესებდეთ რამდენად ღვთისმოშიში იყავი, არამედ მხოლოდ ის რამდენად ღირსეულად იცხოვრე. თუ არიან ღმერთები და ისინი უსამართლონი არიან, მაშინ არ უნდა გსურდეს მათი თაყვანისცემა. თუ ღმერთები არ არიან, მაშინ შენ უბრალოდ გაქრები, მაგრამ გექნება კეთილშობილურად ნაცხოვრები და იარსებებ შენი საყვარელი ადამიანების მოგონებებში. მე არ მეშინია”.  – მარკუს ავრელიუსი

ბნელი წლების მიერ დატოვებული ხვრელი

ყველა ბიბლიური სასწაული თანდათან გაქრება მეცნიერების განვითარებასთან ერთად” – მეტიუ არნოლდი

სასწაულები არ ხდება” – მეტიუ არნოლდი

აიზეკ აზიმოვი

მე არ მაქვს დამამტკიცებელი საბუთი, რომ ღმერთი არ არსებობს, მაგრამ იმდენად დიდი ეჭვი მაქვს რომ არ არსებობს, რომ არ მინდა ამაზე დროის დაკარგვა” – აიზეკ აზიმოვი

მე არ მჯერა სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის, ამიტომ არ მჭირდება გავატარო მთელი ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთის და მითუმეტეს სამოთხის შიშში. როგორი წამების საშუალებებიც არ უნდა იყოს ჯოჯოხეთში, სამოთხის მოწყენილობა მაგაზე უარესი იქნება”. – აიზეკ აზიმოვი

რელიგიურ ადამიანთან კონტაქტში შესვლის შემდეგ, ყოველთვის მაქვს შეგრძნება რომ ხელი უნდა დავიბანო” – ფრიდრიხ ნიცშე.

მე ვერ დავიჯერებ ღმერთის, რომელსაც უნდა რომ სულ ადიდებდნენ” – ფრიდრიხ ნიცშე

ღმერთის რწმენა შეუძლებელია – ღმერთის არრწმენა აბსურდი”. – ვოლტერი

ჩვენ ორივე ათეისტები ვართ. უბრალოდ მე ერთით ნაკლები ღმერთის მწამს ვიდრე შენ. როდესაც შენ მიხვდები რატომ უარყოფ ყველა სხვა შესაძლო ღმერთს, მაშინ მიხვდები რატომ ვუარყოფ მე შენსას“.  – სტივენ რობერტსი

ბიბლიის დაკვირვებით კითხვა და მისი გაგება, არის პირდაპირი გზა ათეიზმისკენ”.  – დონალდ მორგანი

ჯორჯ კარლინი

“ათეიზმი არამომგებიანი ორგანიზაციაა” – ჯორჯ კარლინი

ჯორჯ ორუელი

ის გაბრაზებული ათეისტი იყო, ისეთი ათეისტი, რომელსაც იმდენაც ღმერთის კი არ სწამს, არამედ პირადად არ მოსწონს ის” – ჯორჯ ორუელი

ბიბლია პასუხისმგებელია უფრო მეტ ათეიზმზე, აგნოსტიციზმზე, ურწმუნოებაზე – რაც გსურთ ის უწოდეთ – ვიდრე აქამდე დაწერილი ყველა წიგნი ერთად აღებული“. – ალან ალექსანდრ მილნი.

მე მომწონს ძაღლი (dog) იქამდე, სანამ მას უკუღმა (god) არ წერენ”. – გილბერტ კეიტ ჩესტერტონი.

რა თქმა უნდა კიდევ უამრავი ჭკვიანი ან არც ისე ჭკვიანი ადამიანის გამოთქმა არსებობს, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ეს მომეპოვებოდა ჩემი მყარი დისკების უკიდეგანო სივრცეში, ხოლო სხვა გამოთქმების მოძეიბა სიმართლე გითხრათ დამეზარა 🙂

ლოცვა – აკეთებდე არაფერს და ფიქრობდე რომ ეხმარები

უმარტივესი გადაწყვეტილება ხშირად ყველაზე მოხერხებულია, მაგრამ ამავე დროს ისინი ხშირად მცდარია