გთავაზობთ იმ მცდარი გამოთქმების და მოსაზრებების სიას, რომელიც დამკვიდრებულია საქართველოში და არამარტო საქართველოში 🙂 სამწუხაროდ მაინც და მაინც ბევრი ვერ გავიხსენე, მაგრამ თქვენ თუ გახსოვთ რომელიმე, ნუ დაიზარებთ და კომენტარში დაწერეთ და შემდეგ მეორე ნაწილად გამოვაქვეყნებ 🙂
მზე ამოვიდა, მზე ჩავიდა – მზე არც ამოდის და არც ჩადის 🙂 ეს გამოთქმა ჯერ კიდევ იმ დროდან მომდინარეობს, როდესაც ადამიანებს დედამიწა ბრტყელი ეგონათ.
ქსეროქსი, გადავაქსეროქსოთ – XEROX არის კომპანია, ისეთივე როგორიც მაგალითად HP ან SONY, ასე რომ თავისუფლად შეგიძლიათ თქვათ: “წამოდი კონსპექქტები გადავაჰიულეტპაკარდოთ ან გადავასონიოთ”.
მზე და ვარსკვლავები – მზე იგივე ვარსკვლავია, ხოლო ყველა ვარსკვლავი იგივეა მზეა 🙂
ბოტასი – ბოტასიც ასევე კომპანიის დასახელებაა, რომელიც უშვებდა ისეთი სტილის ფეხსაცმელებს, რომელსაც ჩვენ ბოტასებს ვეძახით.
ქრისტე ღმერთი – ქრისტე, როგორც მოგეხსენებათ, ღვთის ძე იყო და არა თვით ღმერთი.
მოკვდები და ზევით ახვალ/ ქვემოთ ჩახვალ – არსადაც არ ახვალ ან ჩახვალ (მაქსიმუმ მიწაში)
ფრედი მერკურის We Are The Champions – ჯგუფს ერქვა Queen და არა ფრედი მერკური 🙂
100 პროცენტიანი შესაძლებლობა – ეს უკვე შესაძლებლობა კი არა, ფაქტია 🙂 შესაძლებლობა შეიძლება იყოს 99 პროცენტიანი…
პამპერსი – ქსეროქსის არ იყოს, ესეც კომპანიის დასახელებაა, მაგრამ ჩვენ ასე ყველანაირ საბავშვო საშუალებას ვუწოდებთ.
ნოვა – ისევე როგორც ყველანაირ ქაღალდის ცხვირსახოცს ვეძახით ნოვას, არადა ესეც, გაგიკვირდებათ და მხოლოდ და მხოლოდ ერთ–ერთი ფირმის სახელია.
ტრამვა მიიღო – ტრამვა არა, ტრავმა.
ფეღბურთი – ეს არის სპორტი, რომელსაც თამაშობენ ბურთით და ფეღებით.
კალადბურთი – ეს კი არის სპორტი, რომელშიც ბურთი უნდა ჩააგდო კალადში.
სასომხეთი – ასეთი დასახელების ქვეყანა არ არსებობს, მსგავსი წარმატებით გერმანიას შეგვიძლია საგერმანეთი ვუწოდოთ.
ყველაზე საუკეთესო – მსგავსი ეპითეტი უბრალოდ ლოგიკაში არ ჯდება, რადგან თუ საუკეთესოა, ესე იგი… საუკეთსოა, მათ შორის ყველაზე….
კარებები, დახურე კარები – კარები უკვე ისედაც მრავლობითია, რადგან მხოლობითში სიტყვა არის – კარი.
მეტი ამჟამად არ მაფიქრდბა არაფერი, იმედია გაგრძელება იქნება 🙂
ვაფასებ შენ ინიციატივას, მაგრამ რაღაცები არასწორად გაქვს:
1. მზე ვარსკვლავია, მაგრამ ყველა ვარსკვლავი მზე ნაღდად არაა.
2. მზის ამოსვლა-ჩასვლის ამბავზეც შეიძლება მაგრამ ეს შორს წაგვიყვანს.
3. წმინდა სამებაზე რა გაგიგია? ასე არ იყო: მამა ღმერთი, ძე ღმერთი (ქრისტე), და სული წმინდა.
1. მზე ვარსკვლავია, მაგრამ ყველა ვარსკვლავი მზე ნაღდად არაა. – აქ ის იგულისმხება, რომ მზე ისეთივე ვარსკვლავია როგორც ყველა სხვა დანარჩენი.
2. მზის ამოსვლა-ჩასვლის ამბავზეც შეიძლება მაგრამ ეს შორს წაგვიყვანს. – ? აქ რა არის სადავო?
3. წმინდა სამებაზე რა გაგიგია? ასე არ იყო: მამა ღმერთი, ძე ღმერთი (ქრისტე), და სული წმინდა. – მართალია, მაგრამ იგულისხმებოდა ნათქვამი როდესაც ქრისტეს აიგივებენ მამა ღმერთთან 🙂
ტატო, ნაგულისხმებიც დაწერე ხოლმე 😉
სადავოს რაც შეეხება: პირადად შენთან არაფერია სადავო, გასაგებია ყველაფერი. უბრალოდ, მაგ გადმოსახედიდან (მზე რომ არ ამოდის და არ ჩადის) ძალიან ბევრ რამესაც არასწორად ამბობენ ადამიანები.
პირობითი და შედარებითია ყველაფერი.
1.”100 პროცენტიანი შესაძლებლობა – ეს უკვე შესაძლებლობა კი არა, ფაქტია შესაძლებლობა შეიძლება იყოს 99 პროცენტიანი…”
-აქაც ვერ დაგეთანხმები. ფაქტი შესაძლებლობას საერთოდ არ გულისხმობს და მის მოხდენა არ მოხდენაზე საუბარი საერთდ არაა, ვინაიდან ფაქტი არის უკვე მომხდარი მოვლენა.
100%-იანი შესაძლებლობა კი გულისხმობს მაქსიმალურად დიდი ალბათობით მოსახდენ მოვლენას, რაც გარკვეული მიზეზის გამო არ შესრულდა.
იგივე თუნდაც აბსოლუტურად ცარილ კარში გოლის ვერ გატანა.
თუ ძალიან სიღრმეში წახვალ კიდე აბსოლუტურად ყველაფრის დაშვება შეიძლება გააკეთო და ყველაფერი ამტკიცო ან პირიქით
მერე თუ გაგახსენდება რამე მსგავსი გამოთქმა დაწერე აქ 🙂
“100 პროცენტიანი შესაძლებლობა”, როგორც გამოთქმა, რა თქმა უნდა დამკვიდრებულია რაიმეს აღსანიშნავად, რისი მოხდენის შანსიც ძალზედ დიდია, მაგრამ… “100 პროცენტიანი”, აზრობრივი დატვირთვიდან გამომდინარე, ნიშნავს ისეთ რამეს, რაც აუცილებლად, აპრიორი მოხდება, თუგინდ 1000 ჯერ გააკეთო, ხოლო სიტყვა “შესაძლებლობა” გულისხმობს რამეს რისი მოხდენაც შესაძლებელია, შესაბამისად ამ 2 სიტყვის ერთად დაყენება ლოგიკური შეცდომაა 🙂
იგივე ცარიელ კარში გოლის ვერ გატანა არის 99 პროცენტიანი შანსი 🙂
Shamopanursafrangetis ert ert regionshi-shampagnshi moyvanili yurznit damzadebuli gvinoa, xolo is rasac chven shampanurs vuwodebt aris shushxuna gvino, an cqriala gvino:)