ქვემოთ წარმოგიდგენთ სასაცილო საფეხბურთო გამოთქმებს, რომლებიც მოძიებულია ჩემს მიერ ინტერნეტში. მათი ნაწილი ყველასთვის გასაგები და ვფიქრობ სასაცილო იქნება, იმათთვისაც კი ვინც ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვევა, მაგრამ ის მაინც იცის, რომ მას 22 კაცი თამაშობს ერთი ბურთით… ზოგი კი, ალბათ მხოლოდ ფეხბურთში ასე თუ ისე ჩახედული პიროვნებისთვის იქნება გასაგები. ასეთი გამონათქვამებისთვის კომენტარებს გავაკეთებ, “ჩაინიკებისთვის” 🙂

მოკლედ ბევრი და უაზრო ლაპარაკის გარეშე, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ:

“წარუმატებლად მოეზმადეთ? – მოემზადეთ წარუმატებლობისთვის” – ალან შირერი.

ნუ ეს სასაცილო იმდენად არაა, რამდენადაც ფილოსოფიურობაზე პრეტენზიის მქონე გამოთქმა.

ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ გამარჯვება ყველაფერი არაა, არასდროს არაფერი მოუგია” – მია ჰემი (ამერიკელი ქალი ფეხბურთელი)

ფეხბურთის წესები ძალიან მარტივია: თუ რამე მოძრაობს დაარტყი, თუ არ მოძრაობს – ურტყი იქამდე სანამ არ ამოძრავდება” 🙂  – ფილ ვუსმენი

ფეხბურთში ყველაფერი გართულებულია მოწინააღმდეგე გუნდის არსებობის გამო” – ჟან პოლ სარტრი

ზოგი ამბობს, რომ ფეხბურთი სიკვდილ–სიცოცხლის საკითხია… რა სისულელეა, ის ამაზე გაცილებით მეტია 🙂 ” – ბილ შენკლი

ფეხბურთი არის ძალიან კარგი უხეში გოგონებისთვის, მაგრამ არა დელიკატური ბიჭებისთვის” – ოსკარ უაილდი

იტალიელები ვერ მოგიგებენ თამაშს, მაგრამ შენ შეიძლება წააგო მათთან” – იოჰან კრუიფი

ვისაც ერთხელ მაინც სმენია იტალიელების თამაშის მანერაზე, ყველაფერს მიხვდებოდა 🙂

“ხუთი დღე სამუშაოსთვისაა – როგორც ბიბლიაში წერია, მეშვიდე დღე ღმერთისაა, მეექვსე კი ფეხბურთის” – ენტონი ბერჯისი

ჩვენ წავაგეთ, იმიტომ რომ ვერ მოვიგეთ” 🙂 – რონალდო

როდესაც საქმე არ მაქვს, ჩემპიონატის ცხრილის ბოლოში ვიყურები, რომ ვნახო “ევერტონი” რას შვება” –  ბილ შენკლი 🙂

ბილ შენკლი იყო “ლივერპულის” ლეგენდალური მწვრთნელი, ხოლო “ევერტონი” ასევე ქალაქ ლივერპულის გუნდია და “ლივერპულის” მოსისხლე და პირველი მტერია.

ამ ქალაქს ორი დიდი გუნდი ჰყავს: “ლივერპული” და “ლივერპულის” რეზერვები” 🙂 – ბილ შენკლი

მოგეხსენებათ ყველა გუნდს ყავს მეორე გუნდი, ე.წ. “რეზერვები” სადაც ძირითადად ახალგაზრდები თამაშობენ.

“მადრიდის რეალის გაგონებაზეც კი ღებინება მინდება” – ხრისტო სტოიჩკოვი

“ბარსელონას” ლეგენდარული ბულგარელი ფეხბურთელი. მგონი ყველაფერი გასაგებია 🙂

თავისი ცხოვრების მანძილზე კაცმა შეიძლება შეიცვალოს ცოლი, პოლიტიკური პარტია, ან რელიგია, მაგრამ ის ვერასდროს შეიცვლის საყვარელ საფეხბურთო გუნდს” – ედუარდო გალეანო

საერთაშორისო (სანაკრებო) ფეხბურთი არის ომის გაგრძელება, უბრალოდ სხვა საშუალებებით” – ჯორჯ ორუელი

არაა აუცილებელი იყო კარგი ცხენი, რომ შემდეგ გახდე ჟოკეი” – არიგო საკი

იგულისხმება რომ არაა აუცილებელი იყო ფეხბურთელი, რომ შემდეგ გახდე მწვრთნელი. თვითონ არიგო საკის ფეხბურთი არასდროს უთამაშია.

“ყველაფერი, რაც მე ვიცი კაცის მორალურობაზე და პასუხისმგებლობაზე, ვიცი ფეხბურთიდან” – ალბერ კამიუ

სამოთხეში პირველივე ვარჯიშის დროს, ჯორჯ ბესტმა თავბრუ დაახვია თავის მარჯვენა ფლანგზე ღმერთს, რომელიც მარცხენა მცველი იყო… ძალიან მინდა რომ ადგილი შემინახოს თავის გუნდში… ჯორჯ ბესტმა რა თქმა უნდა და არა ღმერთმა” 🙂 – ერიკ კანტონა

საუკეთესო მომენტი ჩემს კარიერაში? – ეგეთი ბევრი მქონდა, მაგრამ ყველაზე უკეთ მაინც ის მახსენდება იმ ტიპს რომ წიხლი ჩავარტყი ტრიბუნაზე” – ერიკ კანტონა

ისე ერთხელ კანტონა, როდესაც 19 წლის იყო, თამაშის შემდეგ მოწინააღმდეგე გუნდის 7 ფეხბურთელს ეცა საჩხუბრად… 3 საავადმყოფოში მოხვდა, 4 კი გაექცა 🙂

1969 წელს მე თავი დავანებე ქალებს და ალკოჰოლს… ეს იყო ყველაზე შაშინელი 20 წუთი ჩემს ცხოვრებაში” – ჯორჯ ბესტი

მე ერთხელ ვუთხარი” გაზზას” (პოლ გასკოინი), რომ მისი IQ იმაზე დაბალი იყო, ვიდრე ნომერი მის მაისურზე, მან კი მკითხა: რა არის IQ?” – ჯორჯ ბესტი

მე არ ვსვამ, მაგრამ მხოლოდ მაშინ როცა მძინავს” – ჯორჯ ბესტი

და ბოლოს ჩემი პირადი ფავორიტი

ათეისტის გლაზგოური დეფინიცია: ტიპი, რომელიც მიდის “რეინჯერს” – “სელტიკის” თამაშზე, რათა უყუროს ფეხბურთს” 🙂

ვინც ვერ მიხვდა განვმარტავ: “რეინჯერსი” და “სელტიკი” ორივე გლაზგოს გუნდია, რომელთაგანაც პირველს გულშემატკივრობენ პროტესტანტები, მეორეს კი კათოლიკები (“სელტიკი” ირლანდიელების დაარსებულია, რაზეც სახელიც მეტყველებს). მათი დაპირისპირება იმდენად სერიოზულია, რომ 1980–იანი წლების ბოლომდე არც ერთ კათოლიკს არ უთამაშია “რეინჯერსში” და პირიქით პროტესტანტს “სელტიკში”. ხოლო როდესაც პირველი ასეთი “ვაჟკაცი” გამოჩნდა, თანაც უცხოელი, მას სახლი დაუწვეს… საკუთარმა გულშემატკივრებმა 🙂

იმედია მოგეწონათ და ერთხელ მაინც გაგეცინათ 🙂

p.s. ზოგს ალბათ მხოლოდ პირველი და ბოლო სურათი მოეწონა, მაგრამ ეგეც საქმეა 🙂