Archive for მარტი, 2011


რა არის ცხოვრების აზრი? არც არაფერი, ზოგადი ცხოვრების აზრი არ არსებობს და თუ კიდევ ეძებთ ასეთ უნივერსალურ ცხოვრების აზრს, შეწყვიტეთ, რადგან აზრი არ აქვს 🙂

საბოლოო ჯამში ყველა ადამიანის ცხოვრების აზრი არის ის, რომ რაც შეიძლება კომფორტულად იცხოვროს, შესაძლებლობის ფარგლებში ნაკლები დრო დახარჯოს სამსახურზე და ისეთ საქმიანობაზე, რაც ნაკლებ სიამოვნებას ანიჭებს, სამაგიეროდ დიდი დრო ხარჯოს ისეთ საქმეებზე, რაც სიამოვნებას გვრის.

მე სიამოვნებას ბევრი რამ მანიჭებს, ფეხბურთი, მუსიკა, კითხვა, სხვადასხვა სერიალის (the simpsons, family guy, south park, house m.d.) ყურება, ფილმები და კიდევ ბევრი სხვა… მაგრამ ერთ–ერთი მთავარი ამ სიაში არის სტენდ–აპ (stand-up) კომედიები.  კომედიის ეს ჟანრი საქართველოში საერთოდ არ არის, სამაგიეროდ ძალიან პოპულარულია ა.შ.შ–ში და დიდ ბრიტანეთში. სხვა ყველა კომედიური ფორმატისგან, ამ მიმდინარეობას ის უპირატესობა აქვს, რომ კომიკოსები არამარტო ხუმრობენ უაზროდ, არამედ მსჯელობენ და ინტელექტუალურ თემებს იუმორის კუთხით არჩევენ.  უმეტესად ისეთი თემებია წამოჭრილი, რომელიც ან ძალიან აქტუალურია, ან კიდევ დამაფიქრებელია.

ქვემოთ შემოგთავაზებთ, ჩემი აზრით, ამ ჟანრის წარმომადგენელთა საუკეთესო (შესანიშნავ) შვიდეულს და მათ ერთ–ერთ სკეტჩს. თუ ვინმე გამომრჩა, მაშინ ნუ დაიზარებთ და კომენტარში დაწერეთ 🙂

7. რობინ უილიამსი

ამ კაცს წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება, მგონი ისედაც ყველამ ყველაფერი თუ არა, ძალიან ბევრი რამ იცის მასზე.

აქ კი გთავაზობთ, პატარა ნაწყვეტს მისი კონცერტიდან, სადაც ის საუბრობს იმაზე, თუ როგორ გამოიგონეს გოლფი 🙂

ცოტა ცუდი ხარისხის ვიდეოა, მაგრამ ეგ მთავარი არაა 🙂

6. ბილ ჰიქსი (1961 – 1994)

ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული და თავისი დროისთვის სკანდალური კომიკოსი. გამოსვლის უნიკალური და ზოგისთვის ზედმეტად პირდაპირი სტილი ჰქონდა.  32 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ძალიან ბევრი რამ მოასწრო და დიდი გავლენა მოახდნა ძალიან ბევრ კომედიანტზე.

სტეჩი მარიჰუანის შესახებ 🙂

5. დარა ობრაიანი

ირლანდიელი კომიკოსი და ტელეწამყვანი. მისი აქცენტი გამო, შეიძლება ზოგს გაუჭირდეს მისი ხუმრობების გაგება, მაგრამ ვინც გაიგებს, ნამდვილად არ ინანებს 🙂 საკმაოდ განათლებული პირვონებაა, აქვს ხარისხი მათემატიკასა და თეორიულ ფიზიკაში. უმეტესად მისი გამოსვლა მიმდინარეობს მონოლოგ–დიალოგის რეჟიმში. აქვს ძირითად ხაზი, მაგრამ გარდა ამისა ესაუბრება მაყურებელს და აოცებს ყველას საკუთარ ენამოსწრებულობით და სხარტი გონებით, რადგან წამის მეასედებში შეუძლია მოიფიქროს ხუმრობა ადამიანზე, რომელიც პირველად ნახა 🙂

ამ სკეტჩში კი ის ძირითადად მედიაზე და მის “უცნაურობებზე” საუბრობს 🙂 საკმაოდ საინტერესო მონაკვეთია.

განსაკუთრებით მომწონს ორი ფრაზა: science knows it doesn’t knows everything, otherwise it will stop 🙂 და get in the fucking sack 😀

4. რასელ პიტერსი

კანადელი კომიკოსი, წარმოშობით ინდოელი. მისი ძირითადი თემა სხვადასხვა რასის და ეროვნების ხალხის დაცინვაა, მაგრამ ამას ისე კარგად და მოხერხებულად აკეთებს, არავინ ნაწყენი არ რჩება. ძირითადად ხუმრობს ინდოელებზე, ჩინელებზე, აფრო–ამერიკელებზე და ლათინო–ამერიკელებზე.

მისი ხუმრობები ნაკლებად ინტელექტუალრუია, სამაგიეროდ ძალიან სასაცილოა 🙂 მასაც დარას არ იყოს, ხშირი კონტაქტი აქვს პუბლიკასთან.

პირველ სკეტჩი არის იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელოვანია ბავშვების ცემა 😀

მეორე კი არაბებზეა 🙂

3. რიკი ჯერვეისი

ვინც ბოლო ორი წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოვებას უყურა, იმან ნამდვილად იცის ვინც არის რიკი ჯერვეისი.

მსახიობი და კომიკოსი. ერთ–ერთი ყველაზე სასაცილო ადამიანი დედამიწაზე. 2011 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოვებაზე მიწასთან გაასწორა პრაქტიკულად ყველა ის ადამიანი, ვინც კი ახსენა შესავალ მონოლოგში, ან სხვა გამოსვლებისას.

ეს სკეტჩი არაა, მაგრამ მგონი სტენდ–აპზე საინტერესოა 🙂 ოქროს გლობუსის 2011 წლის დაჯილდოვებაზე რიკი ჯერვეისის გამოსვლის კლიპი 🙂

2. ედი იზარდი

კომიკოსი და მსახიობი. ედი ტრანსვესტიტია, ვინაიდნ ამ ტერმინს და ჰერმოფროდიტს ხალხი ვერ არჩევს, განვმარტავ, რომ ტრანსვესტიტი არის ადამიანი, რომელსაც უყვარს საპირისპირო სქესის ტანსაცმლის ჩაცმა და არაა აუცილებელი იყოს გეი. ედი იზარდი საკუთარ თავს კაცის ტანში გამომწყვდეულ ლესბოსელს უწოდებს 😀

აქვს საკუთარი უნიკალური სტილი, საკმაოდ ხშირად ათამაშებს  დიალოგს, რომლის ორივე მონაწილეც თვითონ არის.

სკეტჩი მეორე მსოფლიო ომის და იმპერიების შესახებ 🙂

1. ჯორჯ კარლინი (1937 – 2008)

კაცი ლეგენდა 🙂 ადამიანი, რომელმაც გავლენა მოახდინა ლამის ყველა stand-up კომიკოსზე.

1972 წელს კარლინი დააპატიმრეს შოუს დროს, როდესაც ის წარმოადგენდა თავის ყველაზე ცნობილ ნომერს: “შვიდა სიტყვა, რომლის წარმოთქმაც არ შეიძლება ტელევიზიით”.

ეს კი არის უკვე ასაკში შესული ჯორჯ კარლინის სკეტჩი რელიგიაზე 🙂

იმედია მოგეწონათ, გაგეცინათ და დაგაინტერესათ ამ ადამიანების სხვა ვიდეობმაც 🙂

რა თქმა უნდა კიდევ ძალიან ბევრი კომიკოსი იყო, თუნდაც ვუდი ალენი, გენიალური რეჟისორი, რომელიც 60–იან წლებში გამოდიოდა სცენაზე, ან გენიალური ბილ კოსბი და რიჩარდ პრაიორი. ასევე საკმაოდ კარგი სტანდ–აპ კომიკოსია კრის როკი, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს ბევრისთვის 🙂

შუქი აანთეთ რა, თორემ მოვიმტვრიე უკვე ცხვირპირი ამ სიბნელეში…